შპს „სასტუმრო ანაკლიის“ სახსრებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ

შპს „სასტუმრო ანაკლიის“ სახსრებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 368
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 23/07/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/07/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2016
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.018752
368
23/07/2015
ვებგვერდი, 24/07/2015
300160070.10.003.018752
შპს „სასტუმრო ანაკლიის“ სახსრებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №368

2015 წლის 23 ივლისი

   ქ. თბილისი

 

შპს „სასტუმრო ანაკლიის“ სახსრებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „შპს „სასტუმრო ანაკლიის“ სახსრებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესი“.
მუხლი 2
დადგენილების მოქმედების ვადად განისაზღვროს პერიოდი ამ დადგენილების ამოქმედებიდან 2016 წლის 1 იანვრამდე.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი



შპსსასტუმრო ანაკლიისსახრებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. შპს „სასტუმრო ანაკლიის“ სახსრებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესი (შემდგომში წესი) ადგენს შპს „სასტუმრო ანაკლიის“ სახსრებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალურ წესს. ამ წესის მიზანია საქონლისა და მომსახურების განსახორციელებელი შესყიდვების პროცედურების გამარტივება და შპს „სასტუმრო ანაკლიის“ მიზნების შეუფერხებლად განხორციელების უზრუნველყოფა.

2. შპს „სასატუმრო ანაკლიის“ მიერ სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე ვრცელ­დე­ბა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი და „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტ­რო­ნული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის და­მ­ტკიცების შესახებ“ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9  ბრძანება.

3. შესყიდვების განხორციელებისას, შეიძლება გამოყენებულ იქნეს მსოფლიო ბანკის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, აზიის განვითარების ბანკის, სხვა დონორი (დამფინანსებელი) ორგანიზაციებისა და ქვეყნების მიერ განსაზღვრული შესყიდვის პროცედურები, თუ შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებული სამართალურთიერთობის მონაწილე  რომელიმე ზემოაღნიშნული სუბიექტია. იმ შემთხვევაში, თუ სუბიექტები არ არიან შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებული სამართალურთიერთობის მონაწილენი, მათი, აგრეთვე სხვა სუბიექტების შესყიდვის პროცედურები შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს მხოლოდ საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე.

4. საქონლისა და მომსახურების შესყიდვების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ამ წესის შესაბამისად.

5. წესი არ მოქმედებს იმ შესყიდვებზე, რომლებზეც არ ვრცელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები/მოქმედება.

 

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) შემსყიდველი შპს „სასტუმრო ანაკლია“;

ბ) შესყიდვა შემსყიდველის სახსრებით, ამ წესის დანართით განსაზღვრული საქონლისა და მომსახურების შესყიდვა ამავე წესით განსაზღვრული პროცედურებისა და პირობების შესაბამისად;

გ) შესყიდვის ობიექტი შესასყიდი საქონელი ან/და მომსახურება;

დ) შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტი იდენტური, ასევე  არაიდენტური, მაგრამ მსგავსი კომპონენტების, ტექნიკური მაჩვენებლების (მახასიათებლების) ან/და ფუნქციების მქონე შესყიდვის ობიექტები. შესყიდვის ობიექტების ერთგვაროვნება დგინდება „შესყიდვის ობიექტების იდენტიფიცირებისა და ერთგვაროვნების დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2010 წლის 20 სექტემბრის №7 ბრძანების შესაბამისად;

ე) საქონელი ნებისმიერი სახისა და აღწერილობის ქონება (გარდა უძრავი ქონებისა) როგორც მყარ, ისე თხევად ან აირად მდგომარეობაში, აგრეთვე საქონლის მიწოდების თანმდევი მომსახურება, თუ ამ მომსახურების ღირებულება არ აღემატება საქონლის ღირებულებას;

ვ) მომსახურება შესყიდვის ნებისმიერი ობიექტი, საქონლისა და სამშენებლო სამუშაოს გარდა;

ზ) ერთ პირთან მოლაპარაკება საქონლისა და მომსახურების შესყიდვის საშუალება, როდესაც დასაშვებია მიმწოდებლის პირდაპირი (გამარტივებული)  შერჩევა;

თ) სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული, სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემა (შემდგომში სისტემა);

ი) შესყიდვის ელექტრონული პროცედურა ამ წესის დანართით გათვალისწინებული საქონლისა და მომსახურების ელექტრონული შესყიდვის საშუალება, რომლის განხორციელების წესი და პირობები განისაზღვრება ამ წესით (ამ წესით განსაზღვრული წინადადების უზრუნველყოფის მიზნებისათვის, შესაძლებელია  გამოყენებულ იქნეს ტერმინი ტენდერი);

კ) პრეტენდენტი პირი, რომელმაც შესყიდვის ელექტრონულ პროცედურაში მონაწილეობის მიზნით გადაიხადა მონაწილეობის საკომისიო;

ლ)  მიმწოდებელი პირი, რომელიც შემსყიდველს აწვდის საქონელს ან/და უწევს მომსახურებას ამ წესის შესაბამისად;

მ) გადაუდებელი აუცილებლობა ვითარება, რომელიც რეალურ საფრთხეს უქმნის შემსყიდველის ფუნქციონირებას და რომელიც არ შეიძლებოდა ყოფილიყო წინასწარ განსაზღვრული ან/და რომლის დადგომა არ არის გამოწვეული შემსყიდველის ქმედებით ან, რომელმაც შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს შემსყიდველის ქონებას;

ნ) კომისია შემსყიდველის დირექტორის ბრძანებით შექმნილი კომისია, რომელიც იღებს ამ წესით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებებს;

ო) წინადადება ამ წესის მოთხოვნათა დაცვით, სისტემის მეშვეობით, პრეტენდენტის მიერ წარდგენილი ტექნიკური დოკუმენტაცია, საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები და სისტემის შესაბამის ველში მითითებული პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული ფასი;

პ) შესყიდვის ელექტრონული პროცედურა დასრულებულია უარყოფითი შედეგით შესყიდვის ელექტრონული პროცედურა ითვლება უარყოფითი შედეგით დასრულებულად, როდესაც შემსყიდველის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ სისტემაში აიტვირთება კომისიის შესაბამისი სხდომის ოქმი, რითაც დასტურდება, რომ წინადადების ყველაზე დაბალი ფასის მქონე ერთმა ან რამდენიმე პრეტენდენტმა მიიღო დისკვალიფიკაცია;

ჟ) შესყიდვის ელექტრონული პროცედურა არ შედგა შესყიდვის ელექტრონული პროცედურა ითვლება არშემდგარად, როდესაც არცერთმა პირმა არ მიიღო მონაწილეობა შესყიდვის ელექტრონულ პროცედურაში;

რ) შესყიდვის ელექტრონული პროცედურა შეწყვეტილია შესყიდვის ელექტრონული პროცედურა ითვლება შეწყვეტილად, როდესაც შემსყიდველის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ აიტვირთება კომისიის შესაბამისი სხდომის ოქმი;

ს) შესყიდვის ობიექტის სახელშეკრულებო ღირებულება ამ წესის შესაბამისად, გამარჯვებულ პრეტენდენტთან დასადები ხელშეკრულების ღირებულება, რომელიც მითითებულია კონკრეტული შესყიდვის ელექტრონული პროცედურის შესაბამის ველში;

ტ) CPV – „შესყიდვის ობიექტების იდენტიფიცირებისა და ერთგვაროვნების დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2010 წლის 20 სექტემბრის №7 ბრძანებით განსაზღვრული საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მიღებული კლასიფიკატორი.

 

მუხლი  3.  შემსყიდველის უფლება-მოვალეობები

1. შემსყიდველი უფლებამოსილია:

ა) ამ წესის შესაბამისად  შეარჩიოს პრეტენდენტები;

ბ) ამ წესის დაცვით შეარჩიოს მიმწოდებელი და დადოს მასთან შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება (შემდგომში ხელშეკრულება);

გ) ხელშეკრულების დადებამდე ნებისმიერ დროს შეწყვიტოს შესყიდვის ელექტრონული პროცედურა, თუ ეს აუცილებელი გახდება მისგან დამოუკიდებელი ან/და წინასწარ გაუთვალისწინებელი ობიექტური მიზეზებით, აგრეთვე  შემსყიდველის ბიზნესინტერესებიდან გამომდინარე;

დ) განახორციელოს მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლი და ზედამხედველობა;

ე) შეაჩეროს ან შეწყვიტოს ხელშეკრულების მოქმედება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების არსებობისას.

2. შემსყიდველი ვალდებულია:

ა) განახორციელოს შესყიდვის პროცედურები შესყიდვებისათვის გამოყოფილი თანხის ფარგლებში, ამ წესით დადგენილი პირობების დაცვით;

ბ) შესყიდვის ელექტრონული პროცედურის შეწყვეტის შემთხვევაში, არაუგვიანეს 5 (ხუთი) კალენდარული დღის ვადაში, აცნობოს ეს გადაწყვეტილება ყველა პრეტენდენტს. ამ შემთხვევაში, შემსყიდველი არ არის ვალდებული პრეტენდენტებს წარუდგინოს რაიმე მტკიცებულება ან დეტალური ინფორმაცია, რომლის საფუძველზეც მიიღო ეს გადაწყვეტილება. შესყიდვის ელექტრონული პროცედურის შეწყვეტის შემთხვევაში, შემსყიდველი არ არის ვალდებული პრეტენდენტებს აუნაზღაუროს შესყიდვაში მონაწილეობასთან ან/და ხელშეკრულების მომზადებასთან დაკავშირებული ხარჯები.

 

მუხლი 4. ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების პირობები და წესები

1. ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების პირობები ეხება შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებულ შემდეგ საქმიანობას:

ა) შესყიდვის ელექტრონული პროცედურის შემთხვევაში, წინადადების განხილვას, შერჩევას და შეფასებას;

ბ) ამ წესით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მოლაპარაკების გამართვას;

გ) ხელშეკრულების შესრულებაზე კონტროლსა და ზედამხედველობას;

დ) მიმწოდებლის შერჩევას ერთ პირთან მოლაპარაკებით შესყიდვის შემთხვევაში.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საქმიანობის განმახორციელებელ პირს ექნება ინტერესთა კონფლიქტი პრეტენდენტთან ან მიმწოდებელთან, თუ მათ შორის არსებობს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლით გათვალისწინებული ურთიერთობები.

3. დაუშვებელია, პრეტენდენტმა ან მიმწოდებელმა ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საქმიანობის განმახორციელებელ პირზე პირდაპირ ან არაპირდაპირ მოახდინოს ზეგავლენა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

4. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საქმიანობის განმახორციელებელი პირისთვის ცნობილი გახდება პრეტენდენტის ან მიმწოდებლის ვინაობა, იგი ვალდებულია წერილობით დაადასტუროს, რომ ამ შესყიდვის განხორციელებაში მისი მონაწილეობა არ იწვევს ინტერესთა კონფლიქტს.

5. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საქმიანობის განმახორციელებელ პირს წარმოეშობა ინტერესთა კონფლიქტი, მან დაუყოვნებლივ უნდა განაცხადოს აღნიშნულის თაობაზე და უნდა შეწყვიტოს მონაწილეობა ამ შესყიდვის განხორციელებაში.

 

მუხლი  5.  შესყიდვების დაგეგმვა

1. შემსყიდველი შესყიდვებს ახორციელებს წინასწარ განსაზღვრული წლიური გეგმის შესაბამისად, რომელსაც ამტკიცებს შემსყიდველის დირექტორი.

2. შემსყიდველის გადაწყვეტილებით, ერთი საბიუჯეტო (საფინანსო) წლის განმავლობაში, შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების შესყიდვა შესაძლებელია განხორციელდეს ეტაპობრივად.

 

მუხლი 6.  შესყიდვის საშუალებები და მათი განსაზღვრის წესი

1. შესყიდვის საშუალებებია:

ა) ერთ პირთან მოლაპარაკება;

ბ) შესყიდვის ელექტრონული პროცედურა.

2. შესყიდვა ხორციელდება შესყიდვის ელექტრონული პროცედურის საშუალებით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

3. შესყიდვა შეიძლება განხორციელდეს ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით, შემდეგი პირობებიდან  ერთ-ერთის არსებობისას:

ა) შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტის სავარაუდო ღირებულება ერთი საბიუჯეტო (საფინანსო) წლის განმავლობაში არ აღემატება 100 000 (ასი ათასი) ლარს;

ბ) საქონლის მიწოდება ან მომსახურების გაწევა არის მხოლოდ ერთი პირის ექსკლუზიური უფლება;

გ) მიმწოდებლისაგან შესყიდული ობიექტის ხარისხის გაუარესების თავიდან აცილების ან/და მისი შემდგომი ექსპლუატაციის უზრუნველყოფის მიზნით აუცილებელია შესყიდვა იმავე მიმწოდებლისაგან, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც განსახორციელებელი შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება აღემატება თავდაპირველი მიწოდების ღირებულებას;

დ) ხორციელდება ერთი ან ერთზე მეტი ავტოსატრანსპორტო საშუალების, კომპიუტერული ტექნიკის ან ნებისმიერი სიმძლავრისა და ტიპის ელექტროგენერატორის ახალი, იმავე ან გაუმჯობესებული პარამეტრების მქონე ერთი ან ერთზე მეტი ავტოსატრანსპორტო საშუალებით, კომპიუტერული ტექნიკით ან/და ნებისმიერი სიმძლავრისა და ტიპის ელექტროგენერატორით ჩანაცვლება. ასეთ შემთხვევაში, ახალი ავტოსატრანსპორტო საშუალების, კომპიუტერული ტექნიკის ან/და ნებისმიერი სიმძლავრისა და ტიპის ელექტროგენერატორის ღირებულების ნაწილი ანაზღაურდება ჩასანაცვლებელი ავტოსატრანსპორტო საშუალების, კომპიუტერული ტექნიკის ან/და ნებისმიერი სიმძლავრისა და ტიპის ელექტროგენერატორის მიმწოდებლისათვის დაბრუნებით ან სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირისათვის გადაცემით, რომელიც ახდენს მსგავსი პროდუქციის (საქონლის) რეალიზაციას;

ე) ხორციელდება წარმომადგენლობით ხარჯებთან დაკავშირებული შესყიდვა. ამ წესის თავისებურებათა გათვალისწინებით, წარმომადგენლობითი ხარჯები განისაზღვრება საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიხედვით;

ვ) შესყიდვა ხორციელდება საქართველოს ნორმატიული აქტით დადგენილი გადასახდელების გადახდის გზით;

ზ) ხორციელდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული წლოვანების ან/და პირობების მქონე გარანტიის ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მომსახურების, ან/და ასეთი მომსახურებისათვის საჭირო სათადარიგო ნაწილების, ან/და საცხებ-საპოხი მასალების სახელმწიფო შესყიდვა;

თ) არსებობს ამ წესის მე-2 მუხლის „მ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გადაუდებელი აუცილებლობა, რის შესახებაც გადაწყვეტილებას იღებს შემსყიდველის დირექტორი ან კომისია.

4. შესყიდვის ობიექტის ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“-„თ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, შესყიდვის განხორციელებისას, მისი ღირებულება არ უჯამდება ამ შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების სავარაუდო ღირებულებას.

 

მუხლი 7.  კომისიის შექმნისა და საქმიანობის წესი

 1. შესყიდვის ელექტრონულ პროცედურებს ატარებს კომისია, რომელსაც ბრძანებით ქმნის შემსყიდველის დირექტორი არანაკლებ 3 (სამი) წევრის შემადგენლობით.

2. კომისიის წევრებად ინიშნებიან შემსყიდველის თანამშრომლები.

3. კომისიას თავმჯდომარეობს შემსყიდველის დირექტორი ან მის მიერ დანიშნული პირი.

4. კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, კომისიაში ექსპერტებად და კონსულტანტებად შეიძლება მოწვეულ იქნენ შესაბამისი დარგის სპეციალისტები.

5. კომისია გადაწყვეტილებებს იღებს კომისიის წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. კომისიის წევრს, რომელიც არ ეთანხმება კომისიის გადაწყვეტილებას, უფლება აქვს  წერილობით წარადგინოს თავისი მოსაზრება, რომელიც უნდა დაერთოს კომისიის გადაწყვეტილებას. ხმათა თანაბრად განაწილების შემთხვევაში, გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.

6. კომისიის ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა აისახოს კომისიის შესაბამის სხდომის ოქმში. გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება კომისიის ყველა დამსწრე წევრის მიერ სხდომის ოქმზე ხელმოწერის შემდეგ. ყველა ის სხდომის ოქმი, რომელიც შეიქმნება, ატვირთულ უნდა იქნეს სისტემაში. სისტემაში ატვირთული სხდომის ოქმის შეცვლა შესაძლებელია, მხოლოდ  სისტემაში უკვე ატვირთული სხდომის ოქმის გაუქმებით და შეცვლილი, დამატებული სხდომის ოქმის სისტემაში ატვირთვის გზით.

 

მუხლი 8.  კომისიის აპარატი

1. კომისიის საქმიანობის ტექნიკური და ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით, შემსყიდველის დირექტორის ბრძანებით შემსყიდველის თანამშრომელთა შემადგენლობით იქმნება კომისიის აპარატი (შემდგომში აპარატი), რომელსაც ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარე.

2. აპარატის ფუნქციაა შესყიდვის ელექტრონული პროცედურის ჩატარების შესახებ განცხადების, დოკუმენტაციის და შესყიდვის მიმდინარეობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ორგანიზაციული საკითხის მოგვარების უზრუნველყოფა.

3. აპარატს უფლება აქვს მიაწოდოს პრეტენდენტებს ინფორმაცია და განმარტებები შესყიდვის ელექტრონულ პროცედურებთან დაკავშირებით.

4. აპარატი ვალდებულია, ყოველი შესყიდვის ელექტრონული პროცედურის ჩატარებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტი და ინფორმაციული მასალა აკინძოს ერთ საქმედ და უზრუნველყოს მისი შენახვა ხელშეკრულების დადებიდან 3 (სამი) წლის განმავლობაში, ხოლო მრავალწლიანი შესყიდვის ხელშეკრულების დადების შემთხვევაში ხელშეკრულების მოქმედების ვადის დასრულებიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში.

 

მუხლი 9. განცხადება შესყიდვის ელექტრონული პროცედურის ჩატარების შესახებ

1. შესყიდვის ელექტრონული პროცედურის ჩატარების შესახებ განცხადების (შემდგომში განცხადება) შევსება და განთავსება ხდება სისტემის მეშვეობით. წინადადებების მიღების დაწყებისა და დასრულების ვადის ათვლა იწყება განცხადების სისტემაში განთავსებიდან.

2. განცხადების და დოკუმენტაციის გაცნობის ვადა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 3 (სამი) კალენდარულ დღეს განცხადებისა და დოკუმენტაციის სისტემაში განთავსების მომენტიდან. ამ ვადის დასრულებიდან 3 (სამი) სამუშაო დღის განმავლობაში, პრეტენდენტს შეუძლია სისტემის საშუალებით წარადგინოს წინადადება და ელექტრონული ვაჭრობის გზით შეცვალოს წარდგენილი წინადადების ფასი, კლებადობის პრინციპით და ბიჯის გათვალისწინებით.

3. განცხადებაში უნდა მიეთითოს შემდეგი ინფორმაცია:

ა) განცხადების ნომერი;

ბ) შემსყიდველის დასახელება;

გ) გამოცხადების თარიღი, ზუსტი დროის მითითებით;

დ) წინადადებების მიღების დაწყებისა და დასრულების თარიღი, ზუსტი დროის მითითებით;

ე) შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება;

ვ) მითითება იმის შესახებ, რომ წინადადება წარდგენილი უნდა იქნეს დამატებული ღირებულების გადასახადის (შემდგომში დღგ) გათვალისწინებით, თუ  მის გარეშე;

ზ) შესყიდვის ობიექტის რაოდენობა ან მოცულობა;

თ) შესყიდვის ობიექტის მიწოდების ან შესრულების ვადა;

ი) ბიჯის ოდენობა;

კ) CPV.

4. განცხადებაში შესაბამისი მითითების საფუძველზე, პრეტენდენტთა მიერ წინადადების ფასის წარდგენა ხდება დღგ-ის გათვალისწინებით ან მის გარეშე.

5. განცხადებას გააჩნია დამატებითი ინფორმაციის ველი, რომელიც შესაძლოა გამოყენებულ იქნეს შემსყიდველის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ შესყიდვის ობიექტის დამატებითი აღწერის მიზნით.

6. განცხადების სისტემაში განთავსებისთვის აუცილებელია დოკუმენტაციის ატვირთვა სისტემაში.

 

მუხლი 10. შესყიდვის ელექტრონული პროცედურის დოკუმენტაციის სისტემაში განთავსება და დოკუმენტაციაში ცვლილების შეტანა

კომისიას უფლება აქვს, წინადადების მიღების დროის დაწყებამდე, შეიტანოს ცვლილება განცხადებასა და დოკუმენტაციაში მითითებულ მონაცემებში. დოკუმენტაციაში ცვლილების შეტანა შესაძლებელია დოკუმენტაციის გაუქმებით და შეცვლილი, დამატებული დოკუმენტაციის სისტემაში ატვირთვის გზით. დაუშვებელია შესყიდვის ობიექტის ცვლილება.

 

მუხლი 11.  წინადადების წარდგენა

1. შესყიდვის ელექტრონულ პროცედურაში მონაწილეობის მისაღებად პრეტენდენტს შეუძლია წარადგინოს წინადადება, წინადადების მიღების ვადის დაწყების ეტაპიდან წინადადების მიღების ვადის დასრულებამდე.

2. წინადადების წარდგენამდე ნებისმიერ პირს უფლება აქვს სისტემაში გაეცნოს განცხადებას და დოკუმენტაციას.

3. წინადადების წარდგენა შესაძლებელია, მხოლოდ სისტემის მეშვეობით. პრეტენდენტის შეთავაზება უნდა შეიცავდეს ტექნიკური დოკუმენტაციით მოთხოვნილ მასალებს.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების ატვირთვის შემდგომ, პრეტენდენტმა სისტემის შესაბამის ველში უნდა მიუთითოს წინადადების ფასი, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებას და უნდა იყოს შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, სულ მცირე  ერთი ბიჯით ნაკლები. ტექნიკური დოკუმენტაციის ატვირთვისა და წინადადების ფასის მითითების შემდეგ, დაუშვებელია ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაციის შეცვლა, დამატება, გაუქმება ან წაშლა.

5. ელექტრონული ვაჭრობის წესი და პირობები განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით, შემსყიდველის თავისებურებათა გათვალისწინებით.

 

მუხლი 12. ტექნიკური და საკვალიფიკაციო მოთხოვნები პრეტენდენტის მიმართ და შესყიდვის ობიექტის აღწერის წესი

1. შემსყიდველი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უფლებამოსილია განსაზღვროს მოთხოვნები, რომელთაც უნდა აკმაყოფილებდეს შესყიდვის ობიექტი, პრეტენდენტთა ტექნიკური დოკუმენტაცია და საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები.

2. ტექნიკური მოთხოვნები შეიძლება დაწესებულ იქნეს პრეტენდენტთა პროფესიული კვალიფიკაციის, ფინანსური რესურსების, გამოცდილებისა და რეპუტაციის, ტექნიკური აღჭურვილობისა და სხვა საკითხების მიმართ.

3. შემსყიდველი შესყიდვის ობიექტის ნიმუშის წარდგენის ვალდებულებას განსაზღვრავს დოკუმენტაციაში. პრეტენდენტის მიერ ნიმუშის წარუდგენლობა ან მისი შეუსაბამობა განცხადების ან/და დოკუმენტაციის მოთხოვნებთან, ან სისტემის მეშვეობით პრეტენდენტის მიერ წარდგენილ ტექნიკურ დოკუმენტაციასთან გამოიწვევს მის დისკვალიფიკაციას. პრეტენდენტს შესყიდვის ობიექტის ნიმუში უბრუნდება გონივრულ ვადაში, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ნიმუში მალფუჭებადი ნივთია.

4. საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენის მოთხოვნები შეიძლება დაწესებულ იქნეს პრეტენდენტთა მდგომარეობასთან/საქმიანობის სამართლებრივ მხარესთან დაკავშირებით (სარეგისტრაციო მონაცემები, უფლებრივი შეზღუდვები და სხვ.).

5. დაუშვებელია შესყიდვის ობიექტის აღწერილობაში გამოყენებულ იქნეს ისეთი მახასიათებლები და ტერმინოლოგია, რომლებიც ორაზროვანია და უშვებს სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაციის შესაძლებლობას.

 

მუხლი 13.  შერჩევა/შეფასება

1. კომისიის მიერ პრეტენდენტთა შეფასება ხდება წინადადების ფასის, მათ მიერ სისტემაში განთავსებული ტექნიკური დოკუმენტაციისა და საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტაციის მიხედვით  ამავე პუნქტით გათვალისწინებული თანმიმდევრობით.

2. პრეტენდენტის წინადადების ფასის შეფასება ხდება ელექტრონული ვაჭრობის ეტაპის დასრულების შემდგომ. შემსყიდველი შერჩევის პირველ ეტაპზე ადგენს დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტს.

3. იმ შემთხვევაში, თუ ორი ან მეტი პრეტენდენტის მიერ სისტემაში მითითებულია თანაბარი ფასი, უპირატესობა ენიჭება იმ პრეტენდენტს, რომელმაც პირველმა მიუთითა წინადადების აღნიშნული ფასი.

4. კომისიამ უნდა იმსჯელოს, შეესაბამება თუ არა წინადადების ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია სისტემაში განთავსებულ ტექნიკურ დოკუმენტაციას. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ სისტემაში ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაცია არ შეესაბამება განცხადებასა და დოკუმენტაციაში მითითებულ მოთხოვნებს, კომისიის გადაწყვეტილებით ხდება პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია, გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

5. კომისია არ ახდენს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას, თუ მის მიერ სისტემაში ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაცია არ შეიცავს ისეთ მონაცემებს ან/და შეიცავს ისეთ უზუსტობებს, რომელთა წარდგენა ან/და დაზუსტება არ გამოიწვევს ტექნიკური დოკუმენტაციის არსებით ცვლილებას ან/და არ გაზრდის წინადადების ფასს, ასევე პრეტენდენტის მიერ დაშვებული მექანიკური შეცდომისას, როგორიცაა არასწორი ჯამის ან ნამრავლის მითითება, სიტყვიერი და ციფრობრივი გამოსახულების შეუსაბამობა, რომელიც შესაძლებელია შესწორდეს დაზუსტების გარეშე, ერთეულის ფასის უპირატესობის პრინციპის გათვალისწინებით.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, შემსყიდველი მიმართავს პრეტენდენტს მის მიერ წარდგენილი ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტების მოთხოვნით, რისთვისაც განუსაზღვრავს გონივრულ ვადას, მაგრამ არაუმეტეს 5 (ხუთი) სამუშაო დღისა. თუ აღნიშნულ ვადაში არ მოხდა წარდგენილი დოკუმენტაციის დაზუსტება, კომისია ახდენს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. იმ შემთხვევაში, თუ სისტემაში მთლიანი ტექნიკური დოკუმენტაცია ატვირთულია ხარვეზის მქონე ელექტრონული დოკუმენტის სახით (რომელიც არ იკითხება), შემსყიდველს უფლება არ აქვს პრეტენდენტს მიმართოს ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტების მოთხოვნით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ხარვეზიანია ტექნიკური დოკუმენტაციის ისეთი ნაწილი, რომლის წარდგენა ან/და დაზუსტება არ გამოიწვევს ტექნიკური დოკუმენტაციის არსებით ცვლილებას ან/და არ გაზრდის წინადადების ფასს. ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტების მოთხოვნა დასაშვებია, მხოლოდ საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენის მოთხოვნამდე.

7. იმ შემთხვევაში, თუ წინადადების ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაცია შეესაბამება განცხადებასა და დოკუმენტაციაში მითითებულ მოთხოვნებს, კომისია მიმართავს მას საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენის მოთხოვნით, რისთვისაც განუსაზღვრავს გონივრულ ვადას, მაგრამ არაუმეტეს 5 (ხუთი) სამუშაო დღისა.

8. იმ შემთხვევაში, თუ წინადადების ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაცია და საკვალიფიკაციო მონაცემები შეესაბამება განცხადებასა და დოკუმენტაციაში მითითებულ მოთხოვნებს, შემსყიდველის მიერ ხარჯთაღრიცხვის ან/და ფასების ცხრილის მოთხოვნა უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების დასადებად, მოწვევასთან ერთად.

9. პრეტენდენტის მიერ დაზუსტებული ტექნიკური დოკუმენტაციისა და საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლების წარდგენა შემსყიდველისათვის ხდება სისტემის მეშვეობით.

10. თუ წინადადების ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტის მიერ წარდგენილი ტექნიკური დოკუმენტაცია არ შეესაბამება განცხადებას ან/და დოკუმენტაციას, ან მის მიერ საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების წარუდგენლობის ან/და ხარვეზის მქონე მონაცემების წარდგენის შემთხვევაში კომისია ვალდებულია, მოახდინოს ამ პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია. ასეთ შემთხვევაში, შემსყიდველს უფლება აქვს ამ მუხლის მე-7 პუნქტში აღნიშნული მოთხოვნით მიმართოს წინადადების ყველაზე დაბალი ფასის მქონე მომდევნო პრეტენდენტს, თუ ამ პრეტენდენტის მიერ სისტემაში ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაცია შეესაბამება განცხადებასა და დოკუმენტაციაში მითითებულ მოთხოვნებს. თუ წინადადების მომდევნო, ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტის წინადადების ფასი ბაზარზე შეცვლილი გარემოებების შედეგად მნიშვნელოვნად აღემატება ამ შესყიდვის ობიექტის საბაზრო ღირებულებას, კომისიას უფლება აქვს  შეწყვიტოს შესყიდვის ელექტრონული პროცედურა.

 

მუხლი 14.  დისკვალიფიკაცია

1. კომისია ახდენს მიმწოდებლის ან/და პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად. პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის  შესახებ ოქმი ატვირთულ უნდა იქნეს სისტემაში.

2. მიმწოდებელი ან/და პრეტენდენტი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას შემდეგ შემთხვევებში:

ა) თუ მის მიერ წარდგენილი ტექნიკური დოკუმენტაცია, ამ წესის მე-13 მუხლის მე-6 პუნქტის გათვალისწინებით, არ შეესაბამება განცხადებას ან/და დოკუმენტაციას;

ბ) თუ საკვალიფიკაციო მონაცემები არ შეესაბამება შესყიდვის ელექტრონული პროცედურის ჩატარების შესახებ დოკუმენტაციით განსაზღვრულ მოთხოვნებს;

გ) თუ პრეტენდენტი უარს იტყვის თავის წინადადებაზე;

დ) თუ ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით, ჩაიდენს არაკეთილსინდისიერ  ქმედებას;

ე) თუ გამარჯვებული პრეტენდენტი არ წარადგენს ფასების ცხრილს/ხარჯთაღრიცხვას, უარს აცხადებს ხელშეკრულების დადებაზე ან/და სხვაგვარად გამოხატავს უარს ხელშეკრულების დადებაზე.

 

მუხლი 15.  შესყიდვის ელექტრონული პროცედურის ჩატარების შედეგად ხელშეკრულების დადება და სისტემაში ატვირთვა

1. ამ წესის შესაბამისად, გამარჯვებული პრეტენდენტის წინადადებით განსაზღვრული პირობებისა და დოკუმენტაციის საფუძველზე, გამარჯვებულ პრეტენდენტსა და შემსყიდველს შორის იდება ხელშეკრულება, რომელიც ატვირთულ უნდა იქნეს სისტემაში.

2. ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის ღირებულება არ შეიძლება აღემატებოდეს გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ სისტემის მეშვეობით დაფიქსირებულ საბოლოო ფასს.

3. გამარჯვებული პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის ან მის მიერ ხელშეკრულების დადებაზე უარის თქმის შემთხვევაში, კომისიას უფლება აქვს განიხილოს საუკეთესო ფასის მქონე მომდევნო პრეტენდენტის წინადადება ან შეწყვიტოს შესყიდვის ელექტრონული პროცედურა, ამ წესის შესაბამისად.

4. მიმწოდებელთან დადებული ხელშეკრულების პირობების გადასინჯვის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

             

მუხლი 16.  ხელშეკრულების გაფორმების წესი

1. ხელშეკრულება იდება წერილობითი ფორმით და უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

ა) მხარეთა ზუსტ დასახელებასა და რეკვიზიტებს;

ბ) ხელშეკრულების ობიექტის დასახელებას, კლასიფიკატორის შესაბამისი კლასის, ჯგუფის ან დანაყოფის კოდს, ტექნიკურ პარამეტრებს, ძირითად მახასიათებლებს, რაოდენობას, ერთეულის და მთლიან ღირებულებას (ფასდათმობების, გადასახადების, ტრანსპორტირების, დაზღვევისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით);

გ) ხელშეკრულებით გათვალისწინებულ თანხას - ხელშეკრულების ღირებულებას;

დ) საქონლის მიწოდების, მომსახურების გაწევის ვადასა და ადგილს;

ე) ხელშეკრულების შესრულების გარანტიას ან დაზღვევის პირობებს (გამოყენების შემთხვევაში);

ვ) საქონლის, მომსახურების მიღება-ჩაბარების წესს;

ზ) ანგარიშსწორების ფორმას, გრაფიკსა და ადგილს;

თ) ხელშეკრულების შესრულების კონტროლის პირობებს;

ი) ხელშეკრულების მოქმედების კონკრეტულ ვადას;

კ) ხელშეკრულების დადების სამართლებრივ საფუძველს.

2. შემსყიდველი უფლებამოსილია ხელშეკრულებაში გაითვალისწინოს დამატებითი პირობები.

3. ხელშეკრულების დადება არ არის სავალდებულო:

ა) ინტერნეტით გამოწერის გზით, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელებული შესყიდვისას;

ბ) წარმომადგენლობით ხარჯებთან დაკავშირებული შესყიდვის განხორციელებისას;

გ) საქართველოს ნორმატიული აქტით დადგენილი გადასახდელების გადახდის გზით განხორციელებული შესყიდვისას;

დ) თუ ერთგვაროვანი შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება ერთი საბიუჯეტო (საფინანსო) წლის განმავლობაში არ აღემატება 5000 (ხუთი ათასი) ლარს.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ხელშეკრულება შესაძლებელია ჩანაცვლდეს შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტით, რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

ა) შესყიდვის ობიექტის დასახელებას;

ბ) შესყიდვის ობიექტის ღირებულებას;

გ) შესყიდვის ობიექტის ღირებულების გადახდის დადასტურებას;

დ) მიმწოდებლის დასახელებასა და საიდენტიფიკაციო ნომერს.

5. ინტერნეტით გამოწერის გზით გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განსახორციელებელი შესყიდვის შემთხვევაში, ამ მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი შესაძლებელია ჩანაცვლდეს ინტერნეტის საშუალებით, გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტით.

6. ხელშეკრულების პირობების შეცვლა დაუშვებელია, თუ ამ ცვლილების შედეგად იზრდება ხელშეკრულების ჯამური ღირებულება ან უარესდება ხელშეკრულების პირობები შემსყიდველისათვის, გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით დადგენილი შემთხვევებისა.



                                                                                                                                                                                    დანართი

შპს სასტუმრო ანაკლიის სახსრებით შესასყიდი საქონლისა და მომსახურების ჩამონათვალი

 

CPV კოდი

საქონლის დასახელება

 

1

03100000

სოფლის მეურნეობისა და ბაღჩეული პროდუქტები

 

2

03200000

ბურღულეული, კარტოფილი, ბოსტნეული, ხილი და თხილეული

 

3

03300000

მეცხოველეობის პროდუქტები, ნანადირევი და თევზჭერის პროდუქტები

 

4

03441000

დეკორაციული მცენარეები, ბალახი, ხავსი და ხავსურა

 

5

03451000

მცენარეები

 

6

09100000

საწვავი

 

7

09110000

მყარი საწვავი (თხილის ნაჭუჭი)

 

8

09210000

საპოხი მასალები

 

9

14200000

ქვიშა და თიხა

 

10

14820000

მინა

 

11

15100000

ცხოველური წარმოშობის პროდუქტები, ხორცი და ხორცის პროდუქტები

 

12

15200000

მზა და დაკონსერვებული თევზი

 

13

15300000

ხილი, ბოსტნეული და მონათესავე პროდუქტები

 

14

15400000

ცხოველური ან მცენარეული ზეთები და ცხიმები

 

15

15500000

რძის პროდუქტები

 

16

15600000

დაფქული მარცვლეული პროდუქტები, სახამებელი და სახამებლის პროდუქტები

 

17

15800000

სხვადასხვა საკვები პროდუქტი

 

18

15900000

სასმელები თამბაქო და მონათესავე პროდუქტები

 

19

18100000

სამუშაო ტანსაცმელი, სპეცტანსაცმელი და აქსესუარები

 

20

18500000

სამკაულები, საათები და მონათესავე ნივთები

 

21

18800000

ფეხსაცმელი

 

22

19210000

ქსოვილები

 

23

22100000

ნაბეჭდი წიგნები, ბროშურები და საინფორმაციო ფურცლები

 

24

22200000

გაზეთები, სამეცნიერო ჟურნალები, პერიოდიკა და ჟურნალები

 

25

22800000

ქაღალდის ან მუყაოს სარეგისტრაციო ჟურნალები /წიგნები, საბუღალტრო წიგნები, ფორმები და სხვა საბეჭდი მასალები

 

26

24600000

ფეთქებადი ნივთიერებები (ფეიერვერკები)

 

27

24900000

სუფთა ქიმიკატები და სხვადასხვა ქიმიური ნივთიერებების პროდუქტები

 

28

30160000

მაგნიტური ბარათები

 

29

30190000

სხვადასხვა საოფისე მოწყობილობა და საკანცელარიო ნივთები

 

30

30200000

კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები

 

31

31100000

ელექტროძრავები, გენერატორები და ტრანსფორმატორები

 

32

31200000

ელექტროენერგიის გამანაწილებელი და საკონტროლო აპარატურა

 

33

31300000

იზოლორებული მავთული და კაბელი

 

34

31400000

აკუმულატორები,პირველადი ელემენტები და პირველადი ბატარეები

 

35

31500000

გასანათებელი მოწყობილობები და ელექტრონათურები

 

36

32200000

რადიოტელეფონიის, რადიოსატელეგრაფო, რადიო და ტელემაუწყებლობის აპარატურა

 

37

32300000

ტელე და რადიოსიგნალის მიმღებები და აუდიო ან ვიდეოგამოსახულების ჩამწერი ან აღწარმოების აპარატურა

 

38

32400000

ქსელები

 

39

32500000

სატელეკომუნიკაციო მოწყობილობები და აქსესუარები

 

40

33600000

ფარმაცეპტული პროდუქტები (პირველადი დახმარების საგნები)

 

41

33700000

პირადი ჰიგიენის საშუალებები

 

42

34100000

ავტოსატრანსპორტო საშაუალებები

 

43

34300000

ნაწილები და აქსესუარები სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ძრავებისთვის

 

44

35100000

საგანგებო სიტუაციების დროს გამოსაყენებელი მოწყობილობები და უსაფრთხოების საშუალებები

 

45

37300000

მუსიკალური ინსტრუმენტები და ნაწილები

 

46

37400000

სპორტული საქონელი და აღჭურვილობა (ინვენტარი)

 

47

39100000

ავეჯი

 

48

39200000

ავეჯის აქსესუარები

 

49

39500000

ქსოვილის ნივთები

 

50

39700000

საოჯახო ტექნიკა

 

51

39800000

საწმენდი და საპრიალებელი პროდუქცია

 

52

42500000

გამაგრილებელი და სავენტილაციო მოწყობილობები

 

53

42913000

ზეთის, ბენზინისა და შემავალი ჰაერის ფილტრები

 

54

42923200

სასწორები

 

55

43324100

მოწყობილობები საცურაო აუზისათვის

 

56

44100000

სამშენებლო მასალები და დამხმარე სამშენებლო მასალები

 

57

44300000

კაბელები, მავთულები და მასთან დაკავშირებული მასალები

 

58

44400000

სხვადასხვა ქარხნული წარმოების მასალა და მასთან დაკავშირებული საგნები

 

59

44500000

ხელსაწყოები, საკეტები, გასარებები, ანჯამები, დამჭერები, ჯაჭვები, ზამბარები / რესორები

 

60

44600000

ავზები, რეზერვუარები და კონტეინერები. ცენტრალური გათბობის რადიატორები და ბოილერები

 

61

44800000

საღებავები, ლაქები და მასტიკები

 

 

მომსახურების დასახელება

 
 

1

45112710

გამწვანების ტერიტორიების მოწყობის სამუშაოები

 

2

45310000

ელექტროსამონტაჟო სამუშაოები

 

3

45400000

შენობის დასრულების სამუშაოები (სარემონტო სამუშაოები)

 

4

48200000

ქსელების, ინტერნეტისა და ინტერნეტის პროგრამული პაკეტები

 

5

50100000

სატრანსპორტო საშუალებებისა და მათთან დაკავშირებული მოწყობილობების შეკეთება და ტექნიკური მომსახურება

 

6

50300000

პერსონალური კომპიუტერების, საოფისე აპარატურის, სატელეკომუნიკაციო და
აუდიოვიზუალური მოწყობილობების მომსახურებები

 

7

50500000

ტურბოების, სარქველების, ონკანებისა და ლითონის კონტეინერების, ასევე მანქანა-დანადგარების შეკეთება

 

8

50700000

შენობის მოწყობილობების შეკეთება და ტექნიკური მომსახურება

 

9

50800000

სხვადასხვა სახის სარემონტო (შესაკეთებელი) სამუშაოები და ტექნიკური მომსახურება

 

10

51100000

ელექტრო- და მექანიკური მოწყობილობების მონტაჟი

 

11

55100000

სასტუმროს მომსახურება

 

12

55300000

რესტორნისა და კვების საწარმოების მომსახურება

 

13

60100000

საავტომობილო ტრანსპორტის მომსახურებები

 

14

63500000

ტურისტული სააგენტოების, ტუროპერატორებისა და ტურისტების დახმარების მომსახურებები

 

15

64100000

საფოსტო და საკურიერო მომსახურებები

 

16

64200000

საკომუნიკაციო მომსახურება

 

17

65300000

ელექტროენერგიის განაწილება და მასთან დაკავშირებული მომსახურებები

 

18

66100000

საბანკო და საინვესტიციო მომსახურებები

 

19

66510000

სადაზღვევო და საპენსიო მომსახურება

 

20

66600000

სახაზინო მომსახურებები

 

21

70332100

მიწის მართვასთან დაკავშირებული მომსახურებები

 

22

71300000

საინჟინრო მომსახურებები

 

23

72400000

ინტერნეტმომსახურებები

 

24

72500000

კომპიუტერთან დაკავშირებული მომსახურებები

 

25

72600000

კომპიუტერული უზრუნველყოფა და საკონსულტაციო მომსახურებები

 

26

72700000

კომპიუტერული ქსელის მომსახურება

 

27

79100000

იურიდიული მომსახურებები

 

28

79200000

საბუღალტრო, აუდიტორული და ფისკალური მომსახურებები

 

29

79340000

სარეკლამო და მარკეტინგული მომსახურებები

 

30

79500000

ოფისისი მუშაობასთან უზრუნველყოფასთან დაკავშირებული მომსახურებები

 

31

79600000

პერსონალის დაქირავებასთან დაკავშირებული მომსახურებები

 

32

79700000

გამოძიებასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მომსახურებები

 

33

79800000

ბეჭდვა და მასთან დაკავშირებული მომსახურება

 

34

79900000

სხვადასხვა კომერციული მომსახურება და მასთან დაკავშირებული მომსახურებები

 

35

80500000

სატრენინგო მომსახურება

 

36

90400000

ჩამდინარე წყლებთან დაკავშირებული მომსახურებები

 

37

90900000

დასუფთავება და სანიტარიული მომსახურება

 

38

92300000

გასართობი მომსახურებები

 

39

98300000

სხვა მომსახურებები