დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მოსამსახურეთა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელ პირთა სამსახურებრივი მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 81 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 30/07/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/07/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 22/10/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 100110000.22.038.016496 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (31/07/2015 - 22/10/2020)
|
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მოსამსახურეთა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელ პირთა სამსახურებრივი მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ივნისის №275 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად,
|
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მოსამსახურეთა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელ პირთა სამსახურებრივი მოწმობის ფორმა, დანართის შესაბამისად.
|
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოთა მოსამსახურეების სამსახურებრივი მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 1 მარტის №48 ბრძანება.
|
| მუხლი 3 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი
|
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მოსამსახურეთა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელ პირთა სამსახურებრივი მოწმობის ფორმა
|
1. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მოსამსახურეთა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელ პირთა სამსახურებრივი მოწმობა წარმოადგენს მკაცრი აღრიცხვის პლასტიკურ ბარათს საიდენტიფიკაციო ნომრით, რომლის ზომაა (8,7 X 5,5).
2. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მოსამსახურეთა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელ პირთა სამსახურებრივი მოწმობა უნდა შეიცავდეს შემდეგ რეკვიზიტებს: ა) საჯარო სამსახურის სახელწოდებას; ბ) სახელსა და გვარს; გ) დაკავებულ თანამდებობას; დ) საჯარო მოსამსახურის ფერად ბიომეტრიულ ფოტოსურათს; ე) მოწმობის ნომერს; ვ) უფლებამოსილი თანამდებობის პირის ხელმოწერას; ზ) მოწმობის მოქმედების ვადას; თ) საქართველოს სახელმწიფო სიმბოლიკას (დროშა, გერბი); ი) საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ემბლემას; 3. სამსახურებრივი მოწმობა შეიძლება იყოს დამცავი ჰოლოგრამით ან მის გარეშე. 4. სამსახურებრივი მოწმობა შეიძლება შეიცავდეს იარაღის ტარების უფლების შესახებ ჩანაწერს. 5.სამსახურებრივი მოწმობა შეიძლება შეცავდეს ჩანაწერს მოსამსახურისთვის მინიჭებული სპეციალური წოდების შესახებ.
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები