დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 სექტემბრის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 28 |
| დოკუმენტის მიმღები | სამტრედიის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 27/07/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/07/2015 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/08/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 08/12/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.120.016169 |
|
,,სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 სექტემბრის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
1. საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ,,სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 სექტემბრის №23 დადგენილებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ვებპორტალი, 29.09.2014., სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.120.016124) დამტკიცებულ სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება.
2. სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომლის ძირითადი ფუნქციებია: გამგეობის სტრუქტურული ერთეულების მუშაობის კოორდინაციისათვის ხელშეწყობა, გამგებლის წარმომადგენლების საქმიანობის კოორდინაცია, გამგეობის საქმისწარმოების, სამართლებრივი, საკადრო საკითხთა, აგრეთვე გამგეობის სამეურნეო-ტექნიკური უზრუნველყოფა. ". 3. ამოღებულ იქნეს სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ1“ ქვეპუნქტი. 4. სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების მე-3 მუხლის: ა) ,,ი“ – ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. ბ) ,,რ“ – ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „რ) უზრუნველყოფს გამგეობის საქმიანობის საინფორმაციო-ტექნოლოგიურ და პროგრამულ მომსახურებას. ". 5. ამოღებულ იქნეს სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების მე-4 მუხლის ,,ნ“ ქვეპუნქტი. 6. ამოღებულ იქნეს სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების 81 მუხლი. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2015 წლის 1 აგვისტოდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები