„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 1 აგვისტოს №12858 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 1 აგვისტოს №12858 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 26645
დოკუმენტის მიმღები შემოსავლების სამსახური
მიღების თარიღი 22/07/2015
დოკუმენტის ტიპი შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/07/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 01/09/2019
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016336
  • Word
26645
22/07/2015
ვებგვერდი, 24/07/2015
000000000.00.00.016336
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 1 აგვისტოს №12858 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
შემოსავლების სამსახური

შემოსავლების სამსახურის

უფროსის ბრძანება №26645

2015 წლის 22 ივლისი

ქ. თბილისი

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 1 აგვისტოს №12858 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 1 აგვისტოს №12858 ბრძანების პირველი პუნქტის:

ა) „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების ინსტრუქციის“ (დანართი №1):

ა.ა) 35-ე მუხლის:

ა.ა.ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. გრაფა 2 „ექსპორტიორი“ – აღინიშნება საქონლის გამომგზავნის რეკვიზიტები: იურიდიული პირის ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნის ან მათი სტრუქტურული ქვედანაყოფის სახელწოდება და მისამართი, ფიზიკური პირის შემთხვევაში – სახელი და გვარი. თუ საქონლის გამომგზავნი ერთზე მეტი პირია, გრაფაში მიეთითება მათგან ერთ-ერთი იმ პირის რეკვიზიტები, რომლის მიერ გამოგზავნილი საქონლის ფაქტურული ღირებულებაც ყველაზე მეტია, ხოლო შემდეგ – ექსპორტიორების საერთო რაოდენობა „... ექსპორტიორი.“;

ა.ა.ბ) 36-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„36. გრაფა 37 „სასაქონლო ოპერაცია“ – აღინიშნება ოთხთანრიგიანი და სამთანრიგიანი კოდი. ოთხთანრიგიანი კოდის პირველი ორი ციფრი აღნიშნავს ძირითად სასაქონლო ოპერაციას და ჩაიწერება „40“, მეორე ორი ციფრი – წინმსწრებ სასაქონლო ოპერაციას ან საქონლის დროებით შენახვას განაცხადით და ჩაიწერება ამ სასაქონლო ოპერაციის კოდი კლასიფიკატორის პირველი ნაწილის შესაბამისად ან განაცხადით საქონლის დროებით შენახვის კოდი – „79“. თუ წინმსწრები სასაქონლო ოპერაცია ან განაცხადი არ არსებობს, მაშინ ჩაიწერება „00“. ექსპორტში უკან დაბრუნების პირობით მოქცეული საქონლის იმპორტის შემთხვევაში მეორე ორი ციფრის ადგილზე ჩაიწერება „12“. დაბრუნებული საქონლის იმპორტის შემთხვევაში მეორე ორი ციფრის ადგილზე ჩაიწერება „10“. სამთანრიგიან კოდში ჩაიწერება გადასახადების გაანგარიშების დამხმარე კოდი კლასიფიკატორის მე-5 ნაწილის შესაბამისად.“;

ა.ბ) 36-ე მუხლის მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. გრაფა 37 „სასაქონლო ოპერაცია“ – აღინიშნება ოთხთანრიგიანი და სამთანრიგიანი კოდი. ოთხთანრიგიანი კოდის პირველი ორი ციფრი აღნიშნავს ძირითად სასაქონლო ოპერაციას და ჩაიწერება „10“, მეორე ორი ციფრი – წინმსწრებ სასაქონლო ოპერაციას ან საქონლის დროებით შენახვას განაცხადით და ჩაიწერება ამ სასაქონლო ოპერაციის კოდი კლასიფიკატორის პირველი ნაწილის შესაბამისად ან განაცხადით საქონლის დროებით შენახვის კოდი – „79“. თუ წინმსწრები სასაქონლო ოპერაცია ან განაცხადი არ არსებობს, მაშინ ჩაიწერება „00“. გადამუშავების შედეგად მიღებული გადამუშავებული საქონლის ექსპორტის შემთხვევაში პირველი ორი ციფრის ადგილზე ჩაიწერება „10“, ხოლო მეორე ორი ციფრის ადგილზე – „51“. იმ შემთხვევაში, როდესაც საქონელი ექსპორტში ექცევა უკან დაბრუნების პირობით, პირველი ორი ციფრის ადგილზე ჩაიწერება „12“. სამთანრიგიან კოდში ჩაიწერება გადასახადების გაანგარიშების დამხმარე კოდი კლასიფიკატორის მე-5 ნაწილის შესაბამისად.“;

ა.გ) 38-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. გრაფა 37 „სასაქონლო ოპერაცია“ – აღინიშნება ოთხთანრიგიანი და სამთანრიგიანი კოდი. ოთხთანრიგიანი კოდის პირველი ორი ციფრი აღნიშნავს ძირითად სასაქონლო ოპერაციას და ჩაიწერება „74“, მეორე ორი ციფრი – წინმსწრებ სასაქონლო ოპერაციას ან საქონლის დროებით შენახვას განაცხადით და ჩაიწერება ამ სასაქონლო ოპერაციის კოდი კლასიფიკატორის პირველი ნაწილის შესაბამისად ან განაცხადით საქონლის დროებით შენახვის კოდი – „79“. თუ წინმსწრები სასაქონლო ოპერაცია ან განაცხადი არ არსებობს, მაშინ ჩაიწერება „00“. სამთანრიგიან კოდში ჩაიწერება გადასახადების გაანგარიშების დამხმარე კოდი „004„ კლასიფიკატორის მე-5 ნაწილის შესაბამისად.“;

ა.დ) 39-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. გრაფა 37 „სასაქონლო ოპერაცია“ – აღინიშნება ოთხთანრიგიანი და სამთანრიგიანი კოდი. ოთხთანრიგიანი კოდის პირველი ორი ციფრი აღნიშნავს ძირითად სასაქონლო ოპერაციას და ჩაიწერება „34“, მეორე ორ ციფრი – წინმსწრებ სასაქონლო ოპერაციას ან საქონლის დროებით შენახვას განაცხადით და ჩაიწერება ამ სასაქონლო ოპერაციის კოდი კლასიფიკატორის პირველი ნაწილის შესაბამისად ან განაცხადით საქონლის დროებით შენახვის კოდი – „79“. თუ წინმსწრები სასაქონლო ოპერაცია ან განაცხადი არ არსებობს, მაშინ ჩაიწერება „00“. სამთანრიგიან კოდში ჩაიწერება გადასახადების გაანგარიშების დამხმარე კოდი კლასიფიკატორის მე-5 ნაწილის შესაბამისად.“;

ა.ე) მე-40 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. გრაფა 37 „სასაქონლო ოპერაცია“ – გრაფაში აღინიშნება ოთხთანრიგიანი და სამთანრიგიანი კოდი. ოთხთანრიგიანი კოდის პირველი ორი ციფრი აღნიშნავს ძირითად „სასაქონლო ოპერაციას“ და ჩაიწერება „51“, მეორე ორი ციფრი – წინმსწრებ სასაქონლო ოპერაციას ან საქონლის დროებით შენახვას განაცხადით და ჩაიწერება ამ სასაქონლო ოპერაციის კოდი კლასიფიკატორის პირველი ნაწილის შესაბამისად ან განაცხადით საქონლის დროებით შენახვის კოდი – „79“. თუ წინმსწრები სასაქონლო ოპერაცია ან განაცხადი არ არსებობს, მაშინ ჩაიწერება „00“. სამთანრიგიან კოდში ჩაიწერება გადასახადების გაანგარიშების დამხმარე კოდი კლასიფიკატორის მე-5 ნაწილის შესაბამისად.“;

ა.ვ) 41-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. გრაფა 37 „სასაქონლო ოპერაცია” – გრაფაში აღინიშნება ოთხთანრიგიანი და სამთანრიგიანი კოდი. ოთხთანრიგიანი კოდის პირველი ორი ციფრი აღნიშნავს ძირითად სასაქონლო ოპერაციას და ჩაიწერება - „61”, მეორე ორი ციფრი – წინმსწრებ სასაქონლო ოპერაციას ან საქონლის დროებით შენახვას განაცხადით და ჩაიწერება ამ სასაქონლო ოპერაციის კოდი კლასიფიკატორის პირველი ნაწილის შესაბამისად ან განაცხადით საქონლის დროებით შენახვის კოდი – „79“. თუ წინმსწრები სასაქონლო ოპერაცია ან განაცხადი არ არსებობს, მაშინ ჩაიწერება „00”. სამთანრიგიან კოდში ჩაიწერება გადასახადების გაანგარიშების დამხმარე კოდი კლასიფიკატორის მე-5 ნაწილის შესაბამისად.“;

ბ) „ბ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „დეკლარირების კლასიფიკატორის“ (დანართი №2) მე-2 ნაწილის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საბაჟო გამშვები პუნქტები

 

კოდი

დასახელება

1

 

69001; 99001

20011

 

საბაჟო გამშვები პუნქტი „თბილისის აეროპორტი“

საბაჟო გამშვები პუნქტი „თბილისის აეროპორტი“

(მხოლოდ თბილისის აეროპორტის ტერიტორიაზე ფიზიკური პირის მიერ საჰაერო ტრანსპორტით შემოტანილ საქონელზე გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის წარდგენისას)

2

69002; 99002

საბაჟო გამშვები პუნქტი „წითელი ხიდი“

3

69003; 99003

საბაჟო გამშვები პუნქტი „სადახლო-საავტომობილო“

4

69004; 99004

საბაჟო გამშვები პუნქტი „სადახლო-სარკინიგზო“

5

69005; 99005

საბაჟო გამშვები პუნქტი„გუგუთი“

6

69006; 99006

საბაჟო გამშვები პუნქტი „ახკერპი“

7

69007; 99007

საბაჟო გამშვები პუნქტი „სამთაწყარო“

8

69009; 99009

საბაჟო გამშვები პუნქტი „გარდაბანი“

9

69021; 99021

საბაჟო გამშვები პუნქტი „მტკვარი“ 

10

69010; 99010

საბაჟო გამშვები პუნქტი „ლაგოდეხი“

11

69101; 99101

საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“

12

69301; 99301

საბაჟო გამშვები პუნქტი „ვალე“

13

69302; 99302

საბაჟო გამშვები პუნქტი „ნინოწმინდა“

14

69401; 99401

69403; 99403

69404; 99404

20013

საბაჟო გამშვები პუნქტი „ქუთაისისა და სენაკის აეროპორტები და ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული და ქუთაისის ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონები“

 

ქ. ქუთაისი, ყოფილი ავტოქარხნის ტერიტორია, ავტომშენებლის ქ. №88 (მხოლოდ „ოქროს სიის“ მონაწილეთა კუთვნილი საქონლის გაფორმებისათვის)

15

69501; 99501

69502

69503

საბაჟო გამშვები პუნქტი „ფოთისა და ყულევის პორტები და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა“

16

69601; 99601

საბაჟო გამშვები პუნქტი „სარფი“

17

69604; 99604

 

საბაჟო გამშვები პუნქტი „ბათუმის პორტი“

18

69603; 99603

20012

 

საბაჟო გამშვები პუნქტი „ბათუმის აეროპორტი“

საბაჟო გამშვები პუნქტი „ბათუმის აეროპორტი“

(მხოლოდ ბათუმის აეროპორტის ტერიტორიაზე ფიზიკური პირის მიერ საჰაერო ტრანსპორტით შემოტანილ საქონელზე გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის წარდგენისას)

19

69309; 99309

საბაჟო გამშვები პუნქტი „კარწახის სამშენებლო ზონა“

20

69320; 99320

საბაჟო გამშვები პუნქტი „კარწახი“.

 

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

 

შემოსავლების სამსახურის უფროსი

შემოსავლების სამსახური

გიორგი თაბუაშვილი