„ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესისა და გარე ვაჭრობის უფლების საფასურის დადგენის შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 იანვრის №71 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 104
დოკუმენტის მიმღები ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 29/07/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/07/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 31/01/2020
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.123.016314
104
29/07/2015
ვებგვერდი, 31/07/2015
010250020.35.123.016314
„ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესისა და გარე ვაჭრობის უფლების საფასურის დადგენის შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 იანვრის №71 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი
 
ქალაქი ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №104

2015 წლის 29 ივლისი

ქ. ქუთაისი

„ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესისა და გარე ვაჭრობის უფლების საფასურის დადგენის შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 იანვრის №71 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო   :

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესისა და გარე ვაჭრობის უფლების საფასურის დადგენის შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 იანვრის №71 დადგენილებაში /www.matsne.gov.ge 06.02.2015. №010250020.35.123.016281/, კერძოდ:

1. დადგენილების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საზკვების ობიექტების წინ, საზკვების დანიშნულების საქონელი შესაბამისი ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით /მაგიდები, სკამები, საჩრდილობელი ქოლგები და პირველ კლასს დაქვემდებარებული 60.00 კვ.მ.-მდე და 5.00 მ.-მდე სიმაღლის დროებითი შენობა-ნაგებობა, რომელიც შედგენილი უნდა იყოს ანაკრები ელემენტებისაგან და წარმოადგენდეს ასაწყობ-დასაშლელ ან/და მობილურ სისტემას, რომელიც მიწასთან დაკავშირებულია საკუთარი წონით ან/და მშრალი არამონოლითური ჩამაგრებით და არ უნდა გააჩნდეს მიწისქვეშა სათავსები. დროებითი შენობა-ნაგებობა უნდა წარმოადგენდეს თანამედროვე ტიპის მოცულობას/ – დაკავებული ტერიტორიის 1 კვ.მ.-ის საფასური თვეში განისაზღვროს 5 ლარის ოდენობით.

2. ამოღებულ იქნეს დადგენილებით დამტკიცებული „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესის“ მე-9 მუხლიდან მე-5 პუნქტი.".

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

თავმჯდომარის მოადგილენიკოლოზ ლატარია