სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „აისბერგი 2“ -სათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

  • Word
სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „აისბერგი 2“ -სათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1549
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 16/07/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/07/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.019620
  • Word
1549
16/07/2015
ვებგვერდი, 23/07/2015
000000000.00.003.019620
სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „აისბერგი 2“ -სათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1549

2015 წლის 16 ივლისი

ქ. თბილისი

სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „აისბერგი 2“ -სათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული, ქ. ფოთში, ვიქტორ კრატასიუკის ქუჩაზე მდებარე 20012.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობები: №1, №2, №3, №4, №5, №6, №7, №8, №9, №10, №11, №12  (ს/კ №04.01.03.630) პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 500 000 (ხუთასი ათასი) ლარად, საკუთრებაში გადაეცეს შპს „აისბერგი 2“-ს (ს/კ: №215127725).

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქონების საპრივატიზებო პირობებად განისაზღვროს პირადად ან/და მესამე პირ(ებ)ის მეშვეობით:

ა) საპრივატიზებო თანხის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში;

ბ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადაში ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრულ უძრავ ქონებაზე განთავსებულ თევზის გადამამუშავებელ საწარმოში არანაკლებ 463 000 (ოთხას სამოცდასამი ათასი) ლარის ინვესტიციის განხორციელება.

3. შპს „აისბერგი 2“ ვალდებულია, ამ განკარგულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების (მათ შორის, ამ ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობისათვის შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდის უზრუნველსაყოფად) შესრულების უზრუნველსაყოფად შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებამდე წარადგინოს ამ განკარგულების მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ინვესტიციის არანაკლებ 10%-ის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომლის ვადაც ამავე ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ვადას უნდა აღემატებოდეს არანაკლებ 4 (ოთხი) თვით.

4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება.

 

პრემიერ-მინისტრი                                                        ირაკლი ღარიბაშვილი