„სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №758 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №758 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 380
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 30/07/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/08/2015
სარეგისტრაციო კოდი 280120000.10.003.018766
380
30/07/2015
ვებგვერდი, 03/08/2015
280120000.10.003.018766
„სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №758 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №380

2015 წლის 30 ივლისი

   ქ.თბილისი

 

„სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №758 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის    მე-20 მუხლის მე4 პუნქტის შესაბამისად, „სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №758 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31.12.2014, 280120000.10.003.018378) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის“ მე15 მუხლის მე4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„4. ეკვივალენტურობის კოეფიციენტები მოცემულია №3 ცხრილში:

 

ცხრილი №3

 

სქესობრივ-ასაკობრივი ჯგუფი

კატეგორია

0_3

4_6

7_12

13_17

18_29

კაცი

18_29

ქალი

30_39

კაცი

30_39

ქალი

40_59

კაცი

40_59

ქალი

60+

კაცი

60+

ქალი

1

ჯანმრთელი

1,24

1,16

1,04

1,21

1,04

0,93

1,00

0,92

1,04

0,95

1,13

1,04

2

შშმ ბავშვი

1,58

1,59

1,50

1,70

0,00

0,00

0,00

0,00

0,00

0,00

0,00

0,00

3

მკვეთრად გამოხატული შშმპ (შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი) (I ჯგუფი)

0

0

0

0

1,64

1,50

1,60

1,50

1,56

1,50

1,50

1,50

4

მნიშვნელოვნად გამოხატული

შშმპ (II ჯგუფი)

0

0

0

0

1,56

1,41

1,51

1,41

1,47

1,41

1,41

1,41

5

მარტოხელა პენსიონერი/სოცი-ალური პაკეტის მიმღები

0

0

0

0

1.76

1.99

1.74

1.94

1.71

1.88

1.8

1.8

6

ფეხმძიმე ქალი

0

0

0

1,32

0

1,11

0

1,11

0

1,11

0

0

7

მეძუძური

დედა

0

0

0

1,21

0

1,08

0

1,09

0

1,13

0

0

8

მარტოხელა დედა

0

0

0

1,44

0

1,14

0

1,14

0

1,14

0

0

9

ობოლი (დედ-მამით)

1,37

1,2

1,04

1,21

0

0

0

0

0

0

0

0

10

პირი, რომელიც სიცოცხლისათვის

საშიში დაავადების სამკურნალოდ საჭიროებს პერმანენტულ მედიკამენტოზურ/ ამბულატორიულ მკურნალობას

1,65

1,58

1,46

1,68

1,58

1,42

1,53

1,40

1,49

1,38

1,43

1,38

“.

მუხლი 2
1. დაევალოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ − სოციალური მომსახურების სააგენტოს (შემდგომში სააგენტო), ამ დადგენილების პირველი მუხლის გათვალისწინებით, უზრუნველყოს „სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №758 დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტით დამტკიცებული მეთოდოლოგიით შესწავლილი „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული (მათ შორის, ტესტირების რეჟიმში შეფასებული/შესწავლილი) ოჯახებისათვის მინიჭებული სარეიტინგო ქულის ავტომატური გადათვლა, ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის დამატებითი შეფასების (შესწავლის) გარეშე.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტომატურად გადათვლილი სარეიტინგო ქულის ძალაში შესვლის თარიღად განისაზღვროს სარეიტინგო ქულის ავტომატურ გადათვლამდე მინიჭებული/მისანიჭებელი სარეიტინგო ქულის ძალაში შესვლის თარიღი.

3. დაევალოს სააგენტოს მის მიერ ადმინისტრირებადი სოციალური ბენეფიტების შესაბამისი ადმინისტრირება (მათ შორის, ფულადი სოციალური დახმარებ(ებ)ის უკანდახევით გაცემა), ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად მინიჭებული ახალი სარეიტინგო ქულის  ძალაში შესვლის თარიღისა და ოდენობის გათვალისწინებით. 

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი