ჰეპატიტების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით საქართველოში C ჰეპატიტზე სკრინინგის კვირეულის ჩატარების თაობაზე

  • Word
ჰეპატიტების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით საქართველოში C ჰეპატიტზე სკრინინგის კვირეულის ჩატარების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1550
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 16/07/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/07/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.019621
  • Word
1550
16/07/2015
ვებგვერდი, 23/07/2015
000000000.00.003.019621
ჰეპატიტების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით საქართველოში C ჰეპატიტზე სკრინინგის კვირეულის ჩატარების თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1550

2015 წლის 16 ივლისი

ქ. თბილისი

ჰეპატიტების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით საქართველოში C ჰეპატიტზე სკრინინგის კვირეულის ჩატარების თაობაზე

1. ჰეპატიტების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, 2015 წლის 21 ივლისიდან 4 აგვისტოს ჩათვლით, საქართველოში ჩატარდეს სკრინინგის კვირეული C ჰეპატიტზე.

2. კვირეულის ჩატარების მიზნით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს (შემდგომში – ცენტრი) დაევალოს შემდეგი ღონისძიებების განხორციელება:

ა) სკრინინგისათვის საჭირო C ჰეპატიტის სადიაგნოსტიკო სწრაფი-მარტივი ტესტებითა და ლაბორატორიული სახარჯი მასალებით უზრუნველყოფა;

ბ) მოსახლეობის ინფორმირება C ჰეპატიტზე სკრინინგის კვირეულის ჩატარების თაობაზე;

გ) მოსახლეობის სკრინინგის ჩატარება გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის პრინციპების დაცვით (თბილისი, თელავი, გორი, ახალციხე, ქუთაისი, ზუგდიდი, ოზურგეთი, ბათუმი);

დ) C ჰეპატიტზე სკრინინგით გამოვლენილი დადებითი შემთხვევების რეფერალი დამატებითი ლაბორატორიული კვლევების ჩასატარებლად, „C ჰეპატიტის მართვის პირველი ეტაპის ღონისძიებების უზრუნველყოფის თაობაზე სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 აპრილის №169 დადგენილებით განსაზღვრულ სერვისის მიმწოდებელ დაწესებულებებში;

ე) სკრინინგის შედეგების აღრიცხვა სპეციალურ მონაცემთა ბაზებში.

3. ამ განკარგულებით განსაზღვრული ლაბორატორიული კვლევებისათვის საჭირო მასალების (რეაგენტების, ტესტ-სისტემებისა და სახარჯი მასალის) შესყიდვა ცენტრმა განახორციელოს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამარტივებული შესყიდვის გზით.

4. უფლება მიეცეს ცენტრს, ამ განკარგულებით გათვალისწინებული ღონისძიებების გასატარებლად საჭირო სახარჯი მასალების განსაზღვრული რაოდენობები გამოიყენოს ცენტრის საქმიანობისათვის (მ.შ. სახელმწიფო პროგრამებისათვის), წინა პერიოდში შესყიდული მარაგებიდან.

5. ამ განკარგულებით განსაზღვრული ღონისძიებების უზრუნველყოფა განხორციელდება „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით, „დაავადებათა კონტროლისა და ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების პროგრამის მართვა“ პროგრამისათვის (პროგრამული კოდი: 35 01 03) გათვალისწინებული ასიგნებებიდან.

 

პრემიერ-მინისტრი                                                     ირაკლი ღარიბაშვილი