დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საგადასახადო, არასაგადასახადო და კაპიტალური შემოსავლების ბიუჯეტებს შორის განაწილების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1340 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 20/04/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 22, 18/05/2005 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190.020.040.05.001.001.784 |
საქართველოს კანონი
„საგადასახადო, არასაგადასახადო და კაპიტალური შემოსავლების ბიუჯეტებს შორის განაწილების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საგადასახადო, არასაგადასახადო და კაპიტალური შემოსავლების ბიუჯეტებს შორის განაწილების შესახებ“ საქართველოს კანონს (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41, 30.12.2004, მუხ. 212) დაემატოს შემდეგი შინაარსის 91 მუხლი:
„მუხლი 91
საგადასახადო კანონმდებლობით გაუქმებული გადასახადებიდან მიღებული საბიუჯეტო შემოსულობები განაწილდეს შემდეგი სახით:
ა) სახელმწიფო ბიუჯეტში სრულად იქნეს მიმართული გაუქმებული გადასახადებიდან მიღებული შემდეგი საბიუჯეტო შემოსულობები:
ა.ა) ფიქსირებული გადასახადი მსუბუქი ავტომობილების იმპორტზე;
ა.ბ) ავტოსატრანსპორტო საშუალებების მესაკუთრეთა გადასახადი;
ა.გ) საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებით სარგებლობისათვის გადასახადი;
ა.დ) გადასახადი ავტოსატრანსპორტო საშუალებების საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისა და ზენორმატიული დატვირთვისათვის;
ა.ე) ფიქსირებული გადასახადი სიგარილასა და ფილტრიანი სიგარეტის იმპორტზე;
ბ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებში სრულად იქნეს მიმართული გაუქმებული გადასახადებიდან მიღებული შემდეგი საბიუჯეტო შემოსულობები:
ბ.ა) მავნე ნივთიერებებით გარემოს დაბინძურებისათვის გადასახადი;
ბ.ბ) ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის გადასახადი;
ბ.გ) ქონების გადაცემისათვის გადასახადი;
ბ.დ) საკურორტო გადასახადი;
ბ.ე) სასტუმროს გადასახადი;
ბ.ვ) რეკლამის გადასახადი;
ბ.ზ) გადასახადი ადგილობრივი სიმბოლიკის გამოყენებისათვის;
გ) მცირე ბიზნესისა და ფიქსირებული გადასახადებიდან მიღებული თანხების 80% მიიმართოს სახელმწიფო ბიუჯეტში, ხოლო 20% აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებში.“.
მუხლი 2. ამ კანონის მოქმედება გავრცელდეს კანონმდებლობით გაუქმებული გადასახადებიდან 2005 წლის 1 იანვრის შემდეგ მიღებულ საბიუჯეტო შემოსულობებზე.
მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2005 წლის 20 აპრილი.
№1340–Iს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები