დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქონლის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის კრიტერიუმების, წარმოშობის დამადასტურებელი სერტიფიკატის ფორმის, მისი შევსებისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №420 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 363 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 23/07/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/07/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/09/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 230210000.10.003.018748 |
|
„საქონლის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის კრიტერიუმების, წარმოშობის დამადასტურებელი სერტიფიკატის ფორმის, მისი შევსებისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №420 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქონლის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის კრიტერიუმების, წარმოშობის დამადასტურებელი სერტიფიკატის ფორმის, მისი შევსებისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №420 დადგენილებაში (სსმ, №172, 31/12/2010) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „საქონლის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის კრიტერიუმების, წარმოშობის დამადასტურებელი სერტიფიკატის ფორმის, მისი შევსებისა და გაცემის წესის“ (დანართი №1):
1. მე-2 მუხლის: ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. საქონლის რეექსპორტის ან ტრანზიტის დროს საქონლის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრა ხდება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე მისი შემოტანისას თანმხლები, ექსპორტიორი ქვეყნის მიერ გაცემული წარმოშობის სერტიფიკატის საფუძველზე, ხოლო სერტიფიკატის არქონის შემთხვევაში − საქართველოდან საქონლის ექსპორტის დროს წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის კრიტერიუმების შესაბამისად.“; ბ) მე-9 პუნქტი ამოღებულ იქნეს; გ) მე-11 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-12 პუნქტი: „12. საქონლის შეღავათების გარეშე (არაპრეფერენციული) წარმოშობის სერტიფიკატი გაიცემა: ა) საქონლის ექსპორტისა და რეექსპორტის დროს; ბ) დროებით შენახული ან საწყობის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული საქონლის ტრანზიტის სასაქონლო ოპერაციით გატანის დროს.“.
2. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 5. წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის კრიტერიუმები საქონლის ექსპორტის (რეექსპორტის/ტრანზიტის) დროს საქონლის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის კრიტერიუმებია: ა) მოცემულ ქვეყანაში მთლიანად წარმოებული საქონლის კრიტერიუმი; ბ) საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) სასაქონლო პოზიციის პირველ ოთხნიშნა დონეზე ცვლილების კრიტერიუმი; გ) ადვალური (ღირებულებითი) წილის კრიტერიუმი; დ) აუცილებელი პირობების, საწარმოო და ტექნოლოგიური ოპერაციების კრიტერიუმი.“.
3. მე-11 მუხლის: ა) მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) საქართველოდან საქონლის ექსპორტის/რეექსპორტის/ტრანზიტის დროს – ქართულ ან/და ინგლისურ ენებზე;“; ბ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „10. არაპრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატის როგორც ფერადი, ისე თეთრი ეგზემპლარები წარმოადგენს ორიგინალს. საგადასახადო ორგანო საქონლის ექსპორტის/რეექსპორტის/ტრანზიტის დროს იტოვებს სერტიფიკატის თეთრი ფერის ეგზემპლარს, ხოლო იმპორტის დროს – შესაბამისი ქვეყნის მიერ გაცემული სერტიფიკატის ორიგინალს. არაპრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატის წარდგენა ნებაყოფლობითია.“.
4. მე-12 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. გრაფა №8 – ეს გრაფა დატოვებულია ცნობებისათვის (მაგ., რეექსპორტის/ტრანზიტის დროს წინმსწრები სერტიფიკატის რეკვიზიტები, ასეთის არსებობის შემთხვევაში). აქვე დაისმება არაპრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატის გამცემი ორგანოს ბეჭედი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები