„ქ.თბილისის მუნიციპალიტეტში სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის N20-103 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ქ.თბილისის მუნიციპალიტეტში სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის N20-103 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 19-75
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 28/07/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/07/2015
სარეგისტრაციო კოდი 330130000.35.101.016188
19-75
28/07/2015
ვებგვერდი, 30/07/2015
330130000.35.101.016188
„ქ.თბილისის მუნიციპალიტეტში სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის N20-103 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №19-75

2015 წლის 28 ივლისი

ქ. თბილისი

 

„ქ.თბილისის მუნიციპალიტეტში სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-103 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
 

მუხლი 1
„ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-103 დადგენილებაში (ვებგვერდი, 06.01.2015; სარეგისტრაციო კოდი: 330130000.35.101.016104) შევიდეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული წესის:

1. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. საქალაქო სასაფლაოებზე ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული სტანდარტები შესაძლებელია შემცირდეს ისე, რომ არსებითად არ შეიზღუდოს საფლავებს შორის დაშორება.“ .

2. მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 და 22 პუნქტები:

,,21. საქალაქო სასაფლაოებზე მომიჯნავე საფლავების გაერთიანება, რომელთაგან ერთი გაცემულია, ხოლო სხვა (სხვები) - თავისუფალი (მიუხედავად მასზე არსებული ნაგებობების არსებობისა), შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ ადრე გაცემულ საფლავზე ადგილის დამატების საერთო წესის შესაბამისად.

22. 21 პუნქტში მითითებულ შემთხვევებში გაერთიანებულ საფლავში სამარეების საერთო რაოდენობა შესაძლებელია იყოს ექვსზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს ცხრა სამარისა.“.

3. მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. საფლავში, როგორც წესი, შეიძლება იყოს არა უმეტეს ექვსი სამარე. გამონაკლისის დაშვება შესაძლებელია:

ა) ოპერატორის გადაწყვეტილებით თბილისის მთავრობის თანხმობით;

ბ) ამ წესის მე-6 მუხლის 22 პუნქტში მითითებულ შემთხვევაში.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ალიბეგაშვილი