„ტყიბულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 ნოემბრის №51 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 21
დოკუმენტის მიმღები ტყიბულის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 31/07/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/08/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 17/09/2015
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.125.016167
21
31/07/2015
ვებგვერდი, 05/08/2015
010250050.35.125.016167
„ტყიბულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 ნოემბრის №51 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ტყიბულის მუნიციპალიტეტი
 
ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №21

2015 წლის 31 ივლისი

ქ. ტყიბული

„ტყიბულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 ნოემბრის №51 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ  დაადგინა:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „ტყიბულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 ნოემბრის №51 დადგენილების  (www.Matsne.gov.ge 12.11.2014 წ.) მე-4 მუხლში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 4.

ატესტაციისას მოხელეთა და კონკურსის ჩატარებისას კანდიდატთა ტესტირებისას მინიმალური გამსვლელი ზღვარი განისაზღვროს 60%-ით, გარდა ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა სპეციალისტისა, აღნიშნული თანამდებობებისათვის მინიმალური გამსვლელი ზღვარი განისაზღროს 50%-ით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოქვეყნებისთანავე.
 
მუხლი 3
დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში კანონმდებლობის შესაბამისად.

ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთამაზ კუბლაშვილი