დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,დ. ტყეშელაშვილისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 477 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 03/08/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 96, 03/08/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.340.000.08. |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №477
2009 წლის 3 აგვისტო
ქ. თბილისი
დ. ტყეშელაშვილისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
„საქართველოსა და საერთაშორისო განვითარების ასოციაციას შორის დაფინანსების ხელშეკრულების (ინფრასტრუქტურის ინვესტიციების მოსამზადებელი პროექტი) დამტკიცებისა და ძალაში შესვლის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 22 მარტის №219 ბრძანებულების გათვალისწინებით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს დავით ტყეშელაშვილს მიენიჭოს უფლებამოსილება, რომ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და ერთობლივ საწარმოს „ინოქსა ინჟინერინგი“ – „ბოსფორის ტექნიკურ კონსულტანტთა კორპორაციას“ შორის 2007 წლის 28 თებერვალს გაფორმებული №IPIF/CS/QCBS-03 ხელშეკრულების ფარგლებში კომპანიის მხრიდან დაწყებული საარბიტრაჟო დავის მორიგებით დასრულების მიზნით ხელი მოაწეროს ერთობლივ საწარმოსთან „ინოქსა ინჟინერინგი“ – „ბოსფორის ტექნიკურ კონსულტანტთა კორპორაცია“ (ესპანეთი-თურქეთი) მორიგების ხელშეკრულებას.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები