,,საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი პირის შერჩევისა და საგადასახადო კონტროლის განხორციელების, მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდაღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 238
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 29/07/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/07/2015
სარეგისტრაციო კოდი 200090000.22.033.016782
238
29/07/2015
ვებგვერდი, 30/07/2015
200090000.22.033.016782
,,საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი პირის შერჩევისა და საგადასახადო კონტროლის განხორციელების, მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდაღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება  №238

2015 წლის 29 ივლისი

ქ. თბილისი

,,საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი პირის შერჩევისა და საგადასახადო კონტროლის განხორციელების, მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდაღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
,,საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი პირის შერჩევისა და საგადასახადო კონტროლის განხორციელების, მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდაღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“    საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით (სსმ III, №172, 31.12.2010, სარეგისტრაციო კოდი: 200090000.22.033.016105) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მიმდინარე კონტროლის პროცედურების შედეგების შესახებ (გარდა ამ წესის 22-ე მუხლის მე-6 პუნქტისა და 236 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურისა) დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ მიმდინარე კონტროლის პროცედურების განმახორციელებელი საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი და გადასახადის გადამხდელი/მისი წარმომადგენელი, აგრეთვე პროცედურებში მონაწილე სხვა პირი, რომლებსაც უფლება აქვთ ოქმის შენიშვნის გრაფაში დააფიქსირონ გამოვლენილი განსაკუთრებული ფაქტები და გარემოებები.“.

2. 22-ე მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. სსა-ის გამოყენების წესების დაცვაზე კონტროლის პროცედურები შესაძლებელია ჩატარდეს დამსწრეების გარეშე. ამასთან, ამ მუხლის მე-6 პუნქტით და 236 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურის განხორციელებისას დამსწრის არარსებობის შემთხვევაში, სპეციალური ტექნიკური  საშუალებების  გამოყენება  (ვიდეო  ან აუდიო ჩაწერის  წარმოება) სავალდებულოა.“.

3. 236 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,7. სსა-ის/ტექნიკური საშუალების გამოყენების წესების დაცვაზე კონტროლის პროცედურები შესაძლებელია ჩატარდეს დამსწრეების გარეშე. ამასთან, ამ მუხლის მე-6 პუნქტით და 22-ე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურის განხორციელებისას დამსწრის არარსებობის შემთხვევაში, სპეციალური ტექნიკური  საშუალებების  გამოყენება  (ვიდეო  ან  აუდიო  ჩაწერის  წარმოება) სავალდებულოა.“.

4. 70-ე მუხლის მე-5 პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს  შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი:

„ზ) ვიდეო ან აუდიო ჩანაწერის არსებობის შესახებ, ამ წესის 22-ე მუხლის  მე-6 პუნქტით და 236 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურის განხორციელებისას, დამწრეთა არარსებობის შემთხვევაში.“.

მუხლი 2
ეს  ბრძანება  ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

ფინანსთა მინისტრინოდარ ხადური