სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ა(ა)იპ − სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

  • Word
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ა(ა)იპ − სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1528
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 16/07/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/07/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.019614
  • Word
1528
16/07/2015
ვებგვერდი, 23/07/2015
000000000.00.003.019614
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ა(ა)იპ − სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1528

2015  წლის 16 ივლისი

ქ. თბილისი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ა(ა)იპ − სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

1. „სახელმწიფოქონებისშესახებ“საქართველოსკანონისმე-18მუხლისმე-3პუნქტის შესაბამისად,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული,  ქ. თბილისში, გელოვანის გამზირზე №6-ში მდებარე 201 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა №1, საერთო ფართით 48.01 კვ.მ (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი − №01.10.10.022.195), პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 1 (ერთი) ლარად, საკუთრებაში გადაეცეს ა(ა)იპ − სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს (ს/კ 404923785).

2. საპრივატიზებო პირობად განისაზღვროს საპრივატიზებო თანხის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარულ დღეში.

3.  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება.

 

პრემიერ-მინისტრი                                                      ირაკლი ღარიბაშვილი