დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ” ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 დეკემბრის №63 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 29 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 24/07/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/07/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 10/09/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190040000.35.173.016096 |
|
,,ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ” ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 დეკემბრის №63 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება ,,ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ” ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 დეკემბრის №63 დადგენილებაში (ვებგვერდი 31.12.2014 სარეგისტრაციო კოდი: 190040000.35.173.016063) და დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებულ დანართს:
|
1. დაემატოს შემდეგი შინაარსის 22-ე მუხლი:
„მუხლი 22. ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მოქალაქეთა გამოკვლევა ფარისებრი ჯირკვლის და სარძევე ჯირკვლის კიბოს დაავადებებზე 1. ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეები, რომლებიც საჭიროებენ ფარისებრი ჯირკვლის დაავადებათა კლევას, დაუფინანსდებათ მათ მიერ გადასახდელი ან გადახდილი თანხის 100%, არაუმეტეს 200 ლარისა წელიწადში, ხოლო ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ 40 წლამდე ასაკის მოქალაქეებს, რომლებიც საჭიროებენ სარძევე ჯირკვლის კიბოს დაავადებათა კვლევას, დაუფინანსდებათ მათ მიერ გადასახდელი ან გადახდილი თანხის 100%, არაუმეტეს 250 ლარისა წელიწადში. 2. წარმოსადგენი დოკუმენტაცია: ა) განცხადება; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) დახმარების მიმღების (პაციენტის) პირადობის მოწმობის ასლი; დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფ.№100/ა); ე) ანგარიშ-ფაქტურა; ვ) კალკულაცია; ზ) საბანკო ანგარიში (საჭიროების შემთხვევაში, არასრულწლოვნის მშობლის საბანკო ანგარიშის ნომერი); თ) მომსახურების ღირებულების გადახდის დამადასტურებელი ქვითარი და ანგარიშ-ფაქტურა, შემოსავლის ორდერი (მოქალაქის მიერ გამოკვლევის თვითდაფინანსების შემთხვევაში). 3. ანგარიშსწორება: ანაზღაურება მოხდება სამედიცინო დაწესებულების ანგარიშზე, სამედიცინო დაწესებულების შესრულებული სამუშაოს საბოლოო დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე, ხოლო მოქალაქის მიერ თვითდაფინანსების შემთხვევაში, მოქალაქის (საჭიროების შემთხვევაში, არასრულწლოვნის მშობლის) მიერ მომსახურების ღირებულების გადახდის დამადასტურებელი ქვითრის, შემოსავლის ორდერის, ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფ.№100/ა) და მომსახურების შემდგომ გაცემული ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე.’’. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები