დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ შპს „ენერგოტრანსის“ ფინანსური ვალდებულებების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1531 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 16/07/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/07/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.019617 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1531
2015 წლის 16 ივლისი
ქ. თბილისი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ შპს „ენერგოტრანსის“ ფინანსური ვალდებულებების შესახებ
1. მიღებულ იქნეს ცნობად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაცია 2010 წლის 16 ივლისს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს (როგორც სესხის გამცემი), შპს „ენერგოტრანსსა“ (როგორც სესხის მიმღები) და შპს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ შორის „შავი ზღვის ელექტროგადამცემი ხაზის პროექტთან“ დაკავშირებით გაფორმებული ქვესასესხო ხელშეკრულების შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ 2015 წლის ივლისის თვეში შპს „ენერგოტრანსის“ ფინანსური ვალდებულებების თაობაზე.
2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ უზრუნველყოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს (როგორც სესხის გამცემი), შპს „ენერგოტრანსსა“ (როგორც სესხის მიმღები) და შპს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ შორის „შავი ზღვის ელექტროგადამცემი ხაზის პროექტთან“ დაკავშირებით გაფორმებული ქვესასესხო ხელშეკრულების შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ 2015 წლის ივლისის თვეში შპს „ენერგოტრანსის“ ფინანსური ვალდებულებების გადავადება 2015 წლის 30 ნოემბრამდე, საურავების დარიცხვის გარეშე.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები