დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 27 |
| დოკუმენტის მიმღები | სამტრედიის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 27/07/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/07/2015 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/08/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 08/12/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.120.016168 |
|
,,სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
1. საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ,,სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №13 დადგენილებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ვებპორტალი, 17. 07. 2014.წ., სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.120.016114) დამტკიცებულ სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება.
2. სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების მე–11 მუხლის მე–4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. გამგეობის სამსახურებია: ა) ადმინისტრაციული სამსახური; ბ) საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური; გ) ეკონომიკური განვითარების, ქონების მართვის, სოფლის მეურნეობისა და ტრანსპორტის სამსახური; დ) ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობისა და კეთილმოწყობის სამსახური; ე) ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახური; ვ) განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური; ზ) შიდა აუდიტის სამსახური; თ) საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური; ი) სამხედრო სამსახური.". 3. სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების მე-12 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 91 პუნქტი: „91. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ურთიერთობის ორგანიზებას მოქალაქეებთან, იურიდიულ პირებთან და სხვა გაერთიანებებთან, სახელმწიფო ორგანოებთან, სხვა თვითმმართველ ერთეულებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან; მუნიციპალიტეტის ოფიციალური ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებას. ". |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2015 წლის 1 აგვისტოდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები