საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 208
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 28/07/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/07/2015
სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.023.016331
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
208
28/07/2015
ვებგვერდი, 28/07/2015
010320040.22.023.016331
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (28/07/2015 - 14/03/2017)

 

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის

ბრძანება №208

2015 წლის 28 ივლისი

ქ. თბილისი

 

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი და მესამე პუნქტების შესაბამისად,

ვბრძანებ:


მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად  კანდიდატებისთვის დამატებითი  საკვალიფიკაციო მოთხოვნები.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრიგიგლა აგულაშვილი



დანართი

 

აქართველოს  გარემოსა და ბუნებრივი რესურსების  დაცვის  სამინისტროს   საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცული ტერიტორიების  სააგენტოს თავმჯდომარის  ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები

 


1. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 21 წლის ასაკიდან და ფლობდეს სახელმწიფო ენას.
2. კონკურსში მონაწილე კანდიდატებისათვის დამატებით დადგენილია  შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი განათლება;
ბ) მაგისტრის ან მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
გ) სახელმწიფო, კერძო, არასამთავრობო სექტორებში ან დონორების მიერ დაფინანსებულ პროექტებში მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება, მათ შორის, გარემოსდაცვით სფეროში მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება და ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ  2-წლიანი გამოცდილება;
დ) საერთაშორისო პროექტების მომზადებისა და განხორციელების გამოცდილება;
ე) საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებთან მუშაობის გამოცდილება;
ვ) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, შრომის კოდექსის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ’’ საქართველოს კანონის, „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის, „დაცული ტერიტორიების სტატუსის შესახებ’’ საქართველოს კანონის, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №98 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №3 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცული ტერიტორიების სააგენტოს დებულების, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №12 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცული ტერიტორიების სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციების ტიპური დებულების ცოდნა;
ზ) ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;
თ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word - კარგად, Excel- კარგად, Power Point -  კარგად) ცოდნა.