დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სენაკის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების (გერბისა და დროშის) დამტკიცების თაობაზე“ - სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 27 მაისის №29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 30 |
| დოკუმენტის მიმღები | სენაკის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 22/07/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/07/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.108.016235 |
|
„სენაკის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების (გერბისა და დროშის) დამტკიცების თაობაზე“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 27 მაისის №29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„სენაკის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების (გერბისა და დროშის) დამტკიცების თაობაზე“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 27 მაისის №29 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 03/06/2011, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.108.016049) შეტანილ იქნეს ცვლილება, კერძოდ:
ა) დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-8 მუხლის მეორე ნაწილის, 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ პუნქტის „ა.გ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების შესაბამისად, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს:“. ბ) დადგენილების სარეზოლუციო ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1 დამტკიცდეს სენაკის მუნიციპალიტეტის სიმბოლოები (გერბი და დროშა), დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2 დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.“.
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები