„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების - რეგიონალური სამმართველოების ტიპიური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2014 წლის 25 დეკემბრის N2-211 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 2-175
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი
მიღების თარიღი 29/07/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/07/2015
სარეგისტრაციო კოდი 340170000.22.032.016193
2-175
29/07/2015
ვებგვერდი, 30/07/2015
340170000.22.032.016193
„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების - რეგიონალური სამმართველოების ტიპიური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2014 წლის 25 დეკემბრის N2-211 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი
 
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება  №2-175

2015 წლის 29 ივლისი

ქ. თბილისი

„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების რეგიონალური სამმართველოების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2014 წლის 25 დეკემბრის №2-211 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ :

მუხლი 1
„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების - რეგიონალური სამმართველოების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2014 წლის 25 დეკემბრის №2-211 ბრძანებაში (ვებგვერდი, 25.12.2014, სარეგისტრაციო კოდი: 340170000.22.032.016162) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების - რეგიონალური სამმართველოების  ტიპური დებულების“ მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 ქვეპუნქტი:

„31. სამმართველოს უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელიც სამმართველოს უფროსის მიერ მოვალეობათა განხორციელების შეუძლებლობის ან მისი არყოფნის შემთხვევაში ასრულებს სამმართველოს უფროსის მოვალეობას.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სოფლის მეურნეობის მინისტრიოთარ დანელია