„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 16 ნოემბრის №895 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 16 ნოემბრის №895 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 545
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 27/07/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/07/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 01/10/2015
სარეგისტრაციო კოდი 010250030.22.034.016447
545
27/07/2015
ვებგვერდი, 28/07/2015
010250030.22.034.016447
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 16 ნოემბრის №895 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება  №545

2015 წლის 27 ივლისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 16 ნოემბრის №895 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 16 ნოემბრის №895 ბრძანებით (ვებგვერდი, 16.11.2012, სარეგისტრაციო კოდი: 010240030.22.034.016142) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი:

„ზ) სამშენებლო სამმართველო.“.

2. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 7. ფინანსების მართვის მთავარი სამმართველოს კომპეტენცია:

ა) შეიმუშაოს სამინისტროს ყოველი მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტი და უზრუნველყოს შესაბამის ინსტანციებში მისი დროული წარდგენა;

ბ) უზრუნველყოს საბიუჯეტო სახსრების მოზიდვა და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით მათ ხარჯვაზე კონტროლის განხორციელება;

გ) უზრუნველყოს სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების მიერ განხორციელებული ღონისძიებების დაფინანსება;

დ) წლიური საბიუჯეტო კანონით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში უზრუნველყოს საფინანსო დოკუმენტაციის მომზადება საბიუჯეტო ასიგნებათა გადანაწილების ან გაზრდის/შემცირების თაობაზე;

ე) საბიუჯეტო კოდექსის თანახმად უზრუნველყოს სამინისტროს ბიუჯეტის კვარტალური და წლიური ანგარიშების შედგენა და შესაბამის ინსტანციებში წარდგენა;

ვ) განახორციელოს საბუღალტრო აღრიცხვის ორგანიზება და შემოსული პირველადი დოკუმენტაციის შემოწმება კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ზ) განახორციელოს სამინისტროს თანამშრომელთა ფულადი უზრუნველყოფა;

თ) მონაწილეობა მიიღოს ფინანსური და არაფინანსური აქტივების/ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარებაში;

ი) ინვენტარიზაციის შედეგებისა და მოქმედი კანონმდებლობის გათვალისწინებით უზრუნველყოს საბუღალტრო მონაცემებში შესაბამისი ცვლილებების განხორციელება;

კ) უზრუნველყოს ფინანსური ანგარიშგების (ბალანსი) შედგენა და შესაბამის ინსტანციებში წარდგენა დაწესებულ ვადებში;

ლ) უზრუნველყოს ბუღალტრული დოკუმენტების, აღრიცხვის რეგისტრების, ხარჯთა ნუსხების, მათი გაანგარიშებებისა და სხვა საბუთების შენახვა და დადგენილი წესით არქივში ჩაბარება;

მ) უზრუნველყოს სალაროს ოპერაციების წარმოება მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვით.“.

3. მე-8 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოს სამინისტროს ბალანსზე რიცხული შენობა-ნაგებობების მიმდინარე და კაპიტალური რემონტის ჩატარება, ხარჯთაღრიცხვის შედგენა, საჭირო სამშენებლო მასალების შეძენა, სამუშაოთა მიმდინარეობისა და მასალათა  ნორმირებული ხარჯვის კონტროლი;“.

4. დაემატოს შემდეგი შინაარსის 102 მუხლი:

„მუხლი 102. სამშენებლო სამმართველოს კომპეტენცია:

ა) უზრუნველყოს სამინისტროს დანაყოფებიდან სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების საჭიროების შესახებ შემოსული მოთხოვნების ერთიანი ფორმატის შემუშავება და მათი დანერგვა, ასევე შემოსული მოთხოვნების სისტემატიზაცია;

ბ) უზრუნველყოს სამინისტროს ინფრასტრუქტურის მუდმივი მონიტორინგი სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების საჭიროების წინასწარი იდენტიფიკაციისა და შემდგომი საქმიანობის დაგეგმვის მიზნით;

გ) უზრუნველყოს სამინისტროს ბალანსზე რიცხულ შენობა-ნაგებობათა სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების დაგეგმარების გაუმჯობესების საკითხებთან დაკავშირებით წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება და დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;

დ) უზრუნველყოს სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების ფინანსური პარამეტრების დადგენა (ხარჯთაღრიცხვის შედგენა), სანებართვო და საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება;

ე) უზრუნველყოს კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფიდან შემოსული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის განხილვა და შესაბამისი დასკვნების მომზადება;

ვ) სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების მიზნით, კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოს საპროექტო და სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების ტექნიკური დავალებების მომზადება;

ზ) შენობა-ნაგებობათა სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების თაობაზე გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებების შესრულების კონტროლის სათანადოდ განხორციელების მიზნით უზრუნველყოს მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კონტროლის გეგმა-გრაფიკის შედგენა;

თ) უზრუნველყოს მიმწოდებლების მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კონტროლის პროცესში აღმოჩენილი ხარვეზების, სტანდარტებიდან გადახრებისა და სხვა ტიპის პრობლემატიკის აღრიცხვა და რეაგირებისათვის შესაბამისი მოქმედებების დაგეგმვა-განხორციელება;

ი) უზრუნველყოს მიმდინარე სამშენებლო-სარემონტო სამუშაოებისა და საპროექტო დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობის კონტროლი და ამ მიზნით, საჭიროების მიხედვით, სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების განხორციელების პროცესში მესამე მხარის (სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების პროექტის საავტორო ზედამხედველი, კონსტრუქტორი, ექსპერტი და სხვა) მოწვევა;

კ) უზრუნველყოს სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების დასრულებისას სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოთა შესრულების ამსახველი დოკუმენტაციის შედგენა, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, შესრულებულ სამუშაოთა ხელშეკრულებით განსაზღვრულ სამუშაოებთან შესაბამისობის დადასტურების მიზნით ექსპერტის მოწვევა;

ლ) უზრუნველყოს დასრულებული სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების ექსპლუატაციაში მიღება მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს ექსპლუატაციის სამმართველოსთან ერთად;

მ) მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში სხვა საქმიანობის განხორციელება.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური