სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურის ფიცის დამტკიცების თაობაზე

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურის ფიცის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 12
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი
მიღების თარიღი 01/08/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/08/2015
ძალაში შესვლის თარიღი 01/08/2015
სარეგისტრაციო კოდი 130000000.63.075.016012
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
12
01/08/2015
ვებგვერდი, 03/08/2015
130000000.63.075.016012
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურის ფიცის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (03/08/2015 - 13/12/2024)

 

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის

ბრძანება №12

2015 წლის 1 აგვისტო

ქ.თბილისი

 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურის ფიცის დამტკიცების თაობაზე

„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის, 51-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლისა და „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №385 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ „რ.ა“ ქვეპუნქტების საფუძველზე,  ვბრძანებ:

მუხლი 1
1. დამტკიცდეს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურის ფიცი თანდართული დანართის შესაბამისად.

2. ფიცის დადების ვალდებულება ვრცელდება მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური  წოდების მქონე პირებზე.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს 2015 წლის 1 აგვისტოდან.

 


საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსივახტანგ გომელაური



დანართი
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურის ფიცი

მე, საქართველოს მოქალაქე, შევდივარ რა საქართველოს  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, ვფიცავ:

-     ვიყო ერთგული და ღირსეული,  დავიცვა ჩემი სამშობლო საქართველო და ვემსახურო საზოგადოებას;

-    დავიცვა საქართველოს კონსტიტუცია და კანონები;

-    ვიდგე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სადარაჯოზე;

-     მტკიცედ დავიცვა სახელმწიფო და სამსახურებრივი საიდუმლოება;

- დავიცვა ადამიანის უფლებები და თავისუფლებები, პოლიტიკური ნეიტრალიტეტი, კანონიერების პრინციპები და თანაზომიერება, არ დავუშვა ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია;

- ვიყო გამბედავი, დამნაშავეობასთან შეურიგებელი და დისციპლინებული თანამშრომელი;

- კეთილსინდისიერად შევასრულო ჩემზე დაკისრებული მოვალეობანი;

- არ დავიშურო ძალა, საჭიროების შემთხვევაში საკუთარი სიცოცხლეც კი, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების, საკუთრებისა და მართლწესრიგის დაცვისათვის.

 

ხელმოწერა___________________             ___________________