„სადაზღვევო ორგანიზაციებისა და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 18 იანვრის №3 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სადაზღვევო ორგანიზაციებისა და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 18 იანვრის №3 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 26
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური
მიღების თარიღი 30/07/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/07/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 20/10/2020
სარეგისტრაციო კოდი 190040000.19.012.016066
26
30/07/2015
ვებგვერდი, 31/07/2015
190040000.19.012.016066
„სადაზღვევო ორგანიზაციებისა და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 18 იანვრის №3 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური
„სადაზღვევო ორგანიზაციებისა და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 18 იანვრის №3 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის

ბრძანება №26

2015 წლის 30 ივლისი

ქ. თბილისი

 

„სადაზღვევო ორგანიზაციებისა და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 18 იანვრის №3 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „სადაზღვევო ორგანიზაციებისა და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 18 იანვრის №3 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 190040000.19.012.016023, 23.01.2012 წ.) დამტკიცებული დებულების:
1. პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. დებულება არეგულირებს სადაზღვევო ორგანიზაციებისა და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლების მიერ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით, ფინანსური მონიტორინგის განხორციელების ზოგად პრინციპებსა და წესებს, კერძოდ, მათი კლიენტებისა და სხვა შესაბამისი პირების იდენტიფიკაციის, სათანადო ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავების, შენახვისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის პირობებსა და წესებს, აგრეთვე, გარიგების აღსრულების შეჩერების თაობაზე საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მითითების შესრულების წესს.“;

2. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჭ“ ქვეპუნქტი:

„ჭ) გარიგების (ოპერაციის) აღსრულება გარიგების (ოპერაციის) განხორციელება (მათ შორის, ქონების რეგისტრაცია) მონიტორინგის განმახორციელებელი პირის მიერ, გარდა „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ვ“, „კ“ და „ნ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მონიტორინგის განმახორციელებელი პირებისა.“;“

3. მე-4 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ1“ ქვეპუნქტი:

„ვ1) გარიგების აღსრულების შეჩერების თაობაზე საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მითითების შესრულების წესი და პროცედურა;“;

 ბ) მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1“ ქვეპუნქტი:

„ე1) გარიგების აღსრულების შეჩერების თაობაზე საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მითითების შესრულების წესი და პროცედურა;“;

 გ) მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ1“ ქვეპუნქტი:

„ზ1) გარიგების აღსრულების შეჩერების თაობაზე საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მითითების მიღების დადასტურებასა და შესრულებაზე პასუხისმგებელი თანამშრომლის/თანამშრომლების უფლება-მოვალეობები და პასუხისმგებლობა;“.

4. მე-6 მუხლის მე-10 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:

„დ) ამ დებულების 101 მუხლით გათვალისწინებული წესით გარიგების აღსრულების შეჩერების თაობაზე საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მითითების მიღებისას.“.

 

5. დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 101 მუხლი:

„მუხლი 101. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მითითება გარიგების (ოპერაციის) აღსრულების შეჩერების თაობაზე

1. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსი უფლებამოსილია, საეჭვო გარიგების შესახებ ვარაუდის არსებობისას, გარიგების თანხის ოდენობის მიუხედავად, სადაზღვევო ორგანიზაციასა და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელს წერილობით მისცეს მითითება არაუმეტეს 72 საათის განმავლობაში (ამ ვადის გამოთვლისას მხედველობაში არ მიიღება დასვენებისა და უქმე დღეები) შესაბამისი გარიგების (ოპერაციის), აგრეთვე ამ გარიგებასთან (ოპერაციასთან) ან/და მასში მონაწილე პირებთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა გარიგების (ოპერაციის) აღსრულების შეჩერების თაობაზე. ასეთ შემთხვევაში საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური მასალებს დაუყოვნებლივ გადასცემს საქართველოს მთავარი პროკურატურის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურებს და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს.

2. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი უფლებამოსილია, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, სადაზღვევო ორგანიზაციასა და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელს ზეპირად (უშუალოდ ან ელექტრონული კომუნიკაციის საშუალების გამოყენებით) ან წერილობით, ელექტრონული კომუნიკაციის საშუალების გამოყენებით მისცეს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მითითება, რომელიც მომდევნო 24 საათის განმავლობაში უნდა გაფორმდეს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის წერილობითი მითითებით და გადაეცეს სადაზღვევო ორგანიზაციასა და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელს. ამ ვადის გასვლის შემდეგ, შესაბამისი წერილობითი მითითების მიუღებლობის შემთხვევაში, სადაზღვევო ორგანიზაცია და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელი წყვეტს ზემოაღნიშნული მითითების შესრულებას. ამ პუნქტით გათვალისწინებული მითითების მიცემის ფაქტზე დგება წერილობითი ოქმი ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით.

3. გარიგების აღსრულების შეჩერების თაობაზე საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მითითების ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ფორმით გაცემისას დაუყონებლივ, ერთი მხრივ, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისა და, მეორე მხრივ, მითითების მიმღები სადაზღვევო ორგანიზაცია და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ ცალ-ცალკე, ურთიერთშეთანხმებით დგება წერილობითი ოქმები, რომლებშიც აღინიშნება:

ა) მითითების გამცემი (საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფლებამოსილი თანამშრომლის) და მიმღები (სადაზღვევო ორგანიზაციისა და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლის უფლებამოსილი თანამშრომლის) პირის სახელი და გვარი, თანამდებობა;

ბ) მითითების გაცემის/მიღების ზუსტი დრო (საათისა და წუთის მითითებით);

გ) მითითების გაცემის/მიღების ფორმა (ზეპირი, მათ შორის, ელექტრონული კომუნიკაციის საშუალების გამოყენებით, ან წერილობითი, მათ შორის, ელექტრონული ფოსტის ან ელექტრონული კომუნიკაციის სხვა საშუალების გამოყენებით);

დ) მითითების შინაარსი, მათ შორის, ინფორმაცია, რომელიც გარიგების (გარიგებების) ან/და გარიგების (გარიგებების) განმახორციელებელი პირის იდენტიფიცირების შესაძლებლობას იძლევა;

ე) გარიგების აღსრულების შეჩერების ვადა;

ვ) სადაზღვევო ორგანიზაციის და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ მითითების მიღების დადასტურების ფაქტი;

ზ) ოქმის შედგენის თარიღი და ზუსტი დრო;

თ)  საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის/სადაზღვევო ორგანიზაციისა და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლის შესაბამისი უფლებამოსილი თანამშრომლის  ხელმოწერა.

4. სადაზღვევო ორგანიზაციასა და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელი ვალდებულია გარიგების აღსრულების შეჩერების თაობაზე მითითების მიღებისთანავე მიღებული მითითების შესაბამისი ფორმით, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს დაუყოვნებლივ დაუდასტუროს ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული მითითების მიღება და განახორციელოს აუცილებელი ღონისძიებები აღნიშნული მითითების შესრულების უზრუნველსაყოფად. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ფორმით გარიგების აღსრულების შეჩერების თაობაზე მითითების მიღების დადასტურების ფაქტი აისახება ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ ოქმში.

5. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ვადის ათვლა იწყება სადაზღვევო ორგანიზაციისა და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლის მიერ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის წერილობითი მითითების ან საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის მითითების ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით მიღების მომენტიდან.

6. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული მითითება შეიძლება გაუქმდეს ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ ვადაზე ადრე, თუ საეჭვო გარიგების არსებობის ვარაუდი არ დადასტურდა, აგრეთვე გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს მთავარი პროკურატურის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურების ან საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წერილობითი მიმართვის საფუძველზე. ასეთ შემთხვევაში საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური სადაზღვევო ორგანიზაციასა და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელს, ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით, დაუყოვნებლივ აცნობებს შესაბამისი მითითების გაუქმების თაობაზე, რაც მომდევნო 24 საათის განმავლობაში უნდა გაფორმდეს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის წერილობითი მითითებით და გადაეცეს სადაზღვევო ორგანიზაციასა და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელს. სადაზღვევო ორგანიზაცია და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელი ვალდებულია, ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული მითითების გაუქმების თაობაზე შეტყობინების მიღებისთანავე, შეტყობინების შესაბამისი ფორმით, დაუყოვნებლივ დაუდასტუროს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს აღნიშნული შეტყობინების მიღება.

7. სადაზღვევო ორგანიზაცია და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელი ვალდებულია ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის წერილობითი მითითებები (მათ შორის, ელექტრონული ფორმით მიცემული) შეინახოს არანაკლებ 6 წლის განმავლობაში, თუ შესაბამისი საზედამხედველო ორგანო ამ მითითებების უფრო მეტი ვადით შენახვას არ მოითხოვს. 6 წლის ვადით შენახვას ექვემდებარება ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ოქმები.

8. სადაზღვევო ორგანიზაცია და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელი ვალდებულია სათანადო წესით გაფორმებული გადაწყვეტილებით დანიშნოს შესაბამისი თანამშრომელი (თანამშრომლები), რომელიც უფლებამოსილია ჩაიბაროს/მიიღოს ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული გარიგების აღსრულების შეჩერების თაობაზე საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის ან უფლებამოსილი თანამშრომლის მითითება და მითითების გაუქმების შესახებ შეტყობინება, დაუდასტუროს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს გარიგების აღსრულების შეჩერების თაობაზე მითითების და მითითების გაუქმების შესახებ შეტყობინების მიღება,  შეადგინოს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ოქმი და გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები სადაზღვევო ორგანიზაციისა და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლის მიერ აღნიშნული მითითების შესრულების უზრუნველსაყოფად.

9. სადაზღვევო ორგანიზაციის და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლის ხელმძღვანელობასა და თანამშრომლებს (როგორც განსაზღვრული, ისე განუსაზღვრელი ვადით მომუშავე თანამშრომლებს) არა აქვთ უფლება შეატყობინონ შესაბამისი გარიგების მონაწილე პირებს და სხვა პირებს ინფორმაცია ამ მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების შესახებ.“.


მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსიმიხეილ როინიშვილი