დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ეროვნული სატყეო სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №25 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 212 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 05/08/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/08/2015 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/09/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 390010000.22.023.016335 |
|
„საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეროვნული სატყეო სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №25 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
ეროვნული სატყეო სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №25 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 13.05.2013 წ., 390010000.22.023.016150) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
|
1.
დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სააგენტოს ცენტრალური აპარატი შედგება შემდეგი სტრუქტურული ქვედანაყოფებისგან: ა) ტყის აღრიცხვის დეპარტამენტი; ბ) ტყითსარგებლობის დეპარტამენტი; გ) ტყის მოვლა-აღდგენის დეპარტამენტი; დ) ფინანსური დეპარტამენტი; ე) იურიდიული დეპარტამენტი; ვ) ადმინისტრაციული დეპარტამენტი; ზ) შიდა კონტროლის დეპარტამენტი.“. |
2.
დებულების მე-9 მუხლის „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ნ) სააგენტოს მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშების მომზადების უზრუნველყოფა;”. |
3.
დებულების მე-9 მუხლს დაემატოს „ო“; „პ“ და „ჟ“ ქვეპუნქტები შემდეგი რედაქციით:
„ო) საინფორმაციო - საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის შექმნა, მისი საიმედო, ეფექტური ფუნქციონირებისა და განვითარების უზრუნველყოფა; |
4.
დებულების მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 11. შიდა კონტროლის დეპარტამენტის უფლებამოსილებები და სტრუქტურა 1. შიდა კონტროლის დეპარტამენეტის ძირითადი უფლებამოსილებებია: ა) სააგენტოს ეფექტური და გამართული ფუნქციონირების მიზნით ელექტრონული საინფორმაციო სისტემის შემუშავების ორგანიზება; ბ) მერქნული რესურსების მართვის ელექტრონული სისტემის განვითარებისათვის, ასევე ახალი პროგრამული მოდულების შემუშავებისა და/ან ცვლილებების შეტანისათვის წინადადებების მომზადება; გ) ელექტრონულ საინფორმაციო სისტემებში მომხმარებელთა დაშვებების უზრუნველყოფა ინფორმაციასთან წვდომის იერარქიული დონეების გათვალისწინებით, სისტემის მომხმარებელთათვის პრაქტიკული და მეთოდური დახმარებების გაწევა; დ) ყოველი საანგარიშო კვარტალის მომდევნო თვის ბოლომდე და ყოველი წლის დასაწყისში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშის (სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტთან შეთანხმებული ფორმით) სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტისთვის გაგზავნა; ე) სააგენტოს ცენტრალური აპარატისა და ტერიტორიული ორგანოების თანამშრომელთა მიერ დისციპლინისა და კანონიერების დარღვევის თავიდან აცილებისათვის შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების გატარება, რისკ-ფაქტორების გამოვლენა და ანალიზი, გარდა სააგენტოს უფროსისა და სააგენტოს უფროსის მოადგილეებისა; ვ) სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიებზე მის მიერ გამოვლენილი, ჩადენილი სამართალდარღვევების შესახებ ოქმის შედგენა და ინფორმაციის კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემა სამართალდამცავი ორგანოებისათვის; ზ) ტყითსარგებლობის სფეროში რისკების შეფასება; თ) კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელება. 2. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია: ა) ანალიტიკური სამმართველო; ბ) ინსპექტირების სამმართველო. 3. ანალიტიკური სამმართველოს უფლებამოსილებებია: ა) სააგენტოს ეფექტური და გამართული ფუნქციონირების მიზნით ელექტრონული საინფორმაციო სისტემის შემუშავების ორგანიზება; ბ) მერქნული რესურსების მართვის ელექტრონული სისტემის განვითარებისათვის, ასევე ახალი პროგრამული მოდულების შემუშავებისა და/ან ცვლილებების შეტანისათვის წინადადებების მომზადება; გ) ელექტრონულ საინფორმაციო სისტემებში მომხმარებელთა დაშვებების უზრუნველყოფა ინფორმაციასთან წვდომის იერარქიული დონეების გათვალისწინებით, სისტემის მომხმარებელთათვის პრაქტიკული და მეთოდური დახმარებების გაწევა; დ) კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოს მიერ გამოვლენილ სამართალდარღვევათა შესახებ ინფორმაციის შეგროვება, სისტემატიზაცია. კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა აღრიცხვის ერთიანი საინფორმაციო ბანკში კომპეტენციის ფარგლებში გამოვლენილი სამართალდარღვევების შესახებ ინფორმაციის წარდგენისა და/ან გამოთხოვის ორგანიზება; ე) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. 4. ინსპექტირების სამმართველოს უფლებამოსილებებია: ა) კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოს ცენტრალური აპარატისა და ტერიტორიული ორგანოების მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვის კონტროლი, გარდა სააგენტოს უფროსისა და სააგენტოს უფროსის მოადგილეებისა; ბ) სააგენტოს ცენტრალური აპარატისა და ტერიტორიული ორგანოების თანამშრომელთა მიერ, გარდა სააგენტოს უფროსისა და სააგენტოს უფროსის მოადგილეებისა, დისციპლინისა და კანონიერების დარღვევის თავიდან აცილებისათვის შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების გატარება, რისკ-ფაქტორების გამოვლენა და ანალიზი; გ) სააგენტოს ცენტრალური აპარატისა და ტერიტორიული ორგანოების თანამშრომელთა, გარდა სააგენტოს უფროსისა და სააგენტოს უფროსის მოადგილეებისა, საქმიანობასთან დაკავშირებული განცხადებებისა და საჩივრების შესწავლა, მათ შორის ახსნა-განმარტების ჩამორთმევა და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება; დ) სააგენტოს ცენტრალური აპარატისა და ტერიტორიული ორგანოების თანამშრომელთა მიერ, გარდა სააგენტოს უფროსისა და სააგენტოს უფროსის მოადგილეებისა, ეთიკის, შრომის შინაგანაწესის დარღვევის, სამსახურებრივი მოვალეობების არაჯეროვანი შესრულების ან კონკრეტულ მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩადენის ფაქტების გამოვლენა და სათანადო რეაგირება, შემოწმების შედეგების შესახებ დასკვნის შედგენა, რეკომენდაციების შემუშავება და სააგენტოს უფროსისთვის წარდგენა; ე) სააგენტოს უფროსის მოადგილეების მიერ ეთიკის, შრომის შინაგანაწესის დარღვევის, სამსახურებრივი მოვალეობების არაჯეროვანი შესრულების ან კონკრეტულ მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩადენის ფაქტების გამოვლენისას, შესაბამის მასალების შემდგომი რეაგირების მიზნით სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტისთვის გაგზავნა; ვ) ყოველი საანგარიშო კვარტალის მომდევნო თვის ბოლომდე და ყოველი წლის დასაწყისში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშის (სამინისტროს შიდა აუდიტთან შეთანხმებული ფორმით) სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტისთვის გაგზავნა; ზ) სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიებზე მის მიერ გამოვლენილ სამართალდარღვევებზე შესაბამისი ოქმის შედგენა და ინფორმაციის კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემა სამართალდამცავი ორგანოებისათვის; თ) ტყითსარგებლობის სფეროში რისკების შეფასება; ი) დაწესებულების საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შეფასება/მონიტორინგი; კ) კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელება. |
5.
დებულების 111 მუხლი ამოღებულ იქნეს. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2015 წლის 01 სექტემბრიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები