დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„შუახევის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ" შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 26 დეკემბრის №36 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 29 |
დოკუმენტის მიმღები | შუახევის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 27/07/2015 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/07/2015 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.135.016144 |
|
„შუახევის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ" შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 26 დეკემბრის №36 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ.ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „შუახევის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 26 დეკემბრის №36 დადგენილებაში და დადგენილებით დამტკიცებული დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
|
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი
|
შუახევის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტი
|
თავი I
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი |
მუხლი 1.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 2.
შუახევის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება |
შუახევის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 3.
შუახევისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 7 655 429 ლარის ოდენობით:
|
მუხლი 4.
შუახევის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის გადასახდელები |
განისაზღვროს შუახევის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის გადასახადები 455 900 ლარის ოდენობით:
|
მუხლი 5.
შუახევის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის გრანტები
|
განისაზღვროს შუახევის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის გრანტები 6 972 629 ლარის ოდენობით:
|
მუხლი 6.
შუახევის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის სხვა შემოსავლები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 226 900 ლარის ოდენობით:
|
მუხლი 7.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 4494 707 ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 8.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 4 047 818 ლარის ოდენობით, მათ შორის:
ა) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 4 047 818 ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
ბ) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 0 ლარის ოდენობით:
|
მუხლი 9.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია |
განისაზღვროს შუახევის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 10.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო -902 596 ლარის ოდენობით.
|
მუხლი 11.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება |
1. განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება -902 596 ლარის ოდენობით.
2. განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების კლება -902 596 ლარის ოდენობით.
|
მუხლი 12.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება -15500 ლარის ოდენობით.
|
მუხლი 13.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი |
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შეიქმნას სარეზერვო ფონდი 70000 ათასი ლარის ოდენობით და მისი განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის გამგებლის გადაწყვეტილებების შესაბამისად.
|
მუხლი 14.
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა |
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებების განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
|
თავი II
შუახევის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები |
მუხლი 15.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები |
1. თავდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება
ბოლო დროს გახშირებული მიწისძვრის, სახანძრო და სხვა უბედური შემთხვევების პრევენციის მიზნით აუცილებელია პერსონალის სახანძრო და სამაშველო ტექნიკური ინვენტარით უზრუნველყოფა. პერსონალისათვის სათანადო ხარისხის ინდივიდუალური და ჯგუფური წვრთნების ჩატარება და პროფესიული დონის ამაღლება, რაც აუცილებელია მაშველების ოპერატიული მოქმედებისათვის. საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის შუახევის მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევა და მათი გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა.
1.1 ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 02 01) საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის შუახევის მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევა და მათი გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა. მუნიციპალიტეტი შესაბამისი ფინანსური რესურსების ფარგლებში უზრუნველყოფს სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის საქმიანობის ხელშეწყობას. 1.2 საგანგებო სიტუაციების მართვა (პროგრამული კოდი 02 02) მოსახლეობის სტიქიური მოვლენების, უბედური შემთხვევების და სხვა საგანგებო სიტუაციების შემთხვევაში დახმარების გასაწევად სულ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს სახანძრო-სამაშველო სამსახურის ოპერატიული მოქმედება, მათი მზადყოფნა დროული და სათანადო დახმარების 2. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 00) მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია შემდგომი ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია,მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების კეთილმოწყობა, მისი ექსპლუატაცია ეფექტურობასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსება. გარე-განათების რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია, სანიტარული დასუფთავება, საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა, არხების მიმდებარე ტერიტორიების დამუშავება, მაწანწალა ცხოველებთან და მღრღნელებთან ბრძოლა. მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის გარდა პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. 2.1 საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 01) შუახევის მუნიციპალიტეტი მაღალმთიან რეგიონს განეკუთვნება, ტრანსპორტის ნორმალური ფუნქციონირებისათვის მნიშვნელოვანია საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება. ამ კუთხით გათვალისწინებულია სოფელ კლდისუბნის ხიდის და მისასვლელი გზის რეაბილიტაცია, რაზეც გამოყოფილია 50000 ლარი. ასევე, რამდენიმე სოფელში გზებს ჩაუტარდება რეაბილიტაცია. 2.2 კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის გარე განათების ქსელის გაფართოება, არსებული ქსელის მოვლა-შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. უზრუნველყოფილი იქნება მუნიციპალიტეტის დასუფთავება და მაწანწალა ცხოველებისგან დაცვა. რეაბილიტაცია ჩაუტარდება მუნიციპალიტეტის წყალმომარაგებისა და საკანალიზაციო სისტემას. 2.2.1 გარე განათების მოწყობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 01) დღე-ღამის ნებისმიერ დროს მოსახლეობის კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალიტეტის გარე განათება. ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება გარე განათების არსებული ქსელის (სულ 482 სანათი წერტილი) ექსპლოატაცია. მიმდინარე წელს გათვალისწინებულია დაბისა და მიმდებარე სოფლებისათვის შიპჩამჭერების და საჭირო მოწყობილობების შეძენა და 16 ახალი წერტილის 2.2.2 დასუფთავების ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 02 02) მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ ფუნქციას წარმოადგენს კეთილსაიმედო სანიტარიული მდგომარეობის უზრუნველყოფა, შესაბამისად ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის ყოველდღიური დაგვა-დასუფთავება და ნარჩენების გატანა, ასევე ბუნკერების საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან ხოლო დიდთოვლიანობის შემთხვევაში – ჭარბი თოვლისგან გათავისუფლება. აღნიშნულის გათვალისწინებით მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს სანიტარიული დასუფთავების პროგრამა, რომლის ფარგლებშიც განხორციელდება ორი ღონისძიება:
მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დაგვა-დასუფთავება – 81992 კვ.მ, მწვანე საფარის დასუფთავება – 39700 კვ.მ, საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა – 1000 მ3 კონტეინერების მოვლა-პატრონობა 40 ცალი. აგრეთვე ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მეეზოვეებისა და კომუნალურში მომსახურეთა უნიფორმით უზრუნველყოფა. 2.2.2.1 უმეთვალყურეოდ დარჩენილი ცხოველების იზოლაცია (პროგრამული კოდი 03 02 02 02) პროგრამა წარმოადგენს მუნიციპალიტეტის ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელ ნაწილს. იგი აქტუალურია იმდენად, რამდენადაც ეხება სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების დაცვას, მაწანწალა ცხოველებთან ბრძოლას. მუნიციპალიტეტში მაწანწალა ცხოველების არსებობა სხვადასხვა ვირუსული დაავადების და ცოფის გავრცელების ძირითად საფრთხეს წარმოადგენს, რისი გათვალისწინებითაც ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება ცხოველების დაჭერა და მათი გაუნებელყოფა, რითაც უზრუნველყოფილი იქნება მათი რაოდენობის მინიმუმამდე დაყვანა და შესაძლო საფრთხეების თავიდან აცილება. დასახელებული ღონისძიებები ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტის ქუჩებსა და სკვერებში სისუფთავის დაცვას, ეპიდემიური დაავადებების კერების მოსპობას, მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მოსახლეობისა და ჩამოსულ სტუმართა კეთილდღეობას. 2.2.3 წყალმომარაგების უზრუნველყოფის ღონისძიებები (პირობითი კოდი 03 02 03) მოსახლეობის სასმელი წყლით მიმარაგება მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. უნდა აღინიშნოს, რომ მუნიციპალიტეტის თითქმის ყველა სოფელი უზრუნველყოფილია სასმელი წყლით. მუნიციპალური მომსახურების ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას წარმოადგენს მოსახლეობის ხარისხიანი სასმელი წყლით უზრუნველყოფა, სულ მუნიციპალიტეტში 13 მაგისტრალია და საჭიროების შემთხვევაში უტარდება მიმდინარე რემონტი. 2015 წელში 2014 წელში დაგეგმილია ასევე მუნიციპალიტეტის 4 სოფელში ორი ახალი მაგისტრალის მშენებლობა 1550 000 ლარის. ხიჭაურში დაგეგმილია სასმელი წყლის გამანაწილებელი აუზის მშენებლობა 70000 ლარის. ასევე მოსახლეობის სასმელი წყლის უზრუნველყოფის მიზნით გათვალისწინებულია 55 000 ლარის სასმელი წყლის მილების შეძენა. წყალმომარაგების სისტემის გამართული მუშაობისა და გაუთვალისწინებელი შემთხვევების აღმოფხვრისათვის შუახევის მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს ა(ა)იპ „შუახევის წყალკანალი“, სადაც დასაქმებულია 27 თანამშრომელი, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოსახლეობის სარწყავი წყლით უზრუნველყოფისათვის ფუნქციონირებს სარწყავი არხების მოვლა-შენახვის პროგრამა. მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს 39 სარწყავი არხი, სადაც დასაქმებულია (4 თვის განმავლობაში) 53 კაცი, რომლებიც უზრუნველყოფენ 243 კმ სიგრძის არხების მოვლა-პატრონობას. აღნიშნული არხებით სარგებლობს მუნიციპალიტეტის სოფლების 3110 ოჯახი. ასევე სოფლებში მოეწყობა სამელი წყლის გამანაწილებელი აუზების მშენებლობა . 2.2.4 მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობითი სამუშაოები (პროგრამული კოდი 03 02 04 ) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება დაბის კეთილმოწყობის ღონისძიებები: კერძოდ, მოეწყობა დაბისა და ხიჭაურის ტერიტორიაზე საცხოვრებელი სახლების გარე ფასადების კეთილმოწყობა, რაზეც გათვალისწინებულია 250 000 ლარი. სოფელ ჯაბნიძეებში აშენდება სოფლის სახლი. 2.3. გამწვანების ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 03) მუნიციპალიტეტში ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შესაქმნელად მეტად მნიშვნელოვანია დაბის ტერიტორიის გამწვანება და ნარგავების მოვლა-პატრონობა. პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის დაბის ტერიტორიაზე ნარგავების გაშენებას და არსებული ნარგავების მოვლა-პატრონობას (მორწყვას, გასხვლას) მუნიციპალიტეტის არსებული მწვანე საფარის დასუფთავებას. დაგეგმილია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ახალი ნერგის დარგვა; მწვანე საფარის გასხვლა-გაწმენდა; ნარგავების თოვლისაგან გაწმენდა. 3. საგანმანათლებლო ღონისძიებები (პროგრამული კოდი 04 00) მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ასევე სკოლამდელ განათლებას, რაც თვითმმართველი ერთეულის ექსკლუზიურ უფლებამოსილებებს განეკუთვნება და შესაბამისად მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებში მომდევნო წლებში განხორციელდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება, ინვენტარით უზრუნველყოფა. სკოლამდელი განათლების გარდა, პრიორიტეტის ფარგლებში, განხორციელდება ისეთი პროგრამების დაფინანსება, რომლებიც ხელს შეუწყობს მოსახლეობის დასაქმებას.
3.1 სკოლამდელი განათლების ხელშეწყობა(პროგრამული კოდი 04 01) სკოლამდელი განათლების 2015 წლის მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 357625ლარს. მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე ფუნქციონირებს 5 საბავშვო ბაღი, სადაც დაწყებით განათლებას იღებს 200 ბავშვი. საშტატო რიცხოვნობა 2015 წლისათვის შეადგენს 67 ერთეულს.დაგეგმილია სამი ახალი ბაღის მშენებლობა 450000 ლარის. 3.2 ზოგადი განათლების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 04 02) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ნიგაზეულის საჯარო სკოლის მოსწავლეთა ტრანსპორტირების ხელშემწყობა, რაც აღნიშნულ სოფლებში სკოლების სიშორის გამო არის გამოწვევული. ყოველივე ეს გააუმჯობესებს მოსწავლეთა სწავლის, განათლების და ჯანმრთელობის დაცვისათვის სათანადო პირობებს. აშენდება სოფელ პაპოშვილებში არასრული საშუალო და ერდვათის დაწყებითი სკოლა 150000 ლარის ღირებულების. 4. კულტურა, რელიგია ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი (პროგრამული კოდი 05 00) მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალელურად აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და ღირსეულ გაგრძელებას. ამასთანავე, ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი განაგრძობს კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი სპორტული შესაძლებლობების გამოვლინება. ასევე ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის წახალისების მიზნით გასატარებელ ღონისძიებებს.
4.1 სპორტის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა სპორტული ორგანიზაციების და კლუბების ფინანსური მხარდაჭერა, რათა მათ ქონდეთ შესაძლებლობა უზრუნველყონ სპორტსმენებისათვის სავარჯიშოდ შესაბამისი პირობების შექმნა და ნიჭიერი სპორტსმენების წახალისება. 2015 წლის განმავლობაში პროგრამის ფარგლებში გაიმართება სხვადასხვა სპორტული ღონისძიებები, დაფინანსდება: საფეხბურთო კლუბი „მერანი“და აიპი „შუახევის სასპორტო სკოლა“, ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების მიზნით დაბა შუახევში ფუნქციონირებს რაგბის ორი წრე, სადაც დაკავებულია 36 ბავშვი. აღნიშნული სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის მიზნით ფუნქციონირებს ჭიდაობის (ქართული, ძიუდო და თავისუფალი ჭიდაობა) წრეები სადაც დაკავებულია 163 ბავშვი და სათხილამურო სპორტის 5 ჯგუფი, რომელშიც ასევე 82 ბავშვი ვარჯიშობს. აღმზრდელ-მასწავლებელთა რაოდენობა შეადგენს 17-ს. პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტი აფინანსებს სპორტულ ღონისძიებებთან დაკავშირებულ ყველა სხვა ხარჯს. პროგრამის ფარგლებში 2015 წელს დასრულდება ფურტიოს რაგბის მოედანი. ასევე სოფელ წაბლანა-ნაღვარევი-ლომანაურში მოეწყობა ახალი სპორტული მოედნები, დასრულდება სოფელ ნენიის სპორტულ მოედანზე შავი საფარის დაგება. მუნიციპალიტეტი განაგრძობს სპორტული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი სპორტული შესაძლებლობების მაქსიმალური გამოვლენა. 4.2 კულტურის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია კულტურული დანიშნულების ქსელის გაფართოება, თანამედროვე დონის მატერიალური ბაზით უზრუნველყოფა. არსებული საშუალებების მაქსიმალურად ხალხის სამსახურში ჩაყენებისათვის სათანადო პირობების შექმნა. დაგეგმილია ასევე ცენტრალური ბიბლიოთეკის რეაბილიტაცია. 4.2.1 აიპ – შუახევის კულტურის ცენტრი(პროგრამული კოდი 05 02 01) შუახევის კულტურის ცენტრი აერთიანებს მუნიციპალიტეტში მოქმედ სხვადასხვა ფოლკლორულ და ვოკალურ ანსამბლებს, რომლებმაც წარმატებით გაიარეს სახელმწიფო აკრედიტაცია და აქვთ საკმაოთ დიდი მიღწევები. კულტურის ცენტრში აგრეთვე მოქმედებს დრამატურილი და ნორჩ დეკლამატორთა შემსწავლელი წრე, ლიტერატურისა და ტურიზმის, ხელოვნების, ქსოვის, ქარგვის, გამოყენებითი ხელოვნებისა დახატვისა და დაწყებითი მოდელირების წრეები, რომლებშიც 50 მოსწავლეა ჩართული. ყოველივე აქედან გამომდინარე, ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება კულტურის ცენტრის მიმდინარე ხარჯები, ანსამბლების ფორმებითა და მუსიკალური ინსტრუმენტებით უზრუნველყოფა, სხვადასხვა ფოლკლორუ ღონისძიებებში და გამოფენებში მონაწილეობა. 4.2.2 ააიპ – შუახევის ხელოვნების სკოლა (პროგრამული კოდი 05 02 02) აიპ – შუახევის „სახელოვნებო სკოლაში" ამჟამად სწავლობს 84 ბავშვი, წლიური შენატანი თითოეულ ბავშვზე შეადგენს არსებობს სამი ჯგუფი: საფორტეპიანო, საორკესტრო და ხალხური ჯგუფები, სკოლაში მუშაობს 12 პედაგოგი. ყოველივე აქედან გამომდინარე, მუნიციპალიტეტი ახორციელებს სახელოვნებო სკოლის მიმდინარე ხარჯების დაფინანსებასა და მუსიკალური ინსტრუმენტებით უზრუნველყოფას.
4.2.3 ახალგაზრდული პროგრამების და რელიგიური ორგანიზაციების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02 05) პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება სხვადასხვა ღონისძიებები, რომლებიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდა თაობის მეტ ჩართულობას მუნიციპალიტეტის ყოველდღიურ საქმიანობასა და მის განვითარებაში. 5. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 00) მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებით და შეღავათებით უზრუნველყოფას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს არა მხოლოდ მუნიციპალიტეტის, არამედ მთელი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებისაგან. 5.1 მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა (პროგრამული კოდი 06 01) მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. ამ კუთხით მუნიციპალიტეტში მოქმედებს 3 მიზნობრივი პროგრამა, რაც გარკვეულწილად ხელს შეუწყობს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვას. 5.1.1 ქრონიკულად პროგრესირებადი დაავადებების (ეპილეფსიით)მედიკამენტური დახმარების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 01 01) ეპილეფსია ქრონიკული ნერვულ-ფსიქიკური დაავადებაა, რომელიც ხასიათდება განმეორებითი გულყრებით. ეპილეფსიის სიხშირე მაღალია როგორც ბავშვებში, ისე მოზარდებში, რაც გამოწვეულია თავის ტვინის მთელი რიგი ასაკობრივი თავისებურებებით. დაავადების მიმდინარეობის მთავარი პრინციპი ანტიეპილეფსიური მედიკამენტების სისტემატური მიღებაა. დროული მედიკამენტოზური ჩარევის გარეშე დაავადება იწვევს ინვალიდობას ან შეიძლება დამთავრდეს ფატალური შედეგით. შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბოლო წლებში ეპილეფსიით დაავადებულ მოქალაქეთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა, რომლებიც არიან უკიდურესად გაჭირვებულები და აღნიშნულის პრევენციის მიზნით ხდება საჭიროებისამებრ მათი მედიკამენტებით უზრუნველყოფა. 5.1.2 აიპ შუახევის სოციალური მომსახურების სერვისცენტრი (პროგრამული კოდი 06 01 04) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით შემუშავებულ იქნა შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე ამბულატორიების ტრანსპორტითა და მედიკამენტებით უზრუნველყოფა, ვინაიდან მუნიციპალიტეტის მდებარე თემები და სოფლები მნიშვნელოვნად დაშორებულია დაბის ცენტრთან, მოსახლეობის პირველადი სამედიცინო მომსახურებისა და ამბულატორიების მედიკამენტებით უზრუნველყოფისათვის აღნიშნული პროგრამით შესაძლებელი იქნება თემებში მდებარე ამბულატორიების მედიკამენტებით უზრუნველყოფა და თემებში დასაქმებული მედპერსონალის ტრანსპორტით უზრუნველყოფა, რითაც შესაძლებელი იქნება მოსახლეობას გაეწიოს პირველადი სამედიცინო დახმარება. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე ამბულატორიებს გადაეცემათ 8 ავტომობილი–ნივა, რომელიც მოსახლეობაზე პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით უზრუნველყოფს ამბულატორიის მედპერსონალის ტრანსპორტირებას. 5.1.3 პარკინსონით დაავადებულ მოქალაქეთა მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა (პროგრამული კოდი 06 01 07) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით შემუშავებულ იქნა პროგრამა შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები პარკინსონით დაავადებულ მოქალაქეთა მედიკამენტებით უზრუნველყოფა. 5.2 სოციალური დაცვის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 06 02) პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას, მოხუცებულთა, მიუსაფართა და სოციალურად დაუცველთა კვებით და საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. 5.2.1 სოციალურად დაუცველი მოსახლეობის კვებით უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 02 01) უფასო სასადილოს პროგრამით სარგებლობენ შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სოციალურად დაუცველი უკიდურესად გაჭირვებული, მარტოხელა, მზრუნველობამოკლებულიდა უმწეო მდგომარეობაში მყოფი 42 ბენეფიციარი. ხორციელდება ყოველდღიური კვებით უზრუნველყოფა. 5.2.2 პირველი და მომდევნო ახალშობილზე ერთჯერადი მატერიალური დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 04) მუნიციპალიტეტის მრავალშვილიანი ოჯახების ხელშეწყობის მიზნით ხორციელდება ზემოაღნიშნული პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს ერთჯერად დახმარებას: პირველი შვილის შეძენის შემთხვევაში 300 ლარი; მეორე შვილის შეძენის შემთხვევაში 400 ლარი;
5.2.3 ხუთ და მეტ 18 წლამდე ასაკის მრავალშვილიან ოჯახებზე ერთჯერადი მატერიალური დახმარების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 05) მუნიციპალიტეტის მრავალშვილიანი ოჯახების ხელშეწყობის და სოციალური პირობების გაუმჯობესების მიზნით ქვეპროგრამის ფარგლებში 32 მრავალშვილიანი ოჯახს გაეწევა დახმარება, თითოეულს 1000 ლარის ოდენობით. 5.2.4 სარიტუალო მომსახურება (პროგრამული კოდი 06 02 06) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის უკიდურესად გაჭირვებული ოჯახების გარდაცვლილ პირთა დაკრძალვისათვის დახმარების გაცემა, თითოეულ ოჯახზე 250 ლარის ოდენობით (მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში). 5.2.5 18 წლამდე ასაკის დედ-მამით ობოლ ბავშვებზე ყოველთვიური მატერიალური დახმარებები (პროგრამული კოდი 06 02 10) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ 18 წლამდე ასაკის დედ-მამით ობოლ ბავშვთა ყოველთვიური მატერიალური დახმარების გაწევა. თითოეულზე ყოველწლიურად 1000 ლარის ოდენობით, აღნიშნული პროგრამით სარგებლობს 8 ბავშვი. 5.2.6 შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები დიალეზზე მყოფი ავადმყოფების ტრანსპორტირების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 11 ) პროგრამა ითვალისწინებს დიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარის ქ. ბათუმის კლინიკებში დიალიზის სეანსების ჩასატარებლად ტრანსპორტირებისათვის ფინანსურ დახმარებას. აღნიშნული ბენეფიციარები ძირითადად ცხოვრობენ სოფლად და არ აქვთ ტრანსპორტირების ხარჯები. პროგრამით გათვალისწინებული დახმარება მათთვის მნიშვნელოვან მხარდაჭერას წარმოადგენს. 5.2.7 შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიის შედეგად დაზარალებული სოფელ ჩანჩხალოს მოსახლეობაზე დახმარების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 13 ) აღნიშნული პროგრამა ითვალისწინებს სოფელ ჩანჩხალოში მცხოვრებ სტიქიის შედეგად დაზარალებულ 66 ოჯახზე ერთჯერად დახმარების (კომპენსაცია) გაცემას შესაბამისი გეოლოგიური დასკვნების და ხარჯთ აღრიცხვების შესაბამისად, რითაც გაუმჯობესდება მათი ყოველდღიური ცხოვრების პირობები. |
თავი III
შუახევის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები |
მუხლი 16.
შუახევის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები |
განისაზღვროს საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით, თანდართული რედაქციით:
. |
დოკუმენტის კომენტარები