„ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 ივლისის №25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 ივლისის №25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 30
დოკუმენტის მიმღები ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 23/07/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/07/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 30/11/2017
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.167.016218
30
23/07/2015
ვებგვერდი, 24/07/2015
010250020.35.167.016218
„ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 ივლისის №25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი
 

      ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №30

2015 წლის 23 ივლისი

ქ. ლაგოდეხი

 

,,ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 ივლისის № 25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:    

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება  ,,ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის  ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 ივლისის №25 დადგენილებაში(www.matsne.gov.ge, 28/07/2014, 010250020.35.167.016137).
მუხლი 2
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის დებულების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 3. სამსახურის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები

1. სამსახურის ძირითადი ამოცანაა ზედამხედველობის განხორციელება:

ა) მშენებარე შენობა-ნაგებობების,  წარმოებული სამშენებლო ნაგებობების  კონსტრუქციების საპროექტო და სახელმძღვანელო დოკუმენტაციათა შესაბამისობის უზრუნველყოფაზე, მშენებლობის დაწყებიდან დასრულებამდე, დადგენილი ორგანიზაციულ-სამართლებრივი წესრიგის შესაბამისობაზე;

ბ) მუნიციპალიტეტის იერსახეზე, გარე რეკლამის განთავსებაზე, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის წესებზე, გარე ვაჭრობაზე;

გ) მოსახლეობის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს  უზრუნველყოფაზე;

დ)  მიწათსარგებლობის წესების დაცვაზე;

ე)  მუნიციპალური ნარჩენების მართვაზე.

2.   სამსახურის ფუნქციებია:

ა) ტექნიკური და სამშენებლო საქმიანობის დადგენილი წესების   კანონის დარღვევით მიმდინარე ფაქტების გამოვლენა, დარღვევით მშენებარე ობიექტის  მშენებლობის შეჩერება ან/და  დემონტაჟი, მათ მიმართ კანონით განსაზღვრული საჯარიმო სანქციების გამოყენება;

ბ) სამშენებლო,სარემონტო და საავარიო სამუშაოების წარმოების წესების   დაცვაზე კონტროლი (სამშენებლო და სარემონტო ტერიტორიების შემოღობვა);

გ)   გარე რეკლამის განთავსებაზე  კონტროლი;

დ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებული საწარმო - დაწესებულებების, ორგანიზაციების, იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ კეთილმოწყობის წესების დაცვაზე (შენობა-ნაგებობების ფასადების, გზის საფარის, გამწვანებული ტერიტორიების, ვიტრინების, კომუნიკაციათა კარადების და ჭების, საქალაქო მეურნეობის სხვა ელემენტების ტექნიკურ-ესთეტიკურ მდგომარეობაზე) კონტროლი;

ე) ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების დადგენილი წესების დაცვაზე კონტროლი;

ვ) უკანონო, უსახური და ამორტიზებული ჯიხურების, მანქანა-დანადგარების, დახლების, სტელაჟების, სარეკლამო და საინფორმაციო დაფების, ფირნიშების, აბრების, აფიშების, პლაკატების და სხვა სარეკლამო ატრიბუტების უკანონო განთავსების ფაქტების გამოვლენა, მათი აღკვეთისა და საჯარიმო სანქციების  გამოყენება;

ზ) სანიტარიულ-ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელებაზე კონტროლი;

თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მიწის ნაკვეთების უნებართვოდ დაკავების ან/და მიწათსარგებლობის უფლების გარეშე სარგებლობის, მიწის მდგომარეობაზე უარყოფითი გავლენის მქონე ობიექტების მშენებლობის ფაქტების გამოვლენა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ღონისძიებების გატარება;

ი) საქართველოს   ადმინისტრაციულ   სამართალდარღვევათა კოდექსის და  პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის  დამრღვევი    ფიზიკური ან/და იურიდიული პირების მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომების გამოყენება;

კ) ახლად აშენებული, რეკონსტრუირებული ობიექტების, დამთავრებული  სამუშაოების მიმღებ კომისიებში მონაწილეობის მიღება;

ლ) საქართველოს ნარჩენების მართვის კოდექსის შესაბამისად, დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირების მიმართ კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომების გამოყენება.

3. სამსახური უფლებამოსილია:

ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით შევიდეს და განახორციელოს კონტროლი მის საზედამხედველო ობიექტში ტექნიკურ და სამშენებლო, სანიტარიული და ჰიგიენური ნორმებისა და წესების დაცვასა და შესრულებაზე, შემოწმების პროცესში მოითხოვოს ყველა საჭირო და აუცილებელი დოკუმენტაცია სამოქმედო ტერიტორიაზე განლაგებული ნებისმიერი ფიზიკური ან/და იურიდიული პირისაგან, განურჩევლად საკუთრების ფორმისა და უწყებრივი ქვემდებარეობისა;

ბ) განსაზღვროს დარღვევის აღმოფხვრის ღონისძიებები და ვადები, კანონმდებლობით დადგენილი წესით გასცეს მითითება, დააწესოს კონტროლი მის შესრულებაზე;

გ) აწარმოოს კონტროლი საქალაქო მეურნეობის, კეთილმოწყობის, გარე იერსახის, გარე რეკლამის, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის,  ავტოტრანსპორტის პარკირებასა და სანიტარიული დასუფთავების ღონისძიებებზე, მიწათსარგებლობის წესების დაცვაზე;

დ) გამოავლინოს და მოამზადოს დოკუმენტაცია შემდგომი რეაგირებისათვის, კანონმდებლობის დარღვევით აშენებული, აღდგენილი, რეკონსტრუირებული ან/და დამონტაჟებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის შესახებ;

ე) ფიზიკური ან/და იურიდიული პირის მოთხოვნით ან მისი თანხმობის  საფუძველზე, გამოიკვლიოს საცხოვრებელი ან/და არასაცხოვრებელი ფართობი, მშენებლობის მიმდინარეობის დროს დარღვევის გამოვლენისას შეადგინოს მითითება დარღვევის აღმოფხვრის შესახებ;

ვ) დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში მოქმედი კანონმდებლობის  შესაბამისად დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირის მიმართ გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომები.

4.  სამსახური ვალდებულია:

ა) განახორციელოს ზედამხედველობა და კონტროლი მუნიციპალიტეტის    ტერიტორიაზე მიმდინარე ყველა სახის ტექნიკურ და სამშენებლო, სარეკონსტრუქციო და სარემონტო სამუშაოებზე და აღნიშნულ სამუშაოებზე დადგენილი ორგანიზაციულ-სამართლებრივი წესრიგის დაცვაზე;

ბ) განახორციელოს ზედამხედველობა და კონტროლი  მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგებლის მიერ კეთილმოწყობის, გარე იერსახის, გარე რეკლამის, ავტოტრანსპორტის პარკირების საკითხზე მიღებული დადგენილებების, განკარგულებების, ბრძანებების შესრულებაზე;

გ) აწარმოოს კონტროლი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის  შეზღუდვაზე, ქუჩებზე, მაგისტრალებზე, მოედნებზე, პარკებში, სკვერებში, დასასვენებელ ზონებში, საერთო სარგებლობის ეზოებში მიწის გათხრითი სამუშაოების წარმოებაზე, მიწისქვეშა საინჟინრო ქსელების ჩაწყობა-გადაკეთებაზე, სამშენებლო და სარემონტო ტერიტორიების შემოღობვების მოწყობაზე და  აღნიშნული სამუშაოების დადგენილი წესებით და განსაზღვრულ ვადებში შესრულებაზე;

დ) აწარმოოს კონტროლი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტებზე, რომლებიც ვალდებულნი არიან ბიუჯეტის სასარგებლოდ გადაიხადონ ადგილობრივი  მოსაკრებელი „ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;

ე) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, დაამყაროს კონტროლი და ზედამხედველობა საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებებზე, საზოგადოებრივი მნიშვნელობის ობიექტებზე;

ვ)    შენობა-ნაგებობების ვარგისად აღიარება /ექსპლუატაციაში მიღება;

ზ) აწარმოოს ზედამხედველობა ხეებისა და მწვანე ნარგავების გეგმაზომიერ    განთავსებაზე, მათ მოჭრაზე, გადაბელვაზე,  ამოძირკვაზე ან დაზიანებაზე მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე;

თ) საქართველოს ნარჩენების მართვის კოდექსის შესაბამისად, დაამყაროს კონტროლი, ზედამხედველობა მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე;

ი) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.“.

მუხლი 3
 დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგოდერძი ბარბაქაძე