დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალურ საკითხთა და კულტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ”– ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 19 ნოემბრის N48 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 25 |
| დოკუმენტის მიმღები | ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 31/07/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/08/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 27/12/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.114.016267 |
|
„ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალურ საკითხთა და კულტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 19 ნოემბრის №
48 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალურ საკითხთა და კულტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 19 ნოემბრის №
48 დადგენილებაში (სსმ, 21.11.2014წ.) შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილება:
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლს დაემატოს მე-8 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. წამყვანი სპეციალისტი მძიმე ეკონომიურ პირობებში, სტიქიით დაზარალებულთა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მომსახურების საკითხებში“. |
| მუხლი 2 |
დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5. სოციალურ საკითხთა განყოფილება სოციალურ საკითხთა განყოფილება უზრუნველყოფს: 1. მუნიციპალური სოციალური დახმარების პროგრამების შემუშავებას. 2. სოციალური დახმარებისა და მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას. 3. ლტოლვილთა საყოფაცხოვრებო პირობების და მომსახურების გაუმჯობესებას. 4. დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დემოგრაფიული სიტუაციის ანალიზს. 5. ჰუმანიტარული დახმარებების განაწილებას. 6. სოციალურად დაუცველი ფენებისათვის სოციალური დახმარებების ღონისძიებების განხორციელებას. 7. ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას. 8. ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას. 9. საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილებების განხორციელების კოორდინაციას. 10. ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალური პროგრამების მონიტორინგს. 11. ვეტერანთა აღრიცხვიანობის მოწესრიგებას და მათი სოციალური პირობების გაუმჯობესებისათვის ზომების მიღებას. 12. სამედიცინო დაზღვევის ახალი ფორმების დანერგვის ხელშეწყობას. 13. მძიმე საცხოვრებელ პირობებში, უბედური შემთხვევისა და სტიქიური მოვლენების შედეგად უსახლკაროდ დარჩენილ და დაზარალებულ ოჯახთა მდგომარეობის შესწავლას და მათი საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებისათვის ზომების მიღებას. 14. შშმ პირთა აღრიცხვიანობის მოწესრიგებას და მათი საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებისათვის ზომების მიღებას. 15. შშმ პირებისათვის დახმარების ღონისძიებების განხორციელებას.“. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები