დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1554 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 16/07/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/07/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.019625 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №155 4
2015 წლის 1 6 ივლისი
ქ. თბილისი
სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებებისგანხორციელების თაობაზე
1. 2015 წელს სხვადასხვა სტიქიური მოვლენების შედეგებისსალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებს გამოუყოს 544894 (ხუთას ორმოცდაოთხი ათას რვაას ოთხმოცდათოთხმეტი)ლარი, მათ შორის:
ა) ახმეტის მუნიციპალიტეტს − 200 000 (ორასი ათასი) ლარი;
ბ) დუშეთის მუნიციპალიტეტს − 180 817 (ას ოთხმოცი ათას რვაას ჩვიდმეტი) ლარი;
გ) თიანეთის მუნიციპალიტეტს − 1 30 000 (ას ოცდაათი ათასი) ლარი ;
დ) ხობის მუნიციპალიტეტს − 34 077 (ოცდათოთხმეტი ათას სამოცდაჩვიდმეტი) ლარი.
2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის 31 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, ახმეტის, დუშეთის, თიანეთის, ხობის, ზუგდიდისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტებს უფლება მიეცეთ, მიმდინარე წელს მომხდარი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებები განახორციელონ გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საშუალებით.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები