დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 80/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 23/07/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/07/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 480180000.22.022.016986 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (23/07/2015 - 04/02/2016)
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის მე-19 მუხლის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს თანდართული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები. |
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 4 ნოემბრის №169/ნ ბრძანება. |
| მუხლი 3 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
თამარ სანიკიძე |
|
დანართი
|
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტში ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები
|
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებით დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: |
1.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის (შემდგომში – უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტი) უფროსი:
1.1. კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს 21 წლის ასაკს მიღწეული საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას. 1.2. უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებით დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება: მაგისტრი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; ბ) სამუშაო გამოცდილება: არანაკლებ 7 წელი; გ) ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 4 - წლიანი გამოცდილება; დ) უცხო ენების (ინგლისური, რუსული) კარგად ცოდნა; ე) კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word; Microsoft Office Excel; Microsoft Office PowerPoint; Microsoft Office Outlook) კარგად ცოდნა; ვ) საჯარო სექტორში მუშაობის გამოცდილება; ზ) შესაბამის სამთავრობო სტრუქტურებთან, საგანმანათლებლო (განსაკუთრებით უმაღლეს საგანმანათლებლო) დაწესებულებებთან, ეროვნულ ან უცხოურ სამეცნიერო ფონდებთან, საერთაშორისო საგანმანათლებლო ან/და სამეცნიერო პარტნიორებთან მუშაობის გამოცდილება; თ) უპირატესობა მიენიჭება პირს, რომელსაც აქვს: თ.ა.) დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; თ.ბ.) უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სფეროში მუშაობის გამოცდილება. 1.3. უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებით დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“; გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; დ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; ე) „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი; ვ) „მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონი; ზ) „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონი; თ) „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილება; ი) „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 4 დეკემბრის №190/ნ ბრძანება. |
2.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, სტუდენტთა სოციალური ხელშეწყობის სამმართველოს უფროსი (შემდგომში – უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, სტუდენტთა სოციალური ხელშეწყობის სამმართველოს უფროსი):
2.1. კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს 21 წლის ასაკს მიღწეული საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას. 2.2. უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, სტუდენტთა სოციალური ხელშეწყობის სამმართველოს უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებით დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება: მაგისტრი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; ბ) სამუშაო გამოცდილება: არანაკლებ 7 წელი; გ) ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 2 - წლიანი გამოცდილება; დ) უცხო ენების (ინგლისური, რუსული) კარგად ცოდნა; ე) კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word; Microsoft Office Excel; Microsoft Office PowerPoint; Microsoft Office Outlook) კარგად ცოდნა; ვ) საჯარო სექტორში მუშაობის გამოცდილება; ზ) უპირატესობა მიენიჭება პირს, რომელსაც აქვს: ზ.ა) დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; ზ.ბ) უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სფეროში მუშაობის გამოცდილება; ზ.გ) შესაბამის სამთავრობო სტრუქტურებთან, საგანმანათლებლო (განსაკუთრებით უმაღლეს საგანმანათლებლო) დაწესებულებებთან, ეროვნულ ან უცხოურ სამეცნიერო ფონდებთან, საერთაშორისო საგანმანათლებლო ან/და სამეცნიერო პარტნიორებთან მუშაობის გამოცდილება. 2.3. უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, სტუდენტთა სოციალური ხელშეწყობის სამმართველოს უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებით დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“; გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; დ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; ე) „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი; ვ) „მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონი; ზ) „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონი; თ) „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილება; ი) „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 04 დეკემბრის №190/ნ ბრძანება.
|
3.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის უმაღლესი განათლების განვითარების სამმართველოს უფროსი (შემდგომში – უმაღლესი განათლების განვითარების სამმართველოს უფროსი), საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის მეცნიერების განვითარების სამმართველოს უფროსი (შემდგომში – მეცნიერების განვითარების სამმართველოს უფროსი):
3.1. კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს 21 წლის ასაკს მიღწეული საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას. 3.2. უმაღლესი განათლების განვითარების სამმართველოს უფროსის, მეცნიერების განვითარების სამმართველოს უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებით დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება: მაგისტრი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; ბ) სამუშაო გამოცდილება - არანაკლებ 5 წელი; გ) ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება; დ) უცხო ენების (ინგლისური, რუსული) კარგად ცოდნა; ე) კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების (Microsoft Office Word; Microsoft Office Excel; Microsoft Office PowerPoint; Microsoft Office Outlook) კარგად ცოდნა; ვ) უპირატესობა მიენიჭება პირს, რომელსაც აქვს: ვ.ა) დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; ვ.ბ) უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სფეროში მუშაობის გამოცდილება; ვ.გ) საჯარო სექტორში მუშაობის გამოცდილება; ვ.დ) შესაბამის სამთავრობო სტრუქტურებთან, საგანმანათლებლო (განსაკუთრებით უმაღლეს საგანმანათლებლო) დაწესებულებებთან, ეროვნულ ან უცხოურ სამეცნიერო ფონდებთან, საერთაშორისო საგანმანათლებლო ან/და სამეცნიერო პარტნიორებთან მუშაობის გამოცდილება. 3.3. უმაღლესი განათლების განვითარების სამმართველოს უფროსის, მეცნიერების განვითარების სამმართველოს უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებით დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“; გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; დ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; ე) „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი; ვ) „მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონი; ზ) „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონი; თ) „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილება; ი) „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 04 დეკემბრის №190/ნ ბრძანება. |
4.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის ქართული ენის სამმართველოს უფროსი (შემდგომში – ქართული ენის სამმართველოს უფროსი):
4.1. კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს 21 წლის ასაკს მიღწეული საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას. 4.2. ქართული ენის სამმართველოს უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებით დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება: მაგისტრი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი ფილოლოგიის სპეციალობით; ბ) სამუშაო გამოცდილება – არანაკლებ 5 წელი; გ) ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება; დ) უცხოური ენების (ინგლისური, რუსული) კარგად ცოდნა; ე) კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების (Microsoft Office Word; Microsoft Office Excel; Microsoft Office PowerPoint; Microsoft Office Outlook) კარგად ცოდნა; ვ) უპირატესობა მიენიჭება პირს, რომელსაც აქვს: ვ.ა) დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; ვ.ბ) უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სფეროში მუშაობის გამოცდილება; ვ.გ) საჯარო სექტორში მუშაობის გამოცდილება; ვ.დ) შესაბამის სამთავრობო სტრუქტურებთან, საგანმანათლებლო (განსაკუთრებით უმაღლეს საგანმანათლებლო) დაწესებულებებთან, ეროვნულ ან უცხოურ სამეცნიერო ფონდებთან, საერთაშორისო საგანმანათლებლო ან/და სამეცნიერო პარტნიორებთან მუშაობის გამოცდილება. 4.3. ქართული ენის სამმართველოს უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებით დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“; გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; დ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; ე) „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი; ვ) „მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონი; ზ) „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონი; თ) „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილება; ი) „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 04 დეკემბრის №190/ნ ბრძანება. |
5.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის უმაღლესი განათლების განვითარების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი (შემდგომში – უმაღლესი განათლების განვითარების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი), საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის მეცნიერების განვითარების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი (შემდგომში – მეცნიერების განვითარების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი):
5.1. კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს 21 წლის ასაკს მიღწეული საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას. 5.2. უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის უმაღლესი განათლების განვითარების სამმართველოს მთავარი სპეციალისტის, უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის მეცნიერების განვითარების სამმართველოს მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებით დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება: ბაკალავრი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; ბ) სამუშაო გამოცდილება: არანაკლებ 2 წელი; გ) უცხო ენების (ინგლისური, რუსული) კარგად ცოდნა; დ) კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების (Microsoft Office Word; Microsoft Office Excel; Microsoft Office PowerPoint; Microsoft Office Outlook) კარგად ცოდნა; ე) უპირატესობა მიენიჭება პირს, რომელსაც აქვს საჯარო სექტორში მუშაობის გამოცდილება. 5.3. უმაღლესი განათლების განვითარების სამმართველოს მთავარი სპეციალისტის და მეცნიერების განვითარების სამმართველოს მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებით დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“; გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; დ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; ე) „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი; ვ) „მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონი; ზ) „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონი; თ) „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილება; ი) „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 04 დეკემბრის №190/ნ ბრძანება. |
6.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის ქართული ენის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი (შემდგომში –ქართული ენის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი):
6.1. კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს 21 წლის ასაკს მიღწეული საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას. 6.2. უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის ქართული ენის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებით დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება: ბაკალავრი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი ფილოლოგიის სპეციალობით; ბ) სამუშაო გამოცდილება: არანაკლებ 2 წელი; გ) უცხო ენების (ინგლისური, რუსული) კარგად ცოდნა; დ) კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების (Microsoft Office Word; Microsoft Office Excel; Microsoft Office PowerPoint; Microsoft Office Outlook) კარგად ცოდნა; ე) უპირატესობა მიენიჭება პირს, რომელსაც აქვს: ე.ა) საჯარო სექტორში მუშაობის გამოცდილება; ე.ბ) პირს, რომელსაც აქვს ტექსტის რედაქტირებაში მუშაობის გამოცდილება. 6.3. ქართული ენის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებით დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“; გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; დ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; ე) „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი; ვ) „მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონი; ზ) „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონი; თ) „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილება; ი) „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 04 დეკემბრის №190/ნ ბრძანება. |
7.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი (შემდგომში – უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი):
7.1. კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს 21 წლის ასაკს მიღწეული საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას. 7.2. უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტში დასაქმებული უფროსი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებით დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება: ბაკალავრი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; ბ) სამუშაო გამოცდილება: არანაკლებ 1 წელი; გ) უცხო ენების (ინგლისური, რუსული) ცოდნა; დ) კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების (Microsoft Office Word; Microsoft Office Excel; Microsoft Office PowerPoint; Microsoft Office Outlook) კარგად ცოდნა; ე) უპირატესობა მიენიჭება პირს, რომელსაც აქვს საჯარო სექტორში მუშაობის გამოცდილება. 7.3. უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებით დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“; გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; დ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; ე) „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი; ვ) „მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონი; ზ) „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონი; თ) „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილება; ი) „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 04 დეკემბრის №190/ნ ბრძანება. |
8.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის სპეციალისტი (შემდგომში – უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის სპეციალისტი):
8.1. კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს 21 წლის ასაკს მიღწეული საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას. 8.2. უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებით დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება: ბაკალავრი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; ბ) კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების (Microsoft Office Word; Microsoft Office Excel; Microsoft Office PowerPoint; Microsoft Office Outlook) კარგად ცოდნა; გ) სასურველია უცხო ენების (ინგლისური, რუსული) ცოდნა; დ) უპირატესობა მიენიჭება პირს, რომელსაც აქვს საჯარო სექტორში მუშაობის გამოცდილება. 8.3. უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებით დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“; გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; დ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; ე) „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი; ვ) „მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონი; ზ) „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონი; თ) „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილება; ი) „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 04 დეკემბრის №190/ნ ბრძანება. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები