„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 239
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 29/07/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/07/2015
სარეგისტრაციო კოდი 230210000.22.033.016783
239
29/07/2015
ვებგვერდი, 30/07/2015
230210000.22.033.016783
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 
საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება  №239

2015 წლის 29 ივლისი

ქ. თბილისი

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებით (ვებგვერდი, 31.07.2012, სარეგისტრაციო კოდი: 230210000.22.033.016424) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1.  მე-20 მუხლის მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 პუნქტი:

„71. ექსპორტისათვის ან რეექსპორტისათვის განკუთვნილ, საქართველოდან საზღვაო გზით გასატან საყარ საქონელზე საბაჟო დეკლარაციის წარდგენა შესაძლებელია სატრანსპორტო საშუალებაში მის ჩატვირთვამდეც, თუ დეკლარანტი უზრუნველყოფს:

ა) საქონლის წარდგენას საბაჟო კონტროლის ზონაში;

ბ) საქონლის რაოდენობის განსაზღვრის თაობაზე სურვეირული კომპანიის აქტის წარდგენას.“.

2. 23-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პირის მიერ სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრისას, წარდგენილი უნდა იქნეს სატრანსპორტო დოკუმენტი (გარდა ექსპორტისათვის ან რეექსპორტისათვის განკუთვნილი, საქართველოდან საზღვაო გზით გასატანი საყარი საქონლის სატრანსპორტო საშუალებაში ჩატვირთვამდე საბაჟო დეკლარაციის წარდგენის შემთხვევისა) და საქონლის ნასყიდობის დოკუმენტი დანართი №IV-01-ის შესაბამისად.“;

ბ) მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ“ ქვეპუნქტი:

„ნ) ექსპორტისათვის ან რეექსპორტისათვის განკუთვნილი, საქართველოდან საზღვაო გზით გასატანი საყარი საქონლის სატრანსპორტო საშუალებაში ჩატვირთვამდე საბაჟო დეკლარაციის წარდგენის შემთხვევაში – საქონლის რაოდენობის განსაზღვრის თაობაზე სურვეირული კომპანიის აქტი.“.

3. 41-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ.ე“ ქვეპუნქტი:

„გ.ე) ცვლილება ხორციელდება საქართველოდან ექსპორტით ან რეექსპორტით, საზღვაო გზით გასატან საყარ საქონელზე წარდგენილ სასაქონლო საბაჟო დეკლარაციაში, საქონლის დროებით შენახვისას ან საზღვაო სატრანსპორტო საშუალებაში ჩატვირთვისას;“.

4. 112-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) დეკლარანტის წერილობითი განცხადება (გარდა ამ ინსტრუქციის 41ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა), თუ მის მიერ აღმოჩენილ იქნა, რომ გაშვებული საქონლის სახეობების რაოდენობა ან/და საქონლის რაოდენობა ან/და საქონლის ღირებულება ან/და საქონლის საბაჟო ღირებულება ან/და გადასახდელების თანხის ოდენობა ნაკლებია საბაჟო დეკლარაციაში და მის თანმხლებ დოკუმენტაციაში მითითებულ შესაბამის მონაცემებზე;“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ფინანსთა მინისტრინოდარ ხადური