„საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის გამართვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 24 თებერვლის N25/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის გამართვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 24 თებერვლის N25/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 86/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 29/07/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/07/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 15/02/2024
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.022.016992
86/ნ
29/07/2015
ვებგვერდი, 30/07/2015
040030000.22.022.016992
„საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის გამართვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 24 თებერვლის N25/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №86/ნ

2015 წლის 29 ივლისი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის გამართვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 24 თებერვლის №25/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


მუხლი 1
„საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის გამართვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 24 თებერვლის №25/ნ ბრძანებაში (ვებგვერდი, 240211, 24/02/2011; სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.022.016064) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული წესის:

1. მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 15.  ტესტირების შედეგებთან, ტესტურ დავალებათა სისწორესთან და პროცედურულ დარღვევასთან დაკავშირებული პრეტენზიების წარდგენა და განხილვა

1. დირექტორობის მსურველს უფლება აქვს სერტიფიცირების ეტაპის ტესტირების  შედეგებთან, ტესტურ დავალებათა სისწორესთან და პროცედურულ დარღვევასთან დაკავშირებული პრეტენზიები წარადგინოს შესაბამის რესურსცენტრში ტესტირების დასრულებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში.

2. ტესტირების შედეგებთან და ტესტურ დავალებათა სისწორესთან დაკავშირებულ საპრეტენზიო განაცხადში მითითებული უნდა იყოს იმ ტესტური დავალების/დავალებების ნომერი/ნომრები, რომლის თაობაზეც წარდგენილია პრეტენზია. პროცედურულ დარღვევასთან დაკავშირებულ საპრეტენზიო განაცხადში მითითებული უნდა იყოს დარღვეული პროცედურის აღწერა.

3. რესურსცენტრი უზრუნველყოფს საპრეტენზიო განაცხადების მართვის სისტემისათვის დაუყოვნებლივ მიწოდებას.

4. მართვის სისტემა პრეტენზიებს განიხილავს კანონმდებლობით დადგენილ  ვადაში და შედეგებს აცნობებს დირექტორობის მსურველს.Эю

 

2. მე-15 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის  151 მუხლი.

„მუხლი151. საპრეტენზიო კომისიის შემადგენლობა და საქმიანობა

1. ტესტირების შედეგებთან, ტესტურ დავალებათა სისწორესთან და პროცედურულ დარღვევასთან დაკავშირებული პრეტენზიების განხილვის მიზნით, მართვის სისტემის უფროსი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ქმნის საპრეტენზიო კომისიას.

2. საპრეტენზიო კომისიის შემადგენლობაში შედიან: კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე, მდივანი და სხვა წევრები.

3. საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ასრულებს კომისიის თავმჯდომარის მოვალეობას მისი არყოფნის შემთხვევაში.

4. საპრეტენზიო კომისიის მდივანი აწარმოებს კონკურსთან დაკავშირებულ ყველა დოკუმენტაციას და ადგენს ოქმებს.

5. საპრეტენზიო კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება.

6. საპრეტენზიო კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საპრეტენზიო კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრის ფორმით დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარის ხმა.

7. საპრეტენზიო კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე, მდივანი და დამსწრე წევრები.

8. საპრეტენზიო კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი აღნიშვნა.

9. საპრეტენზიო კომისია:

ა) განიხილავს და აფასებს ნამუშევრის პასუხის შინაარსსა და სისწორეს მხოლოდ იმ კონკრეტულ ტესტურ დავალებაზე, რომლის თაობაზეც საპრეტენზიო კომისიაში შესულია საპრეტენზიო განაცხადი დირექტორობის მსურველისგან;

ბ) აფასებს ტესტური დავალების ან/და ტესტური დავალების პასუხ(ებ)ის სისწორეს, მხოლოდ იმ კონკრეტულ ტესტურ დავალებაზე, რომლის თაობაზეც საპრეტენზიო კომისიაში შესულია საპრეტენზიო განაცხადი დირექტორობის მსურველისგან;

გ) განიხილავს პროცედურულ დარღვევასთან და ტესტირების პროცესში წარმოშობილ ტექნიკური გაუმართაობის გამო პრეტენზიებს;

დ) უფლებამოსილია მოიწვიოს შესაბამისი პირი და მიიღოს ახსნა-განმარტება, რომელიც აუცილებელია საკითხის განხილვა/გადაწყვეტისათვის.

10. საპრეტენზიო კომისია არ განიხილავს საპრეტენზიო განაცხადს:

ა)  თუ ის ზოგადი ხასიათისაა;

ბ) თუ დირექტორობის მსურველს არ აქვს გადახდილი ტესტირების შედეგებთან, ტესტურ დავალებათა სისწორესთან და პროცედურულ დარღვევასთან დაკავშირებული საპრეტენზიო  განაცხადის განხილვის საფასური;

გ) საპრეტენზიო განაცხადი წარდგენილია დადგენილი ვადის დარღვევით.

11. საპრეტენზიო კომისია იღებს შემდეგ გადაწყვეტილებას:

ა) დირექტორობის მსურველისათვის ქულის ცვლილების შესახებ;

ბ) დირექტორობის მსურველისათვის ქულის უცვლელად დატოვების შესახებ;

გ) დირექტორობის მსურველის მიმართ პროცედურული დარღვევის დადასტურებისას – დამატებით გამოცდაზე გაშვების თაობაზე.“.

3. მე-19 მუხლის:

) პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) დირექტორობის მსურველის ინიციატივით ტესტირების შედეგებთან, ტესტურ დავალებათა სისწორესთან და პროცედურულ დარღვევასთან დაკავშირებული საპრეტენზიო განაცხადის განხილვის საფასურს, რომლის ოდენობაც შეადგენს 50 ლარს“.

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. დირექტორობის მსურველი ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფასურის ზედმეტად ან შეცდომით გადახდის შემთხვევაში, გადახდილი თანხის დასაბრუნებლად, განცხადებით მიმართავს მართვის სისტემას სერტიფიცირების ეტაპზე ტესტირების დასრულების შემდგომ. განცხადებაში უნდა მიეთითოს დასაბრუნებელი თანხა და  საბანკო ანგარიში, სადაც უნდა ჩაირიცხოს დაბრუნებული თანხა. ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხა მართვის სისტემის მიერ გაიცემა განცხადების მიღებიდან არაუგვიანეს ერთი თვისა.“;

გ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 3და 32 პუნქტები:

„31. იმ შემთხვევაში,  თუ დირექტორობის მსურველი სერტიფიცირების ეტაპზე ამ წესის მე-5 მუხლით დადგენილი წესით დარეგისტრირდება და აღარ გამოცხადდება ტესტირებაზე, თანხა ზედმეტად ან შეცდომით გადახდილად არ ჩაითვლება.

32. იმ შემთხვევაში, თუ დირექტორობის მსურველი ამ წესის მე-5 მუხლით დადგენილი რეგისტრაციის ვადის დასრულებამდე გააუქმებს რეგისტრაციას, უფლებამოსილია მიმართოს მართვის სისტემას თანხის დაბრუნების თხოვნით ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით.“;

დ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. იმ შემთხვევაში, თუ ტესტირების შედეგებთან, ტესტურ დავალებათა სისწორესთან და პროცედურულ დარღვევასთან დაკავშირებული საპრეტენზიო განაცხადი დაკმაყოფილდება, დირექტორობის მსურველს უკან უბრუნდება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გადახდილი თანხა. საფასურის დაბრუნების შესახებ განცხადება უნდა გაკეთდეს ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული წესით და დადგენილ ვადაში.".

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრითამარ სანიკიძე