დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1558 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 17/07/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/07/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.019610 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1558
2015 წლის 17 ივლისი
ქ. თბილისი
სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიების შესახებ
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დებულებისა და სამეთვალყურეო საბჭოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 23 ივლისის №118 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ღ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა უზრუნველყოს:
ა) მსოფლიო ბანკის დაფინანსებით განსახორციელებელი რეგიონული განვითარების პროექტის (კახეთი) ფარგლებში, ახმეტის მუნიციპალიტეტში მდებარე საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, სოფელ დართლოს ტერიტორიაზე არსებული შენობების რესტავრაცია-რეაბილიტაციის მიზნით, დროებით განსახლებას დაქვემდებარებული პირების გაყვანის პროცესისათვის აუცილებელი ერთჯერადი ხარჯების დაფინანსება, მსოფლიო ბანკთან შეთანხმებული განსახლების სამოქმედო გეგმის საფუძველზე;
ბ) ამ განკარგულების „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული 2015 წელს განსახორციელებელი ღონისძიებების დაფინანსება, „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის დამტკიცებული – „რეგიონალური განვითარების პროექტი I ნაწილი (კახეთი) (WB)“ ქვეპროგრამით (პროგრამული კოდი: 25 03 05) გათვალისწინებული საბიუჯეტო სახსრების ასიგნებებიდან, ხოლო 2016 წელს – შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტით, სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები