დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ზოგიერთი ნორმატიული აქტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 22 აპრილის №305 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 390 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 31/07/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/08/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 29/09/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 130030000.10.003.018776 |
|
„სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ზოგიერთი ნორმატიული აქტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 22 აპრილის №305 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ზოგიერთი ნორმატიული აქტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 22 აპრილის №305 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 01.05.2014წ., 130030000.10.003.017925) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დადგენილებით დამტკიცებულ №1 დანართს (სახელმწიფო საიდუმლოებისათვის მიკუთვნებულ ცნობათა ნუსხა) დაემატოს შემდეგი შინაარსის 5.1.10. პუნქტი: „5.1.10. პენიტენციურ დაწესებულებათა მართვის საინფორმაციო-ანალიტიკური უზრუნველყოფის მიზნით განსახორციელებელი ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების მარეგულირებელი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს შიდასაუწყებო ნორმატიული აქტები.“. 2. დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის (სახელმწიფო საიდუმლოებისათვის მიკუთვნებულ ცნობათა ნუსხა) 5.6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5.6. პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ინფორმაცია: 5.6.1. იმ ობიექტებისათვის ჩასატარებელი და ჩატარებული საპროექტო-სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების შესახებ, რომლებშიც განთავსებულია, ან უნდა განთავსდეს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დაწესებულებები, პენიტენციური დეპარტამენტის სპეციალური დანიშნულების ძალები, საბადრაგო და გარე დაცვის სამსახურები. ცნობები აღნიშნულ ტერიტორიაზე მშენებლობის დროს გამოყენებული სამშენებლო-სარემონტო მასალის, ტექნიკური საშუალებებისა და ძალების შესახებ. 5.6.2. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის სპეციალური დანიშნულების ძალების, უსაფრთხოების, გარე დაცვისა და საბადრაგო სამსახურების, პენიტენციური დაწესებულებების მოსამსახურეთა სამსახურებრივი განრიგების, აგრეთვე პენიტენციური დაწესებულებების კრიზისების მართვის განყოფილების მოსამსახურეთა ვინაობისა და სამსახურებრივი განრიგების შესახებ. 5.6.3. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის სპეციალური დანიშნულების ძალების, უსაფრთხოების, გარე დაცვისა და საბადრაგო სამსახურების ხელთ არსებული ტექნიკური საშუალებებისა და ძალების შესახებ, აგრეთვე საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის საქმიანობისათვის საჭირო სპეციალური ტექნიკური აღჭურვილობის შესახებ.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები