დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობით განსახორციელებელი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილისაგან განსხვავებული წესის და პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 იანვრის №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 366 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 23/07/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/07/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430020000.10.003.018750 |
|
„საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობით განსახორციელებელი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილისაგან განსხვავებული წესის და პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 იანვრის №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობით განსახორციელებელი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილისაგან განსხვავებული წესის და პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 იანვრის №20 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 02/02/2015, 430020000.10.003.018404) შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „11-14“ პუნქტები:
„11. სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ავტორიზაციის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო, ამ მუხლის 12 პუნქტის შესაბამისად. 12. სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დასაბუთებული განცხადების საფუძველზე, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო დასაბუთებული განცხადების წარდგენიდან ერთი თვის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ავტორიზაციის შესახებ იმ შემთხვევაში, თუ სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ განხორციელდება აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამები საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან თანამშრომლობით. 13. ამ მუხლის 12 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ავტორიზაციის ვადა განისაზღვრება 5 წლით. 14. სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი გათავისუფლდეს ავტორიზაციის საფასურის გადახდისაგან.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები