დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობის, ტრანსპორტისა და კეთილმოწყობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 სექტემბრის №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 29 |
| დოკუმენტის მიმღები | სამტრედიის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 27/07/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/07/2015 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/08/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/12/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.120.016170 |
|
,,სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობის, ტრანსპორტისა და კეთილმოწყობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 სექტემბრის №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
1. საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ,,სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობის, ტრანსპორტისა და კეთილმოწყობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 სექტემბრის №26 დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ვებგვერდი, 29.09.2014 წ., სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.120.016127) შეტანილ იქნეს ცვლილება.
2. სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობის, ტრანსპორტისა და კეთილმოწყობის სამსახურის დებულების პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. გამგეობის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობის, ტრანსპორტისა და კეთილმოწყობის სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის გამგეობის სტრუქტურული ერთეული რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვისა და ქალაქთმშენებლობის დოკუმენტების შემუშავებას, მუნიციპალური ინფრასტრუქტურის – ადგილობრივი მნიშვნელობის გზების, ხიდების, გარე განათების, სანიაღვრე მეურნეობის, მუნიციპალიტეტის გამგებლობაში არსებული კომუნიკაციების შექმნას, ტერიტორიის კეთილმოწყობის მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების მომზადებას, მათი განხორციელების კოორდინაციას; მუნიციპალიტეტის დაკვეთით განხორციელებული ობიექტების დაპროექტებისა და მშენებლობის კოორდინაციას; მშენებლობის ნებართვების თაობაზე გადაწყვეტილებების მომზადებას; მშენებლობაზე და არქიტექტურულ საქმიანობაზე ზედამხედველობას. ". 3. სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობის, ტრანსპორტისა და კეთილმოწყობის სამსახურის დებულების მე-3 მუხლს: ა) დაემატოს შემდეგი შინაარსის მ1 ქვეპუნქტი: „მ1) თვითმმართველი ერთეულის ფარგლებში მიმდინარე მშენებლობების ზედამხედველობას და მშენებლობის ხარისხზე კონტროლის დაწესებას; "; ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის მ2 ქვეპუნქტი: „მ2) ადმინისტრაციულ დარღვევაზე ზედამხედველობა-კონტროლის განხორციელებას, მათი დარღვევის სახეობის მიხედვით აღრიცხვას, რეაგირებასა და აღნიშნულის შესახებ საინფორმაციო ბაზის შექმნას;"; გ) დაემატოს შემდეგი შინაარსის მ3 ქვეპუნქტი: „მ3) ზედამხედველობის განხორციელების ასპექტში დარღვევის აღმოფხვრის ღონისძიებების გატარებას;"; დ) დაემატოს შემდეგი შინაარსის მ4 ქვეპუნქტი: „მ4) მუნიციპალიტეტის იერსახეზე, კეთილმოწყობაზე, გარე რეკლამის განთავსებასა და საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვაზე კონტროლის დაწესებას;"; 4. სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობის, ტრანსპორტისა და კეთილმოწყობის სამსახურის დებულების მე-4 მუხლს: ა) დაემატოს შემდეგი შინაარსის კ1 ქვეპუნქტი: „კ1) თვითმმართველი ერთეულის ფარგლებში მიმდინარე მშენებლობების ზედამხედველობასა და მშენებლობის ხარისხზე კონტროლის დაწესებას;"; ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის კ2 ქვეპუნქტი: „კ2) ადმინისტრაციულ დარღვევაზე ზედამხედველობა-კონტროლის განხორციელებას, მათი დარღვევის სახეობის მიხედვით აღრიცხვას, რეაგირებასა და აღნიშნულის შესახებ საინფორმაციო ბაზის შექმნას;"; გ) დაემატოს შემდეგი შინაარსის კ3 ქვეპუნქტი: „კ3) ზედამხედველობის განხორციელების ასპექტში დარღვევის აღმოფხვრის ღონისძიებების გატარებას; "; დ) დაემატოს შემდეგი შინაარსის კ4 ქვეპუნქტი: „კ4) მუნიციპალიტეტის იერსახეზე, კეთილმოწყობაზე, გარე რეკლამის განთავსებასა და საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვაზე კონტროლის დაწესებას. ".
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2015 წლის 1 აგვისტოდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები