„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 30 ივნისის №61 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 80
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
მიღების თარიღი 30/07/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/07/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 30/09/2020
სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.038.016495
80
30/07/2015
ვებგვერდი, 31/07/2015
010240030.22.038.016495
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 30 ივნისის №61 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
 
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის

ბრძანება №80

2015 წლის 30 ივლისი

ქ. თბილისი

„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 30 ივნისის №61 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 30 ივნისის №61 ბრძანებაში (სსმ, 010240030.22.038.016476, 30.06.2015) შევიდეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების:

1. მე-15 მუხლის მე-3 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ამ დებულების დანართით განსაზღვრულ მოსამსახურეებს მინისტრის წინასწარი წერილობითი თანხმობით, გარდა დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორისა (დეპარტამენტის დირექტორის თანაშემწე), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრის წერილობითი თანხმობის გარეშე;“.

2. მე-15 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „პ1“ ქვეპუნქტი:

„პ1) მინისტრის წინასწარი წერილობითი თანხმობით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ახორციელებს ამ დებულების დანართით გათვალისწინებული მოსამსახურეების სხვა თანამდებობაზე ან სხვა ადგილმდებარეობის სამუშაოზე გადაყვანას, აგრეთვე მათთვის დაკავებული თანამდებობით გაუთვალისწინებელი დავალების დაკისრებას;“.

3. დებულების დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრიგიორგი მღებრიშვილი