„კომერციული ბანკების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 18 იანვრის №4 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„კომერციული ბანკების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 18 იანვრის №4 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 25
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური
მიღების თარიღი 28/07/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/07/2015
ძალაში შესვლის თარიღი 31/07/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 20/10/2020
სარეგისტრაციო კოდი 220090000.19.012.016065
25
28/07/2015
ვებგვერდი, 29/07/2015
220090000.19.012.016065
„კომერციული ბანკების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 18 იანვრის №4 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური
„კომერციული ბანკების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 18 იანვრის №4 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის

ბრძანება  №25

2015 წლის 28 ივლისი

ქ.თბილისი

 

„კომერციული ბანკების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 18 იანვრის №4 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„კომერციული ბანკების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 18 იანვრის №4 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 220090000.19.012.016024, 23.01.2012 წ.) დამტკიცებული დებულების:

 

1. პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. დებულება არეგულირებს ბანკის მიერ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით, ფინანსური მონიტორინგის განხორციელების პრინციპებსა და წესებს, კერძოდ, ბანკის კლიენტებისა და სხვა შესაბამისი პირების იდენტიფიკაციის, სათანადო ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავების, შენახვისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის პირობებსა და წესებს, აგრეთვე, გარიგების აღსრულების შეჩერების თაობაზე საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მითითების შესრულების წესს.“.

2.  მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „შ“ ქვეპუნქტი:

„შ) გარიგების (ოპერაციის) აღსრულება  გარიგების (ოპერაციის) განხორციელება (მათ შორის, ქონების რეგისტრაცია) მონიტორინგის განმახორციელებელი პირის მიერ, გარდა „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ვ“, „კ“ და „ნ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მონიტორინგის განმახორციელებელი პირებისა.“.

 

3.  მე-4 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ1“ ქვეპუნქტი:

„ვ1) გარიგების აღსრულების შეჩერების თაობაზე საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მითითების შესრულების წესი და პროცედურა;“;

 ბ) მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1“ ქვეპუნქტი:

„ე1) გარიგების აღსრულების შეჩერების თაობაზე საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მითითების შესრულების წესი და პროცედურა;“;

 გ) მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ1“ ქვეპუნქტი:

„ზ1) გარიგების აღსრულების შეჩერების თაობაზე საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მითითების მიღების დადასტურებასა და შესრულებაზე პასუხისმგებელი თანამშრომლის/თანამშრომლების უფლება-მოვალეობები და პასუხისმგებლობა;“.

4.  მე-6 მუხლის მე-11 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:

„დ) ამ დებულების 121 მუხლით გათვალისწინებული წესით გარიგების აღსრულების შეჩერების თაობაზე საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მითითების მიღებისას.“.

5.  დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 121 მუხლი:

„მუხლი 121. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მითითება გარიგების (ოპერაციის) აღსრულების შეჩერების თაობაზე

1. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსი უფლებამოსილია, საეჭვო გარიგების შესახებ ვარაუდის არსებობისას, გარიგების თანხის ოდენობის მიუხედავად, ბანკს წერილობით მისცეს მითითება არაუმეტეს 72 საათის განმავლობაში (ამ ვადის გამოთვლისას მხედველობაში არ მიიღება დასვენებისა და უქმე დღეები) შესაბამისი გარიგების (ოპერაციის), აგრეთვე ამ გარიგებასთან (ოპერაციასთან) ან/და მასში მონაწილე პირებთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა გარიგების (ოპერაციის) აღსრულების შეჩერების თაობაზე. ასეთ შემთხვევაში საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური მასალებს დაუყოვნებლივ გადასცემს საქართველოს მთავარი პროკურატურის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურებს და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს.

2. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი უფლებამოსილია, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, ბანკს ზეპირად (უშუალოდ ან ელექტრონული კომუნიკაციის საშუალების გამოყენებით) ან წერილობით, ელექტრონული კომუნიკაციის საშუალების გამოყენებით მისცეს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მითითება, რომელიც მომდევნო 24 საათის განმავლობაში უნდა გაფორმდეს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის წერილობითი მითითებით და გადაეცეს ბანკს. ამ ვადის გასვლის შემდეგ, შესაბამისი წერილობითი მითითების მიუღებლობის შემთხვევაში, ბანკი წყვეტს ზემოაღნიშნული მითითების შესრულებას. ამ პუნქტით გათვალისწინებული მითითების მიცემის ფაქტზე დგება წერილობითი ოქმი ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით.

3. გარიგების აღსრულების შეჩერების თაობაზე საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მითითების ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ფორმით გაცემისას დაუყოვნებლივ, ერთი მხრივ, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისა და, მეორე მხრივ, მითითების მიმღები ბანკის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ ცალ-ცალკე, ურთიერთშეთანხმებით დგება წერილობითი ოქმები, რომლებშიც აღინიშნება:

ა) მითითების გამცემი (საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფლებამოსილი თანამშრომლის) და მიმღები (ბანკის უფლებამოსილი თანამშრომლის) პირის სახელი და გვარი, თანამდებობა;

ბ) მითითების გაცემის/მიღების ზუსტი დრო (საათისა და წუთის მითითებით);

გ) მითითების გაცემის/მიღების ფორმა (ზეპირი, მათ შორის, ელექტრონული კომუნიკაციის საშუალების გამოყენებით, ან წერილობითი, მათ შორის, ელექტრონული ფოსტის ან ელექტრონული კომუნიკაციის სხვა საშუალების გამოყენებით);

დ) მითითების შინაარსი, მათ შორის, ინფორმაცია, რომელიც გარიგების (გარიგებების) ან/და გარიგების (გარიგებების) განმახორციელებელი პირის იდენტიფიცირების შესაძლებლობას იძლევა;

ე) გარიგების აღსრულების შეჩერების ვადა;

ვ) ბანკის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ მითითების მიღების დადასტურების ფაქტი;

ზ) ოქმის შედგენის თარიღი და ზუსტი დრო;

თ)  საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის/ბანკის შესაბამისი უფლებამოსილი თანამშრომლის  ხელმოწერა.

4. ბანკი ვალდებულია გარიგების აღსრულების შეჩერების თაობაზე მითითების მიღებისთანავე, მიღებული მითითების შესაბამისი ფორმით, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს დაუყოვნებლივ დაუდასტუროს ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული მითითების მიღება და განახორციელოს აუცილებელი ღონისძიებები აღნიშნული მითითების შესრულების უზრუნველსაყოფად. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ფორმით გარიგების აღსრულების შეჩერების თაობაზე მითითების მიღების დადასტურების ფაქტი აისახება ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ ოქმში.

5. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ვადის ათვლა იწყება ბანკის მიერ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის წერილობითი მითითების ან საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის მითითების ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით მიღების მომენტიდან.

6. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული მითითება შეიძლება გაუქმდეს ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ ვადაზე ადრე, თუ საეჭვო გარიგების არსებობის ვარაუდი არ დადასტურდა, აგრეთვე გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს მთავარი პროკურატურის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურების ან საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წერილობითი მიმართვის საფუძველზე. ასეთ შემთხვევაში საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური ბანკს, ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით, დაუყოვნებლივ აცნობებს შესაბამისი მითითების გაუქმების თაობაზე, რაც მომდევნო 24 საათის განმავლობაში უნდა გაფორმდეს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის წერილობითი მითითებით და გადაეცეს ბანკს. ბანკი ვალდებულია, ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული მითითების გაუქმების თაობაზე შეტყობინების მიღებისთანავე, შეტყობინების შესაბამისი ფორმით, დაუყოვნებლივ დაუდასტუროს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს აღნიშნული შეტყობინების მიღება.

7. ბანკი ვალდებულია ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის წერილობითი მითითებები (მათ შორის, ელექტრონული ფორმით მიცემული) შეინახოს არანაკლებ 6 წლის განმავლობაში, თუ შესაბამისი საზედამხედველო ორგანო ამ მითითებების უფრო მეტი ვადით შენახვას არ მოითხოვს. 6 წლის ვადით შენახვას ექვემდებარება ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ოქმები.

8. ბანკი ვალდებულია სათანადო წესით გაფორმებული გადაწყვეტილებით დანიშნოს შესაბამისი თანამშრომელი (თანამშრომლები), რომელიც უფლებამოსილია ჩაიბაროს/მიიღოს ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული გარიგების აღსრულების შეჩერების თაობაზე საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის ან უფლებამოსილი თანამშრომლის მითითება და მითითების გაუქმების შესახებ შეტყობინება, დაუდასტუროს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს გარიგების აღსრულების შეჩერების თაობაზე მითითების და მითითების გაუქმების შესახებ შეტყობინების მიღება,  შეადგინოს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ოქმი და გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები ბანკის მიერ აღნიშნული მითითების შესრულების უზრუნველსაყოფად.

9. ბანკის ხელმძღვანელობასა და თანამშრომლებს (როგორც განსაზღვრული, ისე განუსაზღვრელი ვადით მომუშავე თანამშრომლებს) არა აქვთ უფლება შეატყობინონ შესაბამისი გარიგების მონაწილე პირებს და სხვა პირებს ინფორმაცია ამ მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების შესახებ.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2015 წლის 31 ივლისიდან.

საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსიმიხეილ როინიშვილი