„ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 08 ივნისის №113/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 08 ივნისის №113/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 92/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 05/08/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/08/2015
სარეგისტრაციო კოდი 430010000.22.022.016998
92/ნ
05/08/2015
ვებგვერდი, 06/08/2015
430010000.22.022.016998
„ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 08 ივნისის №113/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №92/ნ

2015 წლის 5 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 8 ივნისის №113/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ვბრძანებ:

მუხლი 1
ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 8 ივნისის 113/ნ ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 08 .06 .2012 , ს/კ: 430010000.22.022.016379) დამტკიცებულ ,,ზოგადი განათლების დამადასტურებელ სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესში“  (დანართი 1) შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ წესის:

ა) მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სკოლის გამოსაშვები გამოცდების დასრულებიდან 5 დღის ვადაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი, ასევე განვითარების შეფერხების (შემეცნებითი ფუნქციებისა და ადაპტური ქცევის დეფიციტის) და სენსორული (სმენისა და მხედველობის) დარღვევების მიხედვით სპეციალიზებული სკოლები ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებენ სკოლის გამოსაშვები გამოცდების შედეგებს (იმ მოსწავლეთა სია, რომელთაც გამოცდების შედეგად მიიღეს დადებითი შეფასება და რომელთაც ვერ გადალახეს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი) და ერთი სამუშაო დღის ვადაში გზავნიან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში (შემდგომში – სამინისტრო).“.

ბ) მე- 9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 და მე-4 პუნქტები:

„3. ტერიტორიული სამსახური უფლებამოსილია დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე, ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის დუბლიკატი დაჩქარებული წესით გასცეს:

ა) განცხადების წარდგენის დღიდან მე-5 სამუშაო დღეს;

ბ) განცხადების წარდგენის დღიდან მე-3 სამუშაო დღეს;

გ) განცხადების წარდგენის დღიდან ორი სამუშაო დღის ვადაში.

4. ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის დუბლიკატი ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ ვადებში გაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ განცხადების წარდგენის დროისთვის მოსწავლის მონაცემები დაცული იქნება საინფორმაციო სისტემის მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრითამარ სანიკიძე