დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 4092-რს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 22/07/2015 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/07/2015 |
სარეგისტრაციო კოდი | 200000000.05.001.017890 |
|
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №54, 12.10.2010, მუხ. 343) 309-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 86-ე–88-ე ნაწილები:
„86. ელექტროენერგიის განაწილების საქმიანობის განმახორციელებელი ელექტროენერგეტიკის საწარმოს მიერ 2001 წლის 1 ნოემბრიდან 2005 წლის 1 იანვრამდე პერიოდში ელექტროენერგიის მიწოდებით წარმოშობილი ვალის მოვალისათვის პატიება არ ითვლება მიწოდებული საქონლის ღირებულების ანაზღაურებად. 87. საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან თავისუფლდება: ა) 2001 წლის 1 ნოემბრიდან 2005 წლის 1 ოქტომბრამდე პერიოდში ელექტროენერგიის მიწოდებით წარმოშობილი ვალის პატიების შედეგად ფიზიკური პირის მიერ მიღებული სარგებელი; ბ) 2015 წლის 13-14 ივნისს ქალაქ თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებული ფიზიკური პირის მიერ: ბ.ა) ფინანსური ინსტიტუტისგან სასესხო ვალდებულების პატიების შედეგად მიღებული სარგებელი; ბ.ბ) 2015 წლის 14 ივნისიდან 2016 წლის 1 იანვრამდე პერიოდში საქონლის/მომსახურების უსასყიდლოდ მიღების შედეგად წარმოშობილი სარგებელი. შენიშვნა: ამ ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიზნებისთვის 2015 წლის 13-14 ივნისს ქალაქ თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულ ფიზიკურ პირთა სიას ადგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა. 88. ფინანსური ინსტიტუტი უფლებამოსილია ამ მუხლის 87-ე ნაწილის „ბ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული (ნაპატიები) სასესხო ვალდებულების ღირებულება გამოქვითოს ერთობლივი შემოსავლიდან. ამასთანავე, ამ მუხლის 87-ე ნაწილის „ბ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული (ნაპატიები) სასესხო ვალდებულების ღირებულება ფინანსური ინსტიტუტის მიერ ერთობლივ შემოსავალში ჩართვას არ ექვემდებარება.“.
მუხლი 2. ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 87-ე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის და 88-ე ნაწილის მოქმედება გავრცელდეს 2015 წლის 14 ივნისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
ქუთაისი, 22 ივლისი 2015 წ. N4092-რს |
დოკუმენტის კომენტარები