დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა სოციალური მდგომარეობის და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით გასატარებელი ღონისძიების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1551 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 16/07/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/07/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.019622 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1551
2015 წლის 16 ივლისი
ქ. თბილისი
იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სოციალური მდგომარეობის და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით გასატარებელი ღონისძიების შესახებ
„საბიუჯეტო დეფიციტის მართვის მიზნით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 6 მარტის №422 განკარგულების მე-6 პუნქტის შესაბამისად, ნება დაერთოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის გამოყოფილ ასიგნებებში განახორციელოს ცვლილება და პროგრამული კოდი: 34 02 01 – არაფინანსური აქტივების ზრდის ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლი, შეამციროს 804 000 (რვაას ოთხი ათასი) ლარით და აღნიშნული თანხა მიმართოს იძულებით გადაადგილებულ პირთათვის – დევნილთათვის ფულადი დახმარების გაწევისა და მათთვის საცხოვრებელი ფართობების დაქირავებისათვის, ყოველთვიური სოციალური დახმარებების გაცემის მიზნით.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები