„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 5 მარტის №192 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 559
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 30/07/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/07/2015
ძალაში შესვლის თარიღი 01/08/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2020
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.034.016451
559
30/07/2015
ვებგვერდი, 31/07/2015
040030000.22.034.016451
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 5 მარტის №192 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
 
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №559

2015 წლის 30 ივლისი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 5 მარტის №192 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის 61 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე,ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული   პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 5 მარტის №192 ბრძანებაში (სსმ III, 2005 წ. №26, მუხლი 242) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ნ“ ქვეპუნქტებისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში საჯარო სამართლის იურიდიული პირების დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 5 აგვისტოს №468 დადგენილების საფუძველზე,“.

2. ბრძანებით დამტკიცებული წესდების:

ა) პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სამსახური (შემდგომში – სამსახური) არის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სისტემაში შემავალი, სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის მთავარი სამმართველოსა  და ყოფილი საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის სამედიცინო უზრუნველყოფის სამმართველოს ბაზებზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეთა, მათი ოჯახის წევრთა, სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან დათხოვნილ პირთა (სახელმწიფო კომპენსაციის მიმღები პირები) და სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში ჩარიცხულ სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მსმენელთა სამედიცინო უზრუნველყოფას, აგრეთვე, სამსახურის  გავლის პერიოდში (მათ შორის, სამსახურში მიღების ან დათხოვნის დროს) ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმებას.“;    

ბ) პირველი მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. სამსახურის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი 72 .“.      

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს 2015 წლის 1 აგვისტოდან.

შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური