დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სიმბოლოების (გერბი, დროშა) დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 4 ივლისის №18 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 18 |
| დოკუმენტის მიმღები | ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 22/07/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/07/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.107.016176 |
|
„ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სიმბოლოების (გერბი, დროშა) დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 4 ივლისის №18 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სიმბოლოების (გერბი, დროშა) დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 4 ივლისის №18 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 15/07/2011, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.107.016060) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-8 მუხლის მეორე ნაწილის, 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.გ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების შესაბამისად, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:“; ბ) დადგენილების სარეზოლუციო ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1 დამტკიცდეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სიმბოლოები (გერბი, დროშა) თანდართული დანართის შესაბამისად. მუხლი 2 დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.“. |
| მუხლი 2 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები