დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ ხელშეკრულებების საფუძველზე გაწეული მომსახურების საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 26 იანვრის №19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 95/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 06/08/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/08/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190040000.22.022.017001 |
|
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ ხელშეკრულებების საფუძველზე გაწეული მომსახურების საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 26 იანვრის №19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის საფუძველზე ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ ხელშეკრულებების საფუძველზე გაწეული მომსახურების საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 26 იანვრის №19/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 27/01/2012; 26/01/2012; სარეგისტრაციო კოდი: 190040000.22.022.016285) შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ ბრძანების პირველი პუნქტის 1.12. ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1.12. საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემის პროგრამით სარგებლობასთან დაკავშირებული მომსახურება თითოეულ მომხმარებელზე (ყოველწლიური ღირებულება). ა) კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის (გარდა სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისა): ა.ა) 100 მომხმარებლამდე – 70 ლარი; ა.ბ) 101 – 300 მომხმარებელი – 60 ლარი; ა.გ) 301 – 1000 მომხმარებელი – 50 ლარი; ა.დ) 1001 – 5000 მომხმარებელი – 40 ლარი; ა.ე) 5000 მომხმარებელზე მეტი – 30 ლარი; ბ) ადმინისტრაციული ორგანოებისა და სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის: ბ.ა) 100 მომხმარებლამდე – 50 ლარი; ბ.ბ) 101 – 300 მომხმარებელი – 40 ლარი; ბ.გ) 301 – 1000 მომხმარებელი – 30 ლარი; ბ.დ) 1000 მომხმარებელზე მეტი – 20 ლარი.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები