„ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
„ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1328
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 08/04/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 20, 04/05/2005
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2007
სარეგისტრაციო კოდი 470.080.000.05.001.001.777
  • Word
1328
08/04/2005
სსმ, 20, 04/05/2005
470.080.000.05.001.001.777
„ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994-1995, №№23-26, მუხ. 559) მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 12. სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა

1. სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის უფლება აქვთ:

ა) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შესაბამის ლიცენზირებულ სამედიცინო დაწესებულებებს;

ბ) სახელმწიფო სასამართლო-საექსპერტო დაწესებულებას.

2. დაუშვებელია სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარება წინასწარი გამოძიების მწარმოებელი ორგანოების ან მათ დაქვემდებარებაში მყოფი დაწესებულების მიერ.

3. სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის უზრუნველყოფასა და დაფინანსებას ახორციელებს ექსპერტიზის დამნიშვნელი ორგანო (პირი) ან სახელმწიფო, სახელმწიფო ან სხვა სახსრებიდან გამოყოფილი პროგრამული დაფინანსების შემთხვევებში. წინასწარ პატიმრობაში მყოფი გამოსაკვლევი პირის ბადრაგირება და საექსპერტო დაწესებულებაში მისი დაცვა ხორციელდება სასჯელაღსრულების დაწესებულების მიერ.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი                                            მ. სააკაშვილი

თბილისი,

2005 წლის 8 აპრილი.

№1328-Iს