,,ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ’’ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 ივლისის #15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ’’ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 ივლისის #15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 18
დოკუმენტის მიმღები ლენტეხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 24/07/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/07/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 28/12/2017
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.115.016169
18
24/07/2015
ვებგვერდი, 29/07/2015
010250020.35.115.016169
,,ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ’’ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 ივლისის #15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ლენტეხის მუნიციპალიტეტი
 

ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №18

2015 წლის 24 ივლისი

დ. ლენტეხი

 

,,ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ’’ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 ივლისის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი  თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება  ,,ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ’’ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 ივლისის  №15 დადგენილებაში   შემდეგის მიხედვით:

გამგეობის  დებულების მე-11 მუხლს დაემატოს ,,ვ’’ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

,,ვ) ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამსახური’’.

მე-11 მუხლის ,,თ’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,თ) განათლების, კულტურის,  სპორტის განვითარების  და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სამსახური“.

მე-12 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

5) ,,განათლების, კულტურის,  სპორტის განვითარების  და  კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია’’.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემაიზერ ჩანქსელიანი