დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 237 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 29/07/2015 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/07/2015 |
სარეგისტრაციო კოდი | 200090000.22.033.016784 |
|
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
მუხლი 1 |
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი 060111, 200090000.22.033.016112, 3.01.2011წ.) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
|
1.
NII-06 დანართის: |
ა)
ნაწილი III და დეკლარაციის დანართი „ა“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ნაწილი III
დეკლარაციის დანართი „ა“ საანგარიშო პერიოდში განხორციელებული განაცემები
;“ |
ბ)
დეკლარაციის დანართი „გ“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დეკლარაციის დანართი „გ“ დაქირავებულ ფიზიკურ პირებზე დაბრუნებული გადახდის წყაროსთან დაბეგრილი და დეკლარირებული საშემოსავლო გადასახადი, რომელიც ექვემდებარება აღდგენას
;“ |
2.
38-ე მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
"6. დეკლარაციის III ნაწილის: ა) მე-16 უჯრაში მიეთითება – საანგარიშო თვეში დაქირავებით მომუშავე ფიზიკურ პირებზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის შესაბამისად ფულადი და ნატურალური ფორმით გაცემული ანაზღაურება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლით დაწესებული შეღავათების გარეშე; ბ) მე-17 უჯრაში – საანგარიშო თვეში დაქირავებით მომუშავე ფიზიკურ პირებზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის შესაბამისად ფულადი და ნატურალური ფორმით გაცემული გადახდის წყაროსთან დაბეგვრას დაქვემდებარებული ანაზღაურება (საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დაწესებული შეღავათების გამოკლებით); გ) მე-18 უჯრაში – რეზიდენტი ფიზიკური პირებისათვის გადახდილი როიალტი; დ) მე-19 უჯრაში – გადასახადის გადამხდელის მოწმობის არმქონე ფიზიკურ პირებზე გადახდის წყაროსთან დაბეგვრას დაქვემდებარებული განაცემები (გარდა პროცენტისა), როგორიცაა გაწეული მომსახურებისათვის გაცემული ანაზღაურების (სარგებლის) ღირებულება; გადასახადის გადამხდელის მოწმობის არმქონე ამხანაგობის წევრ ფიზიკურ პირებზე განაწილებული მოგება; უსასყიდლოდ გადაცემული ქონების ღირებულება; „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის 26-ე პუნქტით გათვალისწინებული საბროკერო კომპანიის მიერ გაცემული ფასიანი ქაღალდების რეალიზაციის მიღებული ნამეტი; ე) მე-20 უჯრაში - პირის მიერ საცხოვრებელი ფართის საცხოვრებელი მიზნებისათვის გამოყენების შედეგად გადასახადის გადამხდელის მოწმობის არმქონე ფიზიკურ პირებზე გაცემული თანხა, რომელიც იბეგრება 5 პროცენტით; ვ) 21-ე უჯრაში – არადაქირავებულ ფიზიკურ პირებზე გაცემული თანხები, რომლებიც არ უკავშირდება მომსახურების ანაზღაურებას და ამასთან, ექვემდებარება გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებას, როგორიცაა სტიპენდია, გარდა სახელმწიფო სტიპენდიისა; პენსია, გარდა იმ პენსიისა, რომელიც გაიცემა სახელმწიფო სოციალური უზრუნველყოფის სისტემაში; აგრეთვე, სათამაშო ბიზნესის მომწყობ პირთა მიერ ფიზიკურ პირებზე გაცემული მოგებები, გარდა დივიდენდებისა და ანაბრებზე გაცემული პროცენტებისა; ზ) 22-ე უჯრაში – რეზიდენტ და არარეზიდენტ ფიზიკურ პირებზე გაცემული დივიდენდები შეღავათების გაუთვალისწინებლად; თ) 23-ე უჯრაში – რეზიდენტ და არარეზიდენტ ფიზიკურ პირებზე გაცემული დივიდენდები, რომელიც ექვემდებარება წყაროსთან დაბეგვრას საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი შეღავათების გამოკლებით; ი) 24-ე უჯრაში – რეზიდენტ და არარეზიდენტ ფიზიკურ პირებზე გაცემული პროცენტები შეღავათების გაუთვალისწინებლად; კ) 25-ე უჯრაში – რეზიდენტ და არარეზიდენტ ფიზიკურ პირებზე გაცემული პროცენტები, რომელიც ექვემდებარება წყაროსთან დაბეგვრას საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი შეღავათების გამოკლებით; ლ) 26-ე უჯრაში - საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1332 მუხლის შესაბამისად, ტურისტული საწარმოს მიერ სასტუმროს აქტივების/მათი ნაწილის მესაკუთრე ფიზიკურ პირზე შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე გაცემული ანაზღაურება; მ) 27-ე უჯრაში – საქართველოს საგადასახადო კოდექსის 134-ე მუხლის შესაბამისად, მუდმივი დაწესებულების არმქონე არარეზიდენტ ფიზიკურ პირებზე გაწეული მომსახურებისათვის გაცემული ანაზღაურება (შეღავათების გაუთვალისწინებლად), გარდა პროცენტებისა და დივიდენდებისა; ნ) 28-ე უჯრაში – 27-ე უჯრაში ასახული თანხის ის ნაწილი, რომელიც გადახდის წყაროსთან ექვემდებარება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 134-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ1“ პუნქტის შესაბამისად 5%-იან დაბეგვრას (შეღავათების გაუთვალისწინებლად); ო) 29-ე უჯრაში – 27-ე უჯრაში ასახული თანხის ის ნაწილი, რომელიც გადახდის წყაროსთან ექვემდებარება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 134-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ პუნქტის შესაბამისად 10%-იან დაბეგვრას (შეღავათების გაუთვალისწინებლად); პ) 30-ე უჯრაში – 27-ე უჯრაში ასახული თანხის ის ნაწილი, რომელიც გადახდის წყაროსთან ექვემდებარება 4%-იან დაბეგვრას საქართველოს საგადსახადო კოდექსის 134-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის შესაბამისად (შეღავათების გაუთვალისწინებლად); ჟ) 31-ე უჯრაში – 27-ე უჯრაში ასახული თანხის ის ნაწილი, რომელიც გადახდის წყაროსთან ექვემდებარება 10%-იან დაბეგვრას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 134-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად (შეღავათების გაუთვალისწინებლად); რ) 32-ე უჯრაში - 27 უჯრაში ასახული თანხის ის ნაწილი, რომლის მიმღებია „შეღავათიანი დაბეგვრის მქონე/ოფშორული ქვეყნების ჩამონათვალის განსაზღვის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 მაისის №132 დადგენილებით განსაზღვრული ქვეყნების რეზიდენტი პირები და რომელიც წარმოადგენს საგადასახადოს კოდექსის 134-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“, „ბ1“ და „ე“ ქვეპუნტებით გათვალისწინებული მომსახურებების ანაზღაურებას და იბეგრება გადახდის წყაროსთან გამოქვითვების გარეშე, 15 პროცენტით (შეღავათების გაუთვალისწინებლად); ს) 33-ე - 38-ე უჯრებში მიეთითება დეკლარაციის 27-ე - 32-ე უჯრაში მითითებულ მონაცემებში ასახული განაცემიდან წყაროსთან დაბეგვრას დაქვემდებარებული განაცემი საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი შეღავათების გამოკლებით; ტ) 39-ე უჯრაში – საანგარიშო თვეში გადახდის წყაროსთან დაკავებას დაქვემდებარებული საშემოსავლო გადასახადის ოდენობა, რომელიც გამოიანგარიშება შესაბამისი საგადასახადო პერიოდისათვის მოქმედი საშემოსავლო გადასახადის განაკვეთების მიხედვით; უ) მე-40 უჯრაში – საწარმოებზე (ორგანიზაციებზე) გადახდის წყაროსთან დაბეგვრას დაქვემდებარებული განაცემები, შეღავათების გაუთვალისწინებლად; ფ) 41-ე უჯრაში – 40-ე უჯრაში ასახული თანხის ის ნაწილი, რომელიც ექვემდებარება 5%-იანი განაკვეთით დაბეგვრას (შეღავათების გაუთვალისწინებლად); ქ) 42-ე უჯრაში – 40-ე უჯრაში ასახული თანხის ის ნაწილი, რომელიც ექვემდებარება 10%-იანი განაკვეთით დაბეგვრას (შეღავათების გაუთვალისწინებლად); ღ) 43-ე უჯრაში – 40-ე უჯრაში ასახული თანხის ის ნაწილი, რომელიც ექვემდებარება 4%-იანი განაკვეთით დაბეგვრას (შეღავათების გაუთვალისწინებლად); ყ) 44-ე უჯრაში – 40-ე უჯრაში ასახული თანხის ის ნაწილი, რომელიც გადახდის წყაროსთან ექვემდებარება 10 %-იან დაბეგვრას (შეღავათების გაუთვალისწინებლად); შ) 45-ე უჯრაში – 40-ე უჯრაში ასახული თანხის ის ნაწილი, რომლის მიმღებია „შეღავათიანი დაბეგვრის მქონე/ოფშორული ქვეყნების ჩამონათვალის განსაზღვის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 მაისის №132 დადგენილებით განსაზღვრული ქვეყნების რეზიდენტი პირები და რომელიც წარმოადგენს საგადასახადოს კოდექსის 134-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“, „ბ1“ და „ე“ ქვეპუნტებით გათვალისწინებული მომსახურებების ანაზღაურებას და იბეგრება გადახდის წყაროსთან გამოქვითვების გარეშე, 15 პროცენტით (შეღავათების გაუთვალისწინებლად; ჩ) 46-ე უჯრაში – 40-ე უჯრაში ასახული თანხის ის ნაწილი (დივიდენდი), რომელიც ექვემდებარება 5%-იანი განაკვეთით დაბეგვრას (შეღავათების გაუთვალისწინებლად); ც) 47-ე უჯრაში – 40-ე უჯრაში ასახული თანხის ის ნაწილი (პროცენტები), რომელიც ექვემდებარება 5%-იანი განაკვეთით დაბეგვრას (შეღავათების გაუთვალისწინებლად); ძ) 48-ე – 55-ე უჯრებში მიეთითება დეკლარაციის 40-ე - 47-ე უჯრაში მითითებულ მონაცემებში ასახული განაცემიდან წყაროსთან დაბეგვრას დაქვემდებარებული განაცემი საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი შეღავათების გამოკლებით. წ) 56-ე უჯრაში გადახდის წყაროსთან საწარმოებისათვის (ორგანიზაციებისათვის) დაკავებული ბიუჯეტში გადასახდელი გადასახადი (49-ე – 55-ე უჯრებში ასახული თანხების შესაბამის საგადასახადო განაკვეთებზე ნამრავლის ჯამი) ; ჭ) 57-ე უჯრაში – სულ საანგარიშო პერიოდში ბიუჯეტში გადასახდელი წყაროსთან დაკავებული გადასახადების ჯამი (39-ე და 56-ე უჯრებში ასახული თანხების ჯამი); ხ) 58-ე უჯრაში – საანგარიშო თვეში მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ღირებულება დღგ–ის გარეშე; ჯ) 59-ე უჯრაში - სამეურნეო ოპერაციის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯი. ასეთის არსებობის შემთხვევაში აღნიშნეთ „V“ ნიშნით; ჰ) მე-60 უჯრაში – საანგარიშო პერიოდში საგადასახადო ორგანოს მიერ ინვერნტარიზაციის შედეგად გამოვლენილი სასაქონლო-მატერიალური ფაეულობების დანაკლისის ოდენობა, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის მიხედვით; ჰ1) 61-ე უჯრაში – ფიზიკურ პირთა რიცხოვნობა, რომელზეც გაცემულია მე-16 უჯრაში ასახული თანხა; ჰ2) 62-ე უჯრაში – არადაქირავებულ ფიზიკურ პირებზე გაცემული თანხები, რომელიც არ უკავშირდება მომსახურების ანაზღაურებას და ამასთან, არ ექვემდებარება გადახდის წყაროსთან დაბეგვრას (დახმარება, სწავლის, მკურნალობის ანაზღაურება და სხვა); ჰ3) 63-ე და 64-ე უჯრებში – აისახება ნაღდი ანგარიშსწორებით განხორციელებული ბრუნვა, მათ შორის, საკონტროლო-სალარო აპარატის საშუალებით განხორციელებული; ჰ4) 65-ე და 66-ე უჯრაში – საანგარიშო პერიოდში შესაბამისად დაქირავებულ ფიზიკურ პირებზე გაცემული მაქსიმალური და მინიმალური ხელფასის ოდენობა; ჰ5) 67-ე უჯრაში - ნაღდი ფულის ნაშთი თვის ბოლოსათვის; ჰ6) 68-ე უჯრაში - საანგარიშო თვის განმავლობაში ავანსად გაცემული საქვეანგარიშო თანხების ჯამი, მათ შორის ის თანხები, რომელიც დაბრუნებულია ანგარიშვალდებული პირის მიერ ან/და რომელზედაც ანგარიშვალდებულ პირს წარდგენილი აქვს ანგარიში ავანსად მიღებული თანხის გამოყენებაზე; ჰ7) 69-ე უჯრაში - პირთა რაოდენობა რომელზეც გაცემულია 68-ე უჯრაში ასახული თანხა. 7. დეკლარაციის დანართი „ა“-ს უჯრებში მონაცემები აისახება უჯრების დასახელებების (შინაარსის) შესაბამისად, ამასთან: ა) მე-3 სვეტში აისახება შემოსავლის მიმღებ პირთა (გარდა რეზიდენტი ფიზიკური და იურიდიული პირებისა) დასახელება; ბ) მე-4 სვეტში აისახება განაცემის თარიღი; გ) მე-5 სვეტში აისახება განაცემის სახე (ხელფასი, დივიდენდი, პროცენტი, ნივთმოგება, იჯარის მომსახურების ანაზღაურება, მომსახურების ანაზღაურება, სტიპენდია, ამხანაგობის დასაბეგრი მოგების (შემოსავლის) წილის მფლობელზე, რომელიც არ არის რეგისტრირებული გადასახადის გადამხდელად საგადასახადო ორგანოში, გაცემული მისი წილის შესაბამისი შემოსავალი და სხვა); დ) მე-6 სვეტში აისახება განაცემის ოდენობა (თანხა); ე) მე-7 სვეტში აისახება შეღავათის ოდენობა (თანხა); ვ) მე-8 სვეტში აისახება წყაროსთან დასაკავებელი გადასახადის განაკვეთი; ზ) მე-9 სვეტის ჯამი უნდა შეესაბამებოდეს დეკლარაციის III ნაწილის 57-ე უჯრაში ასახულ თანხას.“. |
3.
65-ე მუხლის: |
ა)
პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. უკუდაბეგვრის წესით დარიცხული დღგ-ის თანხის გაანგარიშებას (შემდგომში – გაანგარიშება) დანართი №III-19 ფორმით საგადასახადო ორგანოს წარუდგენს პირი, რომელიც არ არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად, კერძოდ: ა) საგადასახადო აგენტი: ა.ა) რომელიც ახორციელებს არარეზიდენტი ფიზიკური პირის (გარდა საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირისა) ან არარეზიდენტი საწარმოს (შემდგომში – არარეზიდენტი) მიერ საქართველოს ტერიტორიაზე გაწეული მომსახურების უკუდაბეგვრას; ა.ბ) რომელიც ახორციელებს საქართველოს ტერიტორიის გარეთ გაწეული იმ მომსახურების ან/და იმ საქონლის პროდუქტის (საპროექტო დოკუმენტაცია, ტექნიკური დოკუმენტაცია, ტექნოლოგიური სქემა, პროგრამა და სხვა) უკუდაბეგვრას, რომელიც მიწოდებული იქნა ინტერნეტით ან ელექტრონული კომუნიკაციის სხვაგვარი საშუალებით, გარდა იმ საქონლის პროდუქტისა, რომელიც კვეთს საქართველოს საბაჟო საზღვარს ინტეგრირებული სქემის ან სხვა სახის ინფორმაციის მატარებლის საშუალებით; ბ) კრედიტორი, რომელსაც პირის მიერ სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში საკუთრებაში გადაეცემა მოთხოვნის უზრუნველყოფის საგანი (საქონელი); გ) პირი, რომელიც ახორციელებს საბაჟო საწყობში შეძენილი იმ უცხოური საქონლის იმპორტს, რომლის მიწოდება არ არის გათავისუფლებული დღგ-ისაგან. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საგადასახადო ორგანოში გაანგარიშების წარდგენა და დარიცხული დღგ-ის თანხის გადახდა ხდება არაუგვიანეს მომსახურების გაწევის საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა.“; |
ბ)
მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საგადასახადო ორგანოში გაანგარიშების წარდგენა და დარიცხული დღგ-ის თანხის გადახდა ხდება არაუგვიანეს პირის მიერ სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში მოთხოვნის უზრუნველყოფის საგნის (საქონლის) საკუთრებაში გადაცემის თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა.“; |
გ)
მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს. |
4.
66-ე მუხლის: |
ა)
პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქცით:
„1. თანხის ბიუჯეტში გადახდისას, გადამხდელი საგადახდო დავალებაში მიუთითებს – „უკუდაბეგვრის წესით დარიცხული დღგ“.“; |
ბ)
მე-4 და მე-5 პუნქტები ამოღებულ იქნეს. |
5.
72-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს. |
6. დანართი №III-25 -ის III ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ნაწილი III
დღგ-ის საერთო თანხის გაანგარიშება
დეკლარაციაში მოცემული მონაცემების უტყუარობასა და სისრულეს ვადასტურებ საწარმოს ხელმძღვანელი/ინდ.მეწარმე (წარმომადგენელი) ------------------- -----------
(სახელი, გვარი) (ხელმოწერა) თარიღი
დანართი „ა” ნაწილი I დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციები
ნაწილი II უკუდაბეგვრის წესით დარიცხული დღგ
დეკლარაციაში მოცემული მონაცემების უტყუარობასა და სისრულეს ვადასტურებ
საწარმოს ხელმძღვანელი/ინდ.მეწარმე (წარმომადგენელი) ------------------------------- ------------ (სახელი, გვარი) (ხელმოწერა) თარიღი
ნაწილი III დღგ-ის ჩასათვლელი თანხა
დანართი „ბ“ დასაბეგრ ოპერაციებზე და ჩათვლებში გამოყენებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების და საბაჟო დეკლარაციების რეესტრი ნაწილი I
ნაწილი II
ნაწილი III
დეკლარაციაში მოცემული მონაცემების უტყუარობასა და სისრულეს ვადასტურებ საწარმოს ხელმძღვანელი /ინდ.მეწარმე ---------- ---- ---- --- --- --- ---- ---- ---- ---- (სახელი, გვარი) (ხელმოწერა) თარიღი“. |
7.
75-ე მუხლის: |
ა)
მე-3 - მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. დეკლარაციის III ნაწილის და „ა“ და „ბ“ დანართების უჯრებში მონაცემები შეიტანება უჯრების დასახელებების (შინაარსის) შესაბამისად. ამასთან, „ა“ დანართის პირველი ნაწილის მე-12 უჯრის მონაცემი გადმოიტანება დეკლარაციის III ნაწილის პირველ უჯრაში, ხოლო „ა“ დანართის მე-2 ნაწილის მე-4 უჯრის მონაცემები გადაიტანება დეკლარაციის III ნაწილის მე-8 უჯრაში. „ა“ დანართის პირველი ნაწილის პირველი–მე-6 სტრიქონების მე-3 სვეტის ჯამი აისახება დეკლარაციის III ნაწილის მე-2 უჯრაში, „ა“ დანართის პირველი ნაწილის მე-7–მე-11 სტრიქონების მე-3 სვეტის ჯამი – დეკლარაციის III ნაწილის მე-3 უჯრაში. ამასთან, „ა“ დანართის III ნაწილის მე-9 უჯრის მე-3 სვეტის მონაცემი გადმოიტანება დეკლარაციის III ნაწილის მე-11 უჯრაში. 31. დეკლარაციის III ნაწილის „ა“ დანართის პირველი ნაწილის მე-12 უჯრაში მითითებული მონაცემი არ უნდა იყოს დაბეგვრაზე წარდგენილი შესაბამის თვეში განხორციელებულ დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციებზე გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით გამოანგარიშებულ დასაბეგრ ბრუნვაზე ნაკლები. 4. დეკლარაციის III ნაწილის მე-15–მე-18 უჯრებში შესატანი მონაცემები გაანგარიშებითია. მე-17 უჯრაში შესატანი მონაცემი მოიცავს გადასახდელი დღგ-ის სრულ თანხას. მე-17 და მე-18 უჯრებში ჩაწერილი თანხა ექვემდებარება გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვას. 5. დეკლარაციის III ნაწილის მე-19 და მე-20 უჯრები ივსება მხოლოდ საგადასახადო წლის ბოლო საანგარიშო პერიოდის დეკლარაციაში. დღგ-ის ჩასათვლელი თანხის დაზუსტება ხდება მიმდინარე საგადასახადო წლის განმავლობაში საერთო ბრუნვის თანხაში ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციების თანხის ხვედრითი წონის მიხედვით: დაზუსტებულ ჩასათვლელ თანხასა და წლის განმავლობაში ჩათვლილ თანხას შორის უარყოფითი სხვაობა აისახება მე-19 უჯრაში, ხოლო დადებითი სხვაობა – მე-20 უჯრაში. აღნიშნული თანხები ექვემდებარება გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვას.“; |
ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. დეკლარაციის „ბ” დანართის III ნაწილში მიეთითება ჩათვლაში გამოყენებულ განხორციელებულ იმპორტზე გამოწერილი საბაჟო დეკლარაციის მონაცემები: საბაჟო დეკლარაციის გრაფაში მითითებული შეფასების ნომერი (მხოლოდ ციფრები), თარიღი და დღგ-ის თანხა, ხოლო თუ საბაჟო დეკლარაციას არ გააჩნია გრაფა – საბაჟო დეკლარაციის ნომერი (მხოლოდ ციფრები), თარიღი და დღგ-ის თანხა.“. |
8.
დანართი №IV-01-ის „განაყოფი III“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„განაყოფი III. აქციზის საერთო თანხის გაანგარიშება
დეკლარაციაში მოცემული მონაცემების უტყუარობას და სისრულეს ვადასტურებ საწარმოს ხელმძღვანელი/ინდივიდუალური მეწარმე ------------------------------ ------------------------ -------------------------- (სახელი, გვარი) (ხელმოწერა) (თარიღი)
გადასახადის თანხა _ _ _ _ _ _ _ ლარი
დეკლარაციის მიმღები --------------------------------- –––––––––––– –––––––––––– (სახელი, გვარი) (ხელმოწერა) (თარიღი)“. |
9.
დანართი №IV-01-ს დაემატოს „განაყოფი V“ და „განაყოფი VI“:
„განაყოფი V. ინფორმაცია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებულ აქციზურ მარკებზე, რომლის მიღებიდან 6 თვეში არ განხორციელდა საქონლის იმპორტი
განაყოფი VI. ინფორმაცია აქციზურ მარკებზე, რომლის ნიშანდებითაც განხორციელდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული საქონლის იმპორტი საანგარიშო პერიოდში
“. |
10.
77-ე მუხლის: |
ა)
მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. დეკლარაცია მოიცავს 6 განაყოფს: I - სატიტულო ნაწილი; II - საგადასახადო ორგანოს აღნიშვნა დეკლარაციის წარდგენის შესახებ; III - აქციზის საერთო თანხის გაანგარიშება; IV - საქართველოს საგადასახადო კოდექსის 188-ე მუხლის პირველი ნაწილის მე-10 სტრიქონით გათვალისწინებული იმპორტირებული საქონლის (მისართი, გამხსნელი, ანტიდეტონატორი) აღრიცხვა; V - ინფორმაცია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებულ აქციზურ მარკებზე, რომლის მიღებიდან 6 თვეში არ განხორციელდა საქონლის იმპორტი; VI - ინფორმაცია აქციზურ მარკებზე, რომლის ნიშანდებითაც განხორციელდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული საქონლის იმპორტი საანგარიშო პერიოდში; (და დეკლარაციის დანართი).“; |
ბ)
მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„10. III განაყოფში მიეთითება: ა) იმ შემთხვევაში, თუ საგადასახადო პერიოდში გადამხდელის მიერ აქციზით დასაბეგრი ოპერაციები (საქონლის გამოყენება ან/და მიწოდება) არ განხორციელებულა და ამასთან, იგი მაინც წარადგენს დეკლარაციას, განაყოფის სტრიქონებზე დაისმევა ტირე „–„ ; ბ) პირველ სტრიქონზე აისახება გადასახდელი აქციზის თანხა აქციზით დასაბეგრ ოპერაციაზე, რომელიც არ ექვემდებარება აქციზური მარკებით ნიშანდებას (მიწოდებული, საწყობიდან სარეალიზაციოდ გატანილი, დამკვეთისათვის გადაცემული, არააქციზური საქონლის საწარმოებლად გამოყენებული საკუთარი წარმოების აქციზური საქონელი და სხვ); გ) მე-2 სტრიქონზე – გადასახდელი აქციზის თანხა აქციზური საქონლის ექსპორტზე, რომლის განხორციელება არ დასტურდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 187-ე მუხლის მიზნებისათვის გათვალისწინებული საქონლის ექსპორტის განხორციელების თაობაზე დამადასტურებელი დოკუმენტებით; დ) მე-3 სტრიქონზე – გადასახდელი აქციზის თანხა აქციზური მარკებით ნიშანდებულ საქონელზე; ე) მე-4 სტრიქონზე – გადასახდელი აქციზის თანხა აქციზური მარკების დანაკლისზე; ვ) მე-5 სტრიქონზე – გადასახდელი აქციზის თანხა იმპორტიორის მიერ აქციზური მარკების მიღებიდან 6 თვეში საქონლის იმპორტის განუხორციელებლობისას აქციზური მარკების დაუბრუნებლობის შემთხვევაში; ზ) მე-6 სტრიქონზე – გადასახდელი აქციზის თანხა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1901 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისათვის; კერძოდ, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში ან სხვა ფულადი ვალდებულების (გარდა სისხლის სამართლის და ადმინისტრაციული წესით დაკისრებული სანქციებისა) გადახდევინების მიზნით აქციზური საქონლის აუქციონის, პირდაპირი მიყიდვის ან სხვა წესით რეალიზაცია, აგრეთვე სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში მოთხოვნის უზრუნველყოფის საგნის (აქციზური საქონლის) კრედიტორისათვის საკუთრებაში გადაცემა ექვემდებარება აქციზით დაბეგვრას აქციზური საქონლის შემძენი ან/და მიმღები პირის მიერ აღნიშნული საქონლის: ზ.ა) მიწოდების შემთხვევაში; ზ.ბ) არააქციზური საქონლის წარმოებაში გამოყენების შემთხვევაში; ზ.გ) სხვა აქციზური საქონლის წარმოებაში გამოყენების შემთხვევაში. შენიშვნა: აღნიშნული ქვეპუნქტის მოქმედება არ ვრცელდება: 1. რეალიზებულ/გადაცემულ აქციზურ საქონელზე, თუ იგი არ არის წარმოებული ამ საქონლის მესაკუთრის მიერ; 2. აქციზური მარკებით ნიშანდებულ საქონელზე, თუ აქციზი გადახდილია აქციზური მარკების შეძენისას; 3. ფიზიკური პირის მიერ საკუთრებაში მიღებულ აქციზურ საქონელზე, თუ ამ პირის მიერ არ ხდება ამ საქონლის შემდგომი მიწოდება ან/და სხვა საქონლის წარმოებაში გამოყენება. თ) მე-7 სტრიქონზე – გადასახდელად დარიცხული აქციზის თანხა, რომელიც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად ექვემდებარება გადაანგარიშებას საქონლის იმპორტისას ფაქტობრივად განხორციელებული იმპორტის ოდენობის პროპორციულად. ი) მე-8 სტრიქონზე - ჩასათვლელი აქციზის თანხა, რომელიც მოიცავს: ი.ა) დასაბეგრ ოპერაციაზე გამოყენებულ საწარმოო რესურსებზე ჩასათვლელი აქციზის თანხა (დეკლარაციის დანართის სვეტი 12 + სვეტი 14), მაგრამ არაუმეტეს ასეთ აქციზურ საქონელზე გამოანგარიშებული აქციზის თანხისა; ი.ბ) აქციზის თანხა დასავარგებელ აქციზურ საქონელზე (დეკლარაციის დანართის სვეტი 16); ი.გ) აქციზის თანხა მობილური საკომუნიკაციო მომსახურების მიღებისას, როდესაც მომსახურების მიმღები არ არის საბოლოო მომხმარებელი; კ) მე-9 სტრიქონზე – აქციზის თანხა დაბრუნებულ საქონელზე (აქციზური მარკებით ნიშანდების გარეშე), რომელიც მიწოდებული იქნა ადრე და ასახული იქნა წინა პერიოდების საგადასახადო დეკლარაციებში; ლ) მე-10 სტრიქონზე – აქციზის თანხა დაბრუნებულ აქციზური მარკებით ნიშანდებულ საქონელზე; მ) მე-11 სტრიქონზე – ადრე ჩათვლილი აქციზის თანხა, რომელიც ექვემდებარება აღდგენას, მათ შორის: მ.ა) დაბრუნებულ საქონელზე გამოყენებულ საწარმოო რესურსებზე ადრე ჩათვლილი აქციზის თანხა; მ.ბ) დასავარგებელ საქონელზე ჩათვლილი აქციზის თანხა, რომელიც ექვემდებარება აღდგენას, რადგან არ იქნა გამოყენებული აქციზით დასაბეგრ ოპერაციებზე; ნ) მე-12 სტრიქონზე – ექსპორტზე ადრე გადახდილი აქციზის თანხა, რომლის ექსპორტი დოკუმენტურად დადასტურდა მოცემულ საანგარიშო პერიოდში; ო) მე-13 - მე-14 სტრიქონებზე – გადასახდელი და შესამცირებელი აქციზის თანხის სტრიქონების ჯამი; პ) მე-15 სტრიქონზე – აქციზის თანხა, რომელიც ექვემდებარება ბიუჯეტში შეტანას და გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათის „აქციზის ბარათზე” დარიცხვას; ჟ) მე-16 სტრიქონზე – აქციზის თანხა, რომელიც ექვემდებარება შემცირებას და გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათის „აქციზის ბარათზე” ასახვას; რ) მე-17 სტრიქონზე – მისართის, გამხსნელის, ანტიდეტონატორის, რომელიც არ გამოიყენება აქციზური საქონლის წარმოებისათვის, იმპორტისას გადახდილი აქციზის თანხა, რომელიც ექვემდებარება შემცირებას და გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათის „აქციზის ბარათზე” ასახვას.“; |
გ)
მე-11 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-12 პუნქტი:
„12. აქციზის დეკლარაციის V და VI განაყოფებში ინფორმაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შეიტანება იმ სახით, როგორც ეს მითითებულია შესაბამის სვეტებში.“. |
მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2015 წლის 1 აგვისტოდან. |
|
დოკუმენტის კომენტარები