სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემის შესახებ

  • Word
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1561
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 17/07/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/07/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.019631
  • Word
1561
17/07/2015
ვებგვერდი, 24/07/2015
000000000.00.003.019631
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1561

2015 წლის 17 ივლისი

ქ. თბილისი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 113-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტებისა და „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისათვის გადასაცემი ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახეობათა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 11 დეკემბრის №330 დადგენილებით დამტკიცებული ნუსხის მეორე პუნქტის თანახმად, დამტკიცდეს სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 8 ივლისის №5/41336 გადაწყვეტილება, ქალაქ ახალქალაქში, ჩარენცის ქუჩაზე, ცენტრალურ პარკში მდებარე 77.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა − ობიექტი №1-ის (არასაცხოვრებელი), განაშენიანების ფართით 77.00 კვ.მ (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №63.18.32.112) ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში, ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემის შესახებ.

 

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი