დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ფულადი სარგოს (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოების) და დანამატის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 21 იანვრის №42 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 556 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 30/07/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/07/2015 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 03/06/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 23/10/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140130000.22.034.016448 |
|
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ფულადი სარგოს (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოების) და დანამატის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 21 იანვრის №42 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, 24–ე
მუხლისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ფულადი სარგოს (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოების) და დანამატის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 21 იანვრის №42 ბრძანებაში (ვებგვერდი, 22.01.2014, სარეგისტრაციო კოდი: 140130000.22.034.016271) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული №32 და №33 დანართები ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს 2015 წლის 3 ივნისიდან.
|
|
დანართი №32
|
სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტი (სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის შტაბისა და საბრძოლო მომზადებისა და გადამზადების სამმართველოს საბრძოლო მომზადების და დაგეგმარების განყოფილების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის ქვეგანყოფილების გარდა)
|
|
დანართი №33
|
სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის შტაბი და საბრძოლო მომზადებისა და გადამზადების სამმართველოს საბრძოლო მომზადების და დაგეგმარების განყოფილების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის ქვეგანყოფილება
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები