„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 ივლისის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 ივლისის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 34
დოკუმენტის მიმღები წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 29/07/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/08/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 13/11/2017
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.104.016246
34
29/07/2015
ვებგვერდი, 03/08/2015
010260020.35.104.016246
„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 ივლისის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
 

                                             წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №34

2015 წლის 29 ივლისი

ქ. წალენჯიხა

 

„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 ივლისის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს  ცვლილება „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების  დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 ივლისის 15 დადგენილებაში  (www.matsne.gov.ge, 01.08.2014წ., სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.104.016161)  და დადგენილებით დამტკიცებულ დებულებას დაემატოს 131  მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 131. გამგებლის თანაშემწე

1.გამგებლის თანაშემწეს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით  თანამდებობაზე ნიშნავს  და თანამდებობიდან ათავისუფლებს  გამგებელი.

2.გამგებლის თანაშემწე:

ა)  უზრუნველყოფს გამგებლის დავალებებისა და  მითითებების  შესრულებას;

ბ) ხელს უწყობს გამგებელს  უფლებამოსილების განხორციელებაში;

გ) იღებს გამგებლის დავალებებს, აღრიცხავს მათ და ანაწილებს შესაბამის სამსახურებზე, უზრუნველყოფს კონტროლს მათ შესრულებაზე;

დ) მონაწილეობს  გამგებლის მოქალაქეებთან შეხვედრებში და გამგებელთან მოქალაქეების  მიღებაში;  აღრიცხავს შეხვედრებისას  დასმულ  საკითხებს და კოორდინაციას უწევს  მათ  გადაწყვეტას;

ზ)  ამზადებს სხვადასხვა ინსტანციებში მუნიციპალიტეტის გამგებლის მიმართვების პროექტებს.

3. გამგებლის თანაშემწეს, უფლებამოსილების განხორციელებაში კოორდინაციას უწევს, ხელს უწყობს და საჭიროების შემთხვევაში სათნადო ადამიანური და მატერიალური რესურსებით უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის გამგეობის  ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთემურ ღვინჯილია